fbpx

2019 წლის ფერი – კომპანია Pantone-ის ვერსიით


გააზიარე სტატია


ავტორი: თეა სხიერელი

 

Pantone-ს ინსტიტუტმა 2019 წლის ფერი აირჩია. ეს გახლავთ „ცოცხალი მარჯანი“. Pantone-მ თავისი არჩევანის განმარტებისას აღნიშნა, რომ ეს ფერი „ოპტიმიზმის შინაგანი მოთხოვნილების“ სიმბოლოა, ასევე, წარმოადგენს „ემოციების წყაროს“ და „ძლიერ ჩახუტების“ სურვილის გამოხატულებას. შარშან წლის ფერად, Pantone-ს ვერსიით, ულტრაიისფერი დასახელდა.

Pantone-ს ინსტიტუტმა 2019 წლის ფერად დაასახელა  „ცოცხალი მარჯანი“ (Living Coral) – შეფერილობა Pantone 16-1546.

 

 

ადამიანები იმ ფერებს ირჩევენ, რომლებიც მათ მყუდროების შეგრძნებას ანიჭებს და თავს უკეთესად აგრძნობინებს. 2019 წლის ფერი სიცოცხლის სიყვარულს, მღელვარებას, სიფაქიზეს, სითბოსა და მზრუნველობას გამოსახავს. 2018 წლის მთავარი ფერი კი „მგრძნობიარე ულტრაიისფერი“ იყო.

მანამდე, სანამ „ულტრაიისფერი“ გასული, 2018 წლის ფერად დასახელდებოდა, Pantone-მ აირჩია მწვანე (Greenery). 2016 წელს კი მან პირველად მიანიჭა უპირატესობა ორ ფერს – ლურჯს (Serenity) და ბაც ვარდისფერს (Rose Quartz).

 

 

ფერის არჩევის პროცესი მთელ წელიწადს გრძელდება. Pantone-ს სპეციალისტები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ, რათა აღმოაჩინონ საზოგადოებაზე იმ ფერების გავლენა, რომლებიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება –  გართობის ინდუსტრიაში, ხელოვნების ნაწარმოებთა კოლექციებში, მოდისა და სილამაზის ტენდენციებში, ტურისტულ მიმართულებებში თუ დიზაინისა და დეკორის სპეციალიზებულ სანახაობებში.

შემდგომი წლისათვის რომელიმე ფერის არჩევასა და გამოცხადებამდე, ინსტიტუტი ყოველ ჯერზე გულდასმით აანალიზებს მსოფლიო ტენდენციებს, რომლებზეც ცხოვრების ყველა სფერო ახდენს გავლენას: შოუბიზნესით დაწყებული, მედიითა და სოციალურ-ეკონომიკური ვითარებით დამთავრებული.

 

Pantone Color Institute – ეს კომპანია Pantone-ს ბიზნესგანყოფილებაა, რომელიც წარმოაჩენს და ადგენს პოდიუმის მთავარ ფერებს, წინასწარმეტყველებს ფერთა გლობალურ ტენდენციებს, კონსულტაციებს უწევს კომპანიებს ნაწარმისა და ბრენდის იდენტიფიცირებისას ფერების არჩევის სფეროში. ასეთი ტენდენციების სეზონური პროგნოზირების, ფერთა ფსიქოლოგიისა და ფერებთან დაკავშირებული კონსულტაციების წყალობით, Pantone Color Institute თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან, რათა თავისი დიზაინის სტრატეგიაში წარმატებით გამოიყენოს ფერების ძალა და მათი ფსიქოლოგიური და ემოციური გავლენა.

 


რეკომენდებული სტატიები
წლის ნომინაციები
Play Video

წლის ნომინაციები

წლის ნომინაციები
“წლის ნომინაციებში” წარმოგიდგენთ იმ  მოვლენებსა და ადამიანებს, რომლებმაც 2018 წელს სიახლე შეიტანეს ქვეყნის საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში და ჩვენი მკითხველის განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.