1-ლი თებერვალი დილიდან
დილა მშვიდობისა! გილოცავთ! როგორც იქნა, უაზროდ გაწელილი იანვარი დასრულდა, ახალი წლიდან გამოყოლილი კომაც ნელ-ნელა მივიწყებას მიეცა და თებერვალში შევაბიჯეთ.
მართალია, ეს თვეც სუსხიანი იქნება, მაგრამ მთავარია, რომ ზამთრის დასასრულს ვუახლოვდებით.
ახლა კი დროა დღის ამბებიც გავიგოთ:
ნახეთ: დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ახალი ფეხსაცმელი მონეტების ქუსლით
დიზაინერმა დემნა გვასალიამ Vetements-ის ახალი კოლექციის ფარგლებში კიდევ ერთი ნამუშევარი წარუდგინა აუდიტორიას. ამჯერად დიზაინერმა ყურადღება ფეხსაცმლით მიიპყრო, რომელსაც მონეტის ქუსლი აქვს. როგორც ცნობილია, ახალი ფეხსაცმელი 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში შევა.
წყარო: https://www.instagram.com
დღის ვიდეო: ცხოველთა თავშესაფრის ვოლიერიდან ლეკვი გარბის
გაქცევა ცხოველთა თავშესაფრის ვოლიერიდან 🐶 სხვათა შორის, შეგიძლიათ ეს ლეკვი, ან მისი რომელიმე და-ძმა უფასოდ წაიყვანოთ სახლში. პ.ს. გაქცევის შემდეგ ლეკვი ვოლიერში მშვიდობიანად დაბრუნდა 🐶
Gepostet von ბათუმელები • Batumelebi.ge am Mittwoch, 30. Januar 2019
ვიდეო გამოცემა “ბათუმელებმა” გაავრცელა. ლეკვი ვოლიერში მალევე დააბრუნეს.
წყარო: https://www.facebook.com/
პარფიუმერულმა ქსელმა Voulez-Vous-მ 29 იანვარს მედიის წარმომადგენლებს LACOSTE-ს ახალი სუნამო – L’HOMME LACOSTE INTENSE წარუდგინა
პრეზენტაციაზე LACOSTE-ს ბრენდის შესახებ უამრავი საინტერესო ინფორმაცია გახდა ცნობილი, 1933 წელს დაარსდა ბრენდი, 1968 წლში პირველი სუნამო გამოუშვა და ბრენდი დღემდე ინარჩუნებს ხარისხს და ნოვატორულ იდეებს, შეზავებულს უბრალოებასა და ბუნებრივ ელეგანტურობასთან.
ცნობილმა პარფიუერმა, მიშელ ჟირარდმა შეინარჩუნა კლასიკურ არომატში წარმოდგენილი ხილის, სანელებლებისა და ტყის უნიკალური ნაზავი, ზედა ნოტებში გააერთიანა კომშისა და რევანდის სურნელი, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს მანდარინისა და ფორთოხლის პიკანტურობას. შუაგულში კი საოცარი ენერგეტიკული კოქტეილი შემოდის: ძლიერი შავი წიწაკა, ჯანჯაფილი და ჟასმინი, რომელსაც ოდნავ არბილებს ნუშის სუნის ნაზავი.
აქ ჩანს მთელი ის ძალა და ენერგიულობა, რომელიც ახასიათებს ბრენდის სიმბოლოს – ნიანგს. კედარისა და აკიგალას ხის დომინანტური სურნელი ერწყმის ქარვასა და ვანილს. ვეტივერიასა და ციპრიოლის ფესვები დამატებით ინტენსივობას და მომნუსხველობას სძენს, რაც ასე უნიკალურს ხდის მას.
LACOSTE-ს ახალი სუნამო L’HOMME LACOSTE INTENSE შექმნილია თქვენთვის – ელეგანტური, სამართლიანი თამაშის მოყვარული და შეუპოვარი მამაკაცებისთვის. გარეგნული დიზაინის შექმნაშიც დაცულია სტილი და ელეგანტურობა, ბოთლი წარმოდგენილია გლუვი, მუქი ლურჯი ფერის ფლაკონით, რომელიც ხაზს უსვამს მასში არსებული სუნამოს სიძლიერეს. L’Homme LACOSTE Intense–ის არომატი წარმოდგენილია 50 მლ და 100 მლ ფლაკონებში, შხაპის გელი კი 150 მლ-იანში.
პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, “ტკივილი და გამარჯვება” ტრეილერი გამოვიდა
ფილმში მთავარ როლებს პენელოპე კრუსი და ანტონიო ბანდერასი ასრულებენ.
წყარო: https://www.youtube.com/
ფრანგულ Arte-ზე ჰექტორ ბერლიოზის ოპერის პრემიერა შედგა, დადგმაში მთავარ როლს პაატა ბურჭულაძე ასრულებს
საფრანგეთის ცნობილი სატელევიზიო არხის, Arte-ის პირდაპირ ეთერში მსოფლიო პრემიერის ტრანსლაცია ბასტილიის თეატრიდან პარიზის დროით 22:50 საათზე დაიწყო. ჰექტორ ბერლიოზის ოპერით „ტროელები“ თეატრმა 30-ე საიუბილეო სეზონი გახსნა. მეფე პრიამოსს მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე განასახიერებს. სპექტაკლები 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.
პარიზის ბასტილიის ნაციონალური ოპერის თეატრი ოფიციალურად 1989 წელს გაიხსნა. პირველი სეზონური საოპერო სპექტაკლი 30 წლის წინაც ბერლიოზის „ტროელები“ გახლდათ.
ქართველი სოლისტები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი ბასტილიის საოპერო თეატრის სასურველი სტუმრები არიან. გასულ სეზონზე ანიტა რაჭველიშვილი „სამსუნ და დალილასა“ და „ტრუბადურის“ დადგმებში მთავარ პარტიებს ასრულებდა და წლის საუკეთესო საოპერო მომღერლად დასახელდა. გაზაფხულზე კი ბასტილიის მსმენელი ქართველ მეცო-სოპრანოს კარმენის ამპლუაში ელოდება.
ვერდის „ტრავიატას“ შემდეგ 7 მარტიდან „ოტელოს“ დადგმაში იაგოს პარტიას საოპერო სცენის კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი გიორგი გაგნიძე შეასრულებს. აპრილში პაატა ბურჭულაძე ბარსელონას დიდ თეატრ ლისეუში მონსერატ კაბალიეს ხსოვნისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.
პიტერ ჯექსონი The Beatles შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს
ფილმის სიუჟეტი ჯგუფის მიერ 1970 წელს გამოსული ალბომის, Let it Be-ის შექმნის შესახებ მოგვითხრობს. რეჟისორს ამ ეტაპზე 55 საათზე მეტი ხანგრძლივობის მასალა აქვს და მონტაჟის პროცესშია.
წყარო: https://www.bbc.com/
პერუს უძველესი ძეგლის, მაჩუ-პიქჩუს დათვალიერებას ამიერიდან ეტლით მოსარგებლეებიც შეძლებენ.
პირველი ტური კომპანია Wheel the World-მა მოაწყო და ეტლით მოსარგებლე პირებს ინკების იმპერიის სიდიადის მონახულების საშუალება მისცა.
წყარო: https://edition.cnn.com/
Project ArtBeat გიწვევთ კონსტანტინე მინდაძის პერსონალური გამოფენის – “გადაულახავი სივრცეების პირისპირ” გახსნაზე MOMA Tbilisi-ში.
წყარო: https://www.facebook.com
დღეს წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა
ამ დღეს თბილისის მედიათეკებიც აღნიშნავენ. ნაძალადევის მედიათეკა წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს 15 საათზე დაიწყებს, მკითხველებს სცენარისტი ქეთი დევდარიანი შეხვდება. ვარკეთილის მედიათეკაში კი მკითხველებს ნესტან ნენე კვინიკაძე უმასპინძლებს.
წყარო: https://www.facebook.com/