fbpx

ინტერნეტ-გზამკვლევი ხელოვნების ისტორიაში – Monoskop


გააზიარე სტატია

 

თუ თქვენი პროფესიული საქმიანობა ხელოვნებას უკავშირდება, ან უბრალოდ მოყვარულის დონეზე გაინტერესებთ ხელოვნების ისტორია, წარმოგიდგენთ ონლაინ-პლატფორმა monoskop-ს.  

პროექტის ავტორებმა ერთ სივრცეში მსოფლიო ხელოვნების 350-მდე სხვადასხვა დარგსა და მიმართულებას მოუყარეს თავი.

ონლაინ-პლატფორმა 1860 წლიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. მომხმარებელს თანამედროვე ხელოვნების ძირითადი ჟანრების გარდა, შეუძლია ნახოს ლეტრიზმის, საუნდ-არტის, ნეოიზმისა და სოფტ-არტის ნიმუშების დიდი კოლექცია.

monoskop ერთგვარი გზამკვლევია ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებაში, თითოეულ მათგანს შესაბამისი ანოტაცია და ინფორმაცია ახლავს. მაგალითად, მითითებულია ჟანრის წამყვანი და ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები, მოყვანილია შესაბამისი ნამუშევრები, ბმულები სხვადასხვა თემატურ ტექსტებსა და ვებრესურსებზე.   

მომხმარებელს შეუძლია მისთვის საინტერესო მასალა: ციფრული წიგნები, ვიდეო-აუდიო ჩანაწერები გადმოწეროს.

ბუნებრივია, ხელოვნების ისტორიაში არცერთი დარგი თუ მიმართულება დამოუკიდებლად არ ვითარდებოდა, შესაბამისად, გზამკვლევი მათი ერთმანეთთან კავშირის გათვალისწინებითაა შედგენილი.

 

  • გერტრუდა კეზებირი – ამერიკელი ფოტოგრაფი, პიქტორიალიზმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. კეზებირის ფოტო: Blessed Art Thou among Women, 1899

 

  • ანტონ ჯულიო ბრაგალია – იტალიელი ფუტურისტი მხატვარი, ფოტოგრაფი და კინორეჟისორი. ანტონ ბრაგალიას ფოტო: Waving, 1911

 

  • სააგიტაციო ხელოვნება. 1919-1921 წლებში შექმნილი სააგიტაციო პლაკატი

 

  • ტარსილა დუ ამარალი – ბრაზილიური მოდერნიზმის წარმომადგენელი, მხატვარი. მისი ნამუშევარი Abaporu, 1928

 

  • კრისტიან შადი – „ახალი საგნობრიობის“ წარმომადგენელი, გერმანელი მხატვარი და გრაფიკოსი. შადის ნამუშევარი „ავტოპორტრეტი მოდელთან ერთად”. 1927

 

  • გაბრიელ პომერანდი – ლეტრიზმის დამაარსებელი, ფრანგი მხატვარი და პოეტი. პომერანდის ნახატი: „ტუსაღი”. 1952

 

  • გი დებორი – ფრანგი ფილოსოფოსი, მწერალი, სიტუაციონიზმის წარმომადგენელი, მხატვარი. დებორის ნამუშევარი „პარიზის ფსიქოგეოგრაფიული გზამკვლევი”. 1957

 

  • ლუიზა ბურჟუა. ფემინ-არტის წარმომადგენელი, ამერიკელი მოქანდაკე, მხატვარი და გრაფიკოსი. Femme Maison. 1946-47

 


რეკომენდებული სტატიები
Glitch Art: ისტორია, არტისტები, ნამუშევრები

Glitch Art: ისტორია, არტისტები, ნამუშევრები

Glitch Art: ისტორია, არტისტები, ნამუშევრები
ვიზუალურ ხელოვნებაში “Glitch“-ი XX საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა. ტერმინი  „Glitch Art“-ი კი, პირველად, მხატვარმა ენტ სკოტმა გამოიყენა, საკუთარი ხელწერის დახასიათებისას
Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს

Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს

Whitney-ს მუზეუმი უორჰოლის იუბილეს აღნიშნავს
მიუხედავად იმისა, რომ არტისტის ნამუშევრების ნახვა პერიოდულად შესაძლებელია სხვადასხვა აუქციონებსა თუ ექსპოზიციებზე, ამ მასშტაბის გამოფენა ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად იმართება
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის

იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის

იურისტებს ხელოვნური ინტელექტი ცვლის
LawGeex-ის ახალ კვლევაში ხელოვნური ინტელექტი ოც იურისტს შეაჯიბრეს, რათა ენახათ, თუ როგორ გაართმევდა თავს ის სახელშეკრულებო სამართალს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.