fbpx

31 იანვარი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

გილოცავთ! დღეს საშინლად გაწელილი იანვრის ბოლო დღეა. ასე რომ, მოიმზადეთ ცხელი ყავა და ჩაუჯექით დღის ერთმანეთზე უფრო საინტერესო ამბებს:

 

დაათვალიერეთ პირველი ფოტოები პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმიდან

ფილმს “ტკივილი და გამარჯვება” ჰქვია, მთავარ როლებს კი პენელოპე კრუზი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.

 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და მულტიმედია ჯგუფი 4U წარმოგიდგენთ ფოტოკონკურსს თემაზე “მრავალფეროვანი ჩინეთი”

 

“მრავალფეროვანი ჩინეთი” –  ეს არის საქართველოსა და ჩინეთს შორის კულტურული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მცდელობა.  მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა პროფესიონალი ან მოყვარული ფოტოგრაფი, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ჩინეთში გადაღებული ფოტოები ან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაღებული ნამუშევრები ჩინეთის შესახებ. ​

კონკურსი შედგება 5 კატეგორიისაგან და მას პროფესიონალი ფოტოგრაფები, ცნობადი პერსონები და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იანჩი შეაფასებენ.  გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან Huawei-ის ფირმის მობილური ტელეფონებით და აქსესუარებით.  საუკეთესო ფოტოს ავტორს გადაეცემა მთავარი პრიზი – 2 ბილეთი ჩინეთში, ულამაზეს ქალაქ ხანჭოუში სამოგზაუროდ.

კონკურსის ვადები: 

  • პირველი ეტაპი: 25.01.2019 – 15.02.2019 – ნამუშევრების მიღება
  • მეორე ეტაპი: 15.02.2019 – 18.02.2019 – ჟიურის წევრების მიერ საუკეთესო ნამუშევრების შერჩევა
  • მესამე ეტაპი: 19.02.2019 – კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოების ცერემონიალი.

ფოტოკონკურსის დეტალურად გასაცნობად ეწვიეთ ვებგვერდს.

 

ანიტა რაჭველიშვილი Opera Awards-ზე წლის საუკეთესო სოლო ალბომის ნომინაციაზე წარადგინეს.  

ალბომი სახელად “Anita” Sony Classical-თან თანამშრომლობის შედეგია. დაჯილდოების ცერემონია 2019 წლის 19 აპრილს ინგლისის ეროვნულ ოპერაში გაიმართება.

წყარო: http://www.operaawards.org/

 

დღის ფოტო: ნახეთ ტაქსი, სადაც ვაიფაის პაროლია Russia Is Occupant

წყარო: https://www.facebook.com/

 

ჰარვი ვაინშტაინის შესახებ დადგმულ სპექტაკლში მთავარ როლს ჯონ მალკოვიჩი შეასრულებს

სცენარის ავტორი, პულიცერის პრემიის მფლობელი დევიდ მამეტი  ჰარვი ვაინშტაინის შესახებ სპექტაკლს ლონდონის თეატრის სცენაზე დადგამს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

31 იანვარს ფაბრიკაში Fuckup Nights-ის ღონისძიებების სერია გაიმართება

Image may contain: one or more people, mountain, nature and outdoor

Fuckup Nights გლობალური მოძრაობა და ღონისძიებების სერიაა, რომელიც გადმოსცემს პროფესიული მარცხის ისტორიებს. თვეში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში 3-4 წარმატებული ადამიანი საკუთარი საქმიანი წარუმატებლობის ამბავს ფართო აუდიტორიას უზიარებს. ბიზნესისტორიები, რომლებსაც მოჰყვა მარცხი და იმედგაცრუება, პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც ჩაიშალა, პროდუქტი, რომელიც წარუმატებელი გამოდგა… ჩვენ მოვისმენთ ყველაფერს!

Fuckup Nights-ის მოძრაობა დაიწყო 2012 წელს მექსიკაში და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 84 ქვეყანასა და 300-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს.

ვინ არიან სპიკერები?

სპიკერები არიან ადამიანები, რომლებმაც განიცადეს მარცხი, არ დანებდნენ, ისწავლეს, გააგრძელეს მოძრაობა და მზად არიან საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გასაზიარებლად.

მეცხრე ღონისძიების სპიკერები არიან:

  • გიორგი ლალიაშვილი, AppStack-ის თანადამფუძნებელი
  • ქეთა ლომიძე, ანტრეპრენერი
  • დავით სუბელიანი,  თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი
  • ნიკ დვალიძე, ჟურნალისტი, სცენარისტი, PR მენეჯერი

წყარო: https://www.facebook.com

 

კინოთეატრ “ამირანში” გენიალური ფრანსუა ტრიუფოს ფილმების რეტროსპექტივა გაიმართება.

Image may contain: 9 people, text

წყარო: https://www.facebook.com/

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.