Phillips-ის აუქციონმა ნიუ იორკში XX საუკუნის აფროამერიკელი მხატვრების გამოფენა გახსნა

ნიუ-იორკში Phillips-ის აუქციონმა გამოფენა AMERICAN AFRICAN AMERICAN გახსნა. გასაყიდად გამოიფინა იმ აფროამერიკელი მხატვრების ნამუშევრები, რომლებიც 1950 წლიდან დღემდე აშშ-ში მოღვაწეობენ. ორგანიზატორების თქმით, ექსპოზიცია ნათლად წარმოაჩენს აფროამერიკულ ხელოვნებას და მის მზარდ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ისტორიულ კონტექსტში.
Phillips-ის აუქციონის მრჩეველმა და კურატორმა არნოლდ ლემანმა ხაზი გაუსვა გამოფენაში თანამედროვე მხატვრის, კიანდე უაილის მონაწილეობას, რომელიც ცნობილია თავისი დიდი ზომის, ფერადი ნამუშევრებითა და XVII-XIX საუკუნეების ევროპული მხატვრობის სტილში შესრულებული ახალგაზრდა აფროამერიკელების გამოსახულებებით. არტისტი საყოველთაოდ ცნობილი ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას პორტრეტის გამო გახდა, რომელიც ვაშინგტონის ნაციონალურ გალერეაშია გამოფენილი.

სულ Phillips-ის აუქციონმა 60-ზე მეტი არტისტის ნახატები, ქანდაკებები, ფოტოები და გრაფიკული ნამუშევრები გამოფინა.
კიანდე უაილი. Passing/Posing 2004

კემერონ უელში. Pathfinder, 2018

რომარ ბირდენი. Morning: The Broken Wheel, 1986

ტირი გაიტონი. Highway, 2008

ბეტიე საარი. Domestic Life, 2007

რედკლიფ ბეილი. Madagascar 1, 2016

სენგა ნენგუდი. Rapunzel

ბასკია. Loin

მარკუს ბრუტუსი. Atelier


