fbpx

29 იანვარი დილიდან


გააზიარე სტატია


დილა მშვიდობისა! დღეს 29 იანვარია, ჰაერის ტემპერატურა კი 11 გრადუსია. მართალია ცივა, მაგრამ დროა დღის სიახლეებიც შევიტყოთ:

 

სასტუმრო “სტამბა” Ahead Global-ზე ხალხის რჩეული გახდა

Waking up to amazing news! Extremely proud to have won #AHEADSGlobal Peoples’ Choice award 2019! 🥇 Thanks to each and every one of you for your contribution and to our whole team for making this happen. #Goodtimesahead

Gepostet von Stamba Hotel am Montag, 28. Januar 2019

 

გასულ  ღამეს ლონდონსა და ნიუ-იორკში AHEAD GLOBAL-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. Ahead Global ეს არის საერთაშორისო კონკურსი, რომელში მონაწილეობაც სასტუმროების ინდუსტრიაში აღიარების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მანიშნებელია.

აღსანიშნავია, რომ წელს 16 კატეგორიაში 87 ქვეყნის საუკეთესო სასტუმროები იყვნენ წარდგენილი. მათ შორის საქართველოდან იყო სასტუმრო “სტამბაც”, რომელმაც წლის საუკეთესო კონცეფციისთვის მესამე ადგილი მიიღო. პირველი ადგილი ტოკიოს სასტუმროს,  HOSHINOYA TOKYO-ს ხვდა წილად. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის – ცერემონიის დასკვნით ნაწილში “სტამბა” ნომინაციაში Peoples Choice ხალხის რჩეულ სასტუმროდ დასახელდა.

ვულოცავთ აჭარაჯგუფს ამ დიდ წარმატებას.

წყარო: https://www.instagram.com/p/BtMen_fBw5J/

 

კანადის არქტიკაში მყინვარების უკან დახევის შედეგად გამოჩნდა ლანდშაფტი, რომელიც ბოლო 40 ათასი წლის განმავლობაში ყინულით იყო დაფარული.

Baffin Island glaciers

კოლორადოს უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, სავარაუდოდ, ეს საუკუნე ამ რეგიონში ყველაზე თბილია ბოლო 115 ათასი წლის განმავლობაში.

წყარო: https://www.colorado.

 

ნახეთ დღის ფოტო: ბებო ნავთლუღის ბაზრიდან, რომელიც ძაღლებს უვლის

ფოტოს ავტორი: Delphica Sibyl 

 

კინომსახიობთა გილდიის ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებულები გამოავლინეს

<strong>Outstanding performance by a cast in a motion picture:</strong> "Black Panther"

წლის საუკეთესო მსახიობი კაცი რემი მალეკი გახდა ფილმში Bohemian Rhapsody შესრულებული როლისთვის. ქალი მსახიობის ნომინაციაში კი გლენ ქლოუზმა მიიღო ჯილდო. რაც შეეხება მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებლებს, აქ სცენაზე ასვლის პატივი მაჰერშალა ალისა და ემილი ბლანტს ერგოთ. ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა არც Black Panther, რომელმაც საუკეთესო სამსახიობო ანსამბლის ნომინაციაში გაიმარჯვა.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ზაკ ეფრონი და ლილი კოლინზი სერიულ მკვლელზე გადაღებულ ფილმში ერთად თამაშობენ

კინოსურათის რეჟისორი ჯოი ბერლინგერია და ისტორია ამერიკელი სერიული მკვლელის, მოძალადის, მძარცველისა და ნეკროფილის, ტედ ბუნდის გარშემო ვითარდება, რომელიც 1970-იან წლებში თავს ესხმოდა და კლავდა ქალებს. საბოლოოდ ტედი 1978 წელს ფლორიდის შტატში დააპატიმრეს და სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ალექსანდრე მანველიშვილის უნიკალური არქივი მალე საქართველოში ჩამოვა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე და ბიბლიოთეკის წარმომადგენლები 27 იანვარს აშშ-ში, კოლორადოს შტატში, დენვერის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ავრორას ესტუმრნენ, სადაც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის, ალექსანდრე მანველიშვილის შთამომავლებს, პოლ და პიტერ მანველებს შეხვდნენ.

წინასწარი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მიხედვით პოლ და პიტერ მანველებმა მამის, ალექსანდრე მანველიშვილის უდიდესი და უნიკალური არქივი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცეს.

არქივი სულ მალე საქართველოში იქნება, ის ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის დარბაზში (დარბაზის მხარდამჭერია TBC ბანკი) დაიდებს ბინას და ისტორიკოსებისთვის, მკვლევრებისა და ამ ეპოქით დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომი გახდება.

 

დღეიდან დედიკას გალერეა წარმოგიდგენთ კოტე ჯინჭარაძის პერსონალურ გამოფენას “ქვიშის საათი”

No photo description available.

ქვიშის საათი არის დროის ფენომენის ავტორისეული კვლევის (ტრილოგიის) მეორე ნაწილი. პირველი პროექტი – „დროის სუბსტანციები“ გამოიფინა არტარეას გალერეაში 2015 წელს და ეხებოდა დროის მექანიზმებს – ზედაპირს და შიგთავსს. ქვიშის საათის მთავარი თემაა თამაში დროში.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ: სარა ჯესიკა პარკერისა და ჯეფ ბრიჯესის საკულტო პერსონაჟები ლუდის რეკლამისთვის გაერთიანდნენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ქართველი ფოტოგრაფის, ვახო ხეთაგურის პერსონალურ გამოფენას „მონოლოგი”

Image may contain: 1 person, night, outdoor and closeup

ვახო ხეთაგური თანამედროვე ქართული ფოტოგრაფიის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. “მონოლოგი” რეტროსპექტული გამოფენაა, რომელიც ავტორის 12 სერიას აერთიანებს. წარმოდგენილი სერიები რვა სხვადასხვა ქვეყანაშია შესრულებული. განსხვავებულია მათი ტექნიკა და ჟანრები – კონცეპტუალური, დოკუმენტური და ჟურნალისტური.

ავტორი ერთნაირი წარმატებით ახერხებს თემის სიღრმისეულ გააზრებასა და ემოციური თხრობითი ხაზის შექმნას. ფოტოგრაფის ხელწერას გამოარჩევს მის მიერ ინტროსპექციულ და სოციალურ თემაზე შექმნილი შავ-თეთრი ფოტოსერიები.

წყარო: https://www.facebook.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.