fbpx

30 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

უკვე 30 იანვარია, ჰაერი დღის განმავლობაში, სამწუხაროდ, მხოლოდ და მხოლოდ 10 გრადუსამდე გათბება.

თუმცა, არა უშავს, ერთი დღეც მოვითმინოთ და თებერვალს, ზამთრის ყველაზე მოკლე თვესაც მივუკაკუნებთ, რაც თავის მხრივ კარგია, რადგან ყინვების დასრულებამდე უფრო ნაკლები დროის ათვლა მოგვიწევს.

 

ახლა კი, რაც შეეხება დღის სიახლეებს:

 

პანდები, აზიური სპილოები და თეთრი მარტორქები ბალენსიაგას ექსკლუზიურ კოლექციაში

 

დემნა გვასალიამ “ბალენსიაგასთვის” ახალი კოლექცია შექმნა, რომლის შეძენაც ექსკლუზიურად მხოლოდ ერთ ინტერნეტ მაღაზიაში, Farfetch-შია შესაძლებელი. კოლექცია ქალის, კაცის და ბავშვის 110 ნივთს აერთიანებს და მთავარი თემა გადაშენების პირას მყოფი ცხოველებია. შესაბამისად, ამ თემაზე სამსჯელოდ და გარემოსდაცვით საკითხებზე დასაფიქრებლად მაისურებზე, ჩანთებსა და სხვა ნივთებზე ვხვდებით აზიურ სპილოს, თეთრ მარტორქას, ლურჯ ზვიგენსა და გიგანტურ პანდას, რომელთა ერთეულებია შემორჩენილი დედამიწაზე და მათ გაფრთხილება სჭირდებათ. კოლექციის შეზღუდული რაოდენობის ნივთებში არ არის გამოყენებული ტყავი, ბეწვი ან სხვა რაიმე ორგანული მასალა.

კოლექცია ინტერნეტში 29 იანვარს გამოჩნდა. ონლაინ მაღაზია  Farfetch საკულტო დიზაინერებთან და მოდის სახლებთან თანამშრომლობს და მომხმარებლებს ძირითადად ექსკლუზიურ, ძვირად ღირებულ და გამორჩეულ ნივთებს სთავაზობს.

ჟოზე ნევესის, Farfetch-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, მათ დემნა გვასალიას მოდის სახლთან თანამშრომლობა მომხმარებლებს შორის ბალენსიაგას პოპულარობამ გადააწყვეტინა.  

 

ლეგენდარულ ანიეს ვარდას ბერლინის კინოფესტივალზე საპატიო ჯილდოს გადასცემენ

ბერლინის კინოფესტივალი საპატიო ჯილდოს, ბერლინალეს კამერას, იმ ხელოვანებს აძლევს, რომელთაც კინოინდუსტრიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ანიეს ვარდას 65-წლიანი კარიერის განმავლობაში 50-ზე მეტი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი აქვს გადაღებული. ვარდასთან ერთად ამ ჯილდოს კიდევ სამი ადამიანი მიიღებს.

წყარო: https://www.instagram.com/

 

დღის ფოტო: ტაქსის მძღოლმა ძაღლი სახლში მარტო ვერ დატოვა და თან წაიყვანა

Image may contain: one or more people

წყარო: https://www.facebook.com/

 

Among the Shadows – ასე ჰქვია ახალ კრიმინალურ ტრილერს, რომელშიც მთავარ როლს ლინდსი ლოჰანი შეასრულებს

ახალი ფილმის სიუჟეტი კერძო დეტექტივის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავისი ბიძის მკვლელობას იძიებს. ფილმის პრემიერა 5 მარტს იგეგმება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

2020 წელს  Birds of Prey  გამოდის, რომელშიც მთავარ როლს მარგო რობი ასრულებს.

მსახიობი კიდევ ერთხელ მორიგებს DC-ის კომიქსის, ჰარლი ქუინის პერსონაჟის როლს. ფილმის სიუჟეტი კი ოთხი სუპერგმირი ქალის გარშემო ვითარდება, რომლებიც ბოროტ ბანდას დაუპირისპირდებიან.

წყარო: https://www.youtube.com

 

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა Huawei-ს ოფიციალურად წაუყენა ბრალი.

Acting US Attorney General Matthew Whitaker, Commerce Secretary Wilbur Ross (L), Homeland Security Secretary Kirstjen Nielsen and FBI Director Christopher Wray

კომპანიას ფინანსურ თაღლითობას, შპიონაჟსა და ამერიკული კომპანია T Mobile-სთვის სავაჭრო საიდუმლოების მოპარვას ედავებიან.

წყარო: https://www.bbc.com/

 


საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე პირველ ნახევარფინალში მიიღებს მონაწილეობას

შემთხვევითობის პრინციპით გამართულ კენჭისყრაზე გადაწყდა, რომ საქართველო 2019 წლის 14 მაისს, პირველი ნახევარფინალის მეორე ნაწილში მიიღებს მონაწილეობას. ევროვიზიის სიმღერის 64-ე კონკურსს თელ-ავივი მასპინძლობს. გრანდიოზული შოუს ნახევარფინალები 14 და 16 მაისს, ხოლო ფინალი 18 მაისს ჩატარდება.

წყარო: https://1tv.ge/news


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.