fbpx

თანამედროვე თბილისში “ჩასმული” ძველი ფოტოები – ფოტოპროექტი


გააზიარე სტატია

 

რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტში დაიწყო საარქივო ფოტოების გავრცელება, რომლებშიც თანამედროვე თბილისის ესა  თუ ის ადგილი ათწლეულების წინ მცხოვრები ფოტოგრაფების თვალითაა დანახული. ამ ნოსტალგიური პროექტის ავტორი ნიკა ბედენაშვილია, რომელსაც AT.ge ახალ წამოწყებასთან დაკავშირებით ესაუბრა.

 

ნიკა ბედენაშვილი:

ძველი ფოტოებით აქტიურად  დავინტერესდი უკვე რამდენიმე წელია. თავიდან დავიწყე ფოტოების გაფერადება, გაცოცხლება, რასაც თავისუფალ დროს დღესაც ვაკეთებ.

რაც შეეხება ამ სურათებს, დაახლოებით 2 თვის წინ ახლობელმა Facebook-ის ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე მაჩვენა პოსტი, რომელშიც რამდენიმე მსგავსი ფოტო იყო ატვირთული  და მომწერა – აჰა იდეისთვისო… რადგან ასეთი რაღაცები ძალიან მომწონს და მაინტერესებს, ხშირად ვათვალიერებ ხოლმე, არც კი მიფიქრია, ისე ვთქვი, რომ მორჩა, ახალ საქმიანობას ვიწყებ მეთქი.

იმ დღიდან მოყოლებული Google-ში, Facebook-სა და სხვადასხვა საიტზე ვათვალიერებ სურათებს, ვარჩევ ისეთებს, რომლებიც გამომადგება, შემდეგ მივდივარ ადგილზე, ვცდილობ, ზუსტად იმ წერტილიდან გადავიღო თითოეული, საიდანაც 50-70-90 წლის წინ იღებდნენ ქართველი თუ უცხოელი ფოტოგრაფები.

გადაღებებს ახლაც ვაგრძელებ, მომავალ წელს კი ვგეგმავ გამოფენის მოწყობას. ვხედავ, რომ  ინტერესი საკმაოდ დიდია: რუსთავი 2-ზე ამ პროექტის შესახებ სიუჟეტი გაუშვეს, აგრეთვე ერთ-ერთმა ინტერნეტ-ჟურნალმაც გამოაქვეყნა სტატია.

Facebook-ზე, კერძოდ, გვერდ “თბილისურ ამარკორდზე” ვდებ ხოლმე სურათებს და ვხედავ, რომ მოწონება და გულშემატკივრობა საკმაოდ დიდია. ასე  რომ, იმედი მაქვს, გამოფენისადმი ინტერესი კიდევ უფრო გაიზრდება და ქართველებთან ერთად უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც დაინტერესდებიან.

 


რეკომენდებული სტატიები
1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან
2017 წლის გაზაფხულზე ფეისბუკში Daniel Spehr-ის ფოტოალბომი აიტვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში - თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ფოტოებს შეიცავდა. დღეს, 18 ივლისს, ამ ფოტოების ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლაში“, 17 საათზე იქნება შესაძლებელი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.