fbpx

Glitch Art: ისტორია, არტისტები, ნამუშევრები


გააზიარე სტატია


პირველად, ტერმინი „Glitch 1962 წელს, ამერიკელმა ასტრონავტმა ჯონ გლენმა გამოიყენა, როცა ორბიტალურ სადგურზე ყოფნისას, დედამიწასთან კავშირის სისტემაში ხარვეზები აღმოაჩინა. სულ მალე კი, „Glitch  ტექნიკური ტერმინოლოგიის ნაწილი გახდა და მას შემდეგ, ხშირად გამოიყენება შეცდომებისა თუ დეფექტების დაფიქსირებისას, მაგალითად, კომპიუტერული პროგრამირების სფეროში, აუდიო-ვიდეო და ციფრულ გამოსახულებებთან მუშაობის პროცესში.

1990-იან წლებში ტერმინმა ხელოვნებაშიც შეაღწია და ელექტრონული მუსიკის ექსპერიმენტული მიმართულების სახელწოდებადაც იქცა. ამ ჟანრში კომპოზიციები არტისტების მიერ ხელოვნურად გამოწვეული აკუსტიკური ხარვეზების, ხმაურების ხარჯზე იქმნებოდა.

ვიზუალურ ხელოვნებაში “Glitch“-ი XX საუკუნის ბოლოს დამკვიდრდა. ტერმინი  „Glitch Art“-ი კი, პირველად, მხატვარმა ენტ სკოტმა გამოიყენა, საკუთარი ხელწერის დახასიათებისას.  

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, „Glitch Art“-მა მრავალი ქვეჟანრი განავითარა და შესაბამისად, ბევრი საინტერესო არტისტიც გამოჩნდა, რომლებიც საკუთარ ნამუშევრებს ციფრული და ანალოგური „ხარვეზებით“ ქმნიან.

წარმოგიდგენთ Glitch Art-ის რამდენიმე ცნობილ არტისტსა და მათ ნამუშევარს.

 

წარმოშობით უნგრელი, ბერლინში მცხოვრები დევიდ არიელ ზაუდერი. სერიიდან „Failed Memories 

 

 

ამერიკელი ფოტოგრაფი საბატო ვისკონტი, რომელიც Glitch Art-ს სხვადასხვა მედიებში აკეთებს.

73014-4590397-vertigo3.jpg (2500×1375)

 

შვედი პედერ ნორბი iOs Maps-ის გამოსახულებებს ამუშავებს.

 

კანადელი მეთიუ სენტ პიერის თქმით, Glitch Art-ის მთავარი ხიბლი მის ირაციონალურობაშია.

 

ბრიტანელი ჯონ კარბორნი 90-იანი წლების დასაწყისში პოპულარული კომპიუტერით Amiga 1200 -ით მუშაობს და საკუთარ ნამუშევრებში VHS ვიდეოგამოსახულებებით მანიპულირებს.

 

ამერიკელი ფილიპ სტერნსი სხვადასხვა ფოტოკამერების დაბალი რეზოლუციით გადაღებულ გამოსახულებებს ამუშავებს.

 

ესპანელი ტომ კაბრერას ფოტოგრაფია

 

ამერიკელი კონ ტრუბკოვიჩის თქმით, მისი ნამუშევრები პროტესია იდეალური გამოსახულებების, ყალბი სრულყოფილების მიმართ, რომლებსაც გლამურულ კომერციულ ჟურნალებსა თუ ბილბორდებზე ვხვდებით.

 


რეკომენდებული სტატიები
Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა

Piro$money: Facebook-სა და Instargam-ზე საინტერესო არტისტი გამოჩნდა
მოჩუხჩუხე მდინარეები კორპუსებს შორის, აყვავებული საბჭოთა ნაგებობები, ფლამინგოები მიტოვებულ შენობებთან და ზვიგენები გმირთა მოედანზე - ეს მცირე ნაწილია იმისა, რასაც Piro$money-ს გვერდებზე ნახავთ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.