fbpx

მელბურნის ჰოსპიტალი Magic Mushroom-ებით მომაკვდავი პაციენტებისთვის საცდელ თერაპიას იწყებს


გააზიარე სტატია

 

ავტორი: გევინ ბატლერი

 

მელბურნის წმინდა ვინსენტის ჰოსპიტალი წელს, სამედიცინო ექსპერიმენტის ფარგლებში, თავისი პაციენტებისთვის დაიწყებს თერაპიას ჰალუცინოგენური სოკოებით (ე.წ. “მეჯიქ მაშრუმებით”)  – სიკვდილის შიშთან შესაგუებლად.

ეთიკურმა კომიტეტმა,  სახელმწიფო და ფედერალურმა მთავრობებმა უკვე გასცეს ნებართვა ამ გახმაურებული კვლევის ჩასატარებლად. შედეგად, რამდენიმე მომაკვდავ პაციენტს ჰოსპიტალში ფსიქიატრების ზედამხედველობით მისცემენ  სინთეტიკურ ფსილოციბინს – სოკოების ერთ-ერთ ფსიქოაქტიურ ინგრედიენტს – სიკვდილთან მშვიდობიანად შეგუების პროცესში დასახმარებლად. პირველი 30 პაციენტის მკურნალობა აპრილში დაიწყება.

ამგვარი  ექსპერიმენტები,  პალიატიური თერაპიის კონტექსტში სოკოების გამოყენების მიმართულებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმედისმომცემი შედეგებით დასრულდა. ნიუ-იორკისა და ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტების კვლევებმა აჩვენეს, რომ მომაკვდავმა ავადმყოფებმა, რომლებსაც ფსილოციბინის გარკვეული დოზა მისცეს, შფოთვის, დეპრესიისა და ეგზისტენციალური აშლილობის შემცირების ნიშნები ხანგძლივად გამოავლინეს.  შედეგების გადამოწმებისას, ექსპერიმენტიდან 6 თვის შემდეგ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კვლევის მონაწილე პაციენტების 70-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ფსილოციბინის მიღება ერთ-ერთი იყო იმ ხუთ საუკეთესო გამოცდილებას შორის, რომლებიც  მთელი ცხოვრების განმავლობაში მიუღიათ. მათგან 87 პროცენტი ფიქრობდა, რომ ექსპერიმენტის შემდეგ მათი ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდა.

“ეს ხალხთან მუშაობის სრულიად განსხვავებული გზაა, – უთხრა Vice-ს ავსტრალიელმა კლინიკურმა ფსიქოლოგმა, დოქტორმა სტივენ ბრაითმა მომაკვდავი ადამიანებისთვის სოკოების თერაპიული სარგებლის შესახებ ჩატარებული  კვლევის შემდეგ. – პალიატიური მოვლისას ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევამსუბუქოთ ტკივილი და ტანჯვა ტკივილგამაყუჩებლებით, მაგრამ მორფინი ვერ განკურნავს ამ ადამიანებს შფოთვისა და დეპრესიისგან”.

დოქტორ ბრაითის თქმით,  ტვინის “პირველადი მდგომარეობის ქსელის” გათიშვით – რომელიც ადამიანის ტიპურ აზროვნებას უკავშირდება – ფსილოციბინს შეუძლია მათ  “სიტუაციის რადიკალურად განსხვავებული პერსპექტივა დაანახვოს” და კონცენტრირება მოახდინონ იმ ფიქრებსა და იდეებზე, რომლებიც ჩვენში, როგორც წესი, დათრგუნვილი  ან იგნორირებულია.

NewsCorp-თან საუბრისას წმინდა ვინსენტის კლინიკის ფსიქოლოგმა, დოქტორ მარგარეტ როსმაც ასეთი რამ განაცხადა: “ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა მართლაც საფუძვლიანი იყო: ზოგმა ადამიანმა შეძლო გადაელახა სიკვდილის შესახებ წარმოდგენები. ეს მართლაც უფრო მოქნილს ხდის იმ შეხედულებებს, რომლებიც ჩვენ ცხოვრების განმავლობაში შევიმუშავეთ სიკვდილთან დაკავშირებით. პაციენტებს ჰქონდათ ფსიქიური აშლილობის სიმპტომების რემისია, რომელიც სწრაფი, მკვეთრი და ძალიან შთამბეჭდავი იყო, რადგან მისმა ეფექტმა 6 თვეს  გასტანა”.

“ამას ყველაფერს უამრავი ადამიანის დახმარების პოტენციალი აქვს, – დაამატა მან, – მაგრამ საჭიროა მეტი კვლევა ფსილოციბინის მოქმედების ზუსტად დადგენისა  და მკურნალობის ოპტიმიზაციისთვის”.

არსებობს ვარაუდი, რომ პალიატიური ფსილოციბინი შეიძლება ისეთ ხალხსაც დაეხმაროს, ვინც ევთანაზიის შესაძლებლობას განიხილავს და გადააფიქრებინოს სიცოცხლეზე უარის თქმა. ფსიქიატრმა ნიგელ შტრაუსმა, რომელმაც გამოაქვეყნა კვლევა ფსილოციბინის თერაპიისა და ევთანაზიის კავშირებზე, Vice-ს განუცხადა: “იმედია ბევრი ადამიანი, ვინც ამ თერაპიას მიიღებს, იტყვის: “არა, უკვე ვხედავ, რაც ხდება. თავს ბევრად უკეთ  ვგრძნობ და მიუხედავად იმისა, რომ უნდა მოვკვდე, ევთანაზიის გამოყენება არ მსურს: დარჩენილი რამდენიმე თვე მინდა, რომ შევურიგდე ყველას და ყველაფერს”.  ფსილოციბინის მიღებისას მათ შეუძლიათ სიკვდილი დაინახონ სრულიად განსხვავებული კუთხით, რომელიც ბევრად უფრო კომფორტული იქნება.”

ჩამოთვლილი უპირატესობების მიუხედავად, წმინდა ვინსენტის პალიატიური მედიცინის დირექტორი, ასოცირებული პროფესორი მარკ ბუგეი ფსილოციბინით თერაპიის დაწყებაზე გარკვეულ უარყოფით რეაქციას მაინც ელოდება იმის გამო, რომ ექსპერიმენტში  ფსიქოდელიური სოკოები ფიგურირებს.

“თუმცა, თუ კვლევებს შევხედავთ, – ამბობს იგი, – სოკოებით თერაპიას მინიმალური უკუჩვენებები და უდიდესი პოტენციალი აქვს”.

https://vice.com/


რეკომენდებული სტატიები
კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები

კანაფის ზეთის სამკურნალო თვისებები
უმეტესობა ჩვენგანი კანაფს, ანუ მარიხუანას მხოლოდ  ფსიქოტროპული თვისებებით იცნობს. მაგრამ ბოლო ხანებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში კანაფის ლეგალიზებამ შექმნა ამ მცენარეზე სამეცნიერო დაკვირვებისა და მისი სხვა რაკურსით გაცნობის შესაძლებლობაც
ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ
ამა თუ იმ სასიცოცხლო ნივთიერებების ნაკლებობა შესაძლებელია უამრავი ქრონიკული დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს
როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით

როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით

როგორ ვებრძოლოთ სტრესს ხელოვნების დახმარებით
სტრესთან გასამკლავებლად ეფექტურად გამოიყენება შემოქმედებითი ანტისტრესული თერაპია, რომლებიც ადამიანებს ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში ეხმარება
კიბოს მართვა შეიძლება
Play Video

კიბოს მართვა შეიძლება

კიბოს მართვა შეიძლება
სიმსივნის იმუნოთერაპიული მკურნალობის ახალი მეთოდის აღმოჩენისათვის მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში 2018 წელს ნობელის პრემიის ორი ლაურეატი გამოვლინდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.