fbpx

ფრანგულ Arte-ზე ჰექტორ ბერლიოზის ოპერის პრემიერა შედგა, დადგმაში პაატა ბურჭულაძე მონაწილეობს.


გააზიარე სტატია

 

საფრანგეთის ცნობილი სატელევიზიო არხის, Arte-ის პირდაპირ ეთერში მსოფლიო პრემიერის ტრანსლაცია ბასტილიის თეატრიდან პარიზის დროით 22:50 საათზე დაიწყო. ჰექტორ ბერლიოზის ოპერით „ტროელები“ თეატრმა 30-ე საიუბილეო სეზონი გახსნა. მეფე პრიამოსს მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბანი პაატა ბურჭულაძე განასახიერებს. სპექტაკლები 12 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

პარიზის ბასტილიის ნაციონალური ოპერის თეატრი ოფიციალურად 1989 წელს გაიხსნა. პირველი სეზონური საოპერო სპექტაკლი 30 წლის წინაც ბერლიოზის „ტროელები“ გახლდათ.

 

 

ქართველი სოლისტები მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვანი ბასტილიის საოპერო თეატრის სასურველი სტუმრები არიან. გასულ სეზონზე ანიტა რაჭველიშვილი „სამსუნ და დალილასა“ და „ტრუბადურის“ დადგმებში მთავარ პარტიებს ასრულებდა და წლის საუკეთესო საოპერო მომღერლად დასახელდა. გაზაფხულზე კი ბასტილიის მსმენელი ქართველ მეცო-სოპრანოს კარმენის ამპლუაში ელოდება.

 

 

ვერდის „ტრავიატას“ შემდეგ 7 მარტიდან „ოტელოს“ დადგმაში იაგოს პარტიას საოპერო სცენის კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი გიორგი გაგნიძე შეასრულებს.  აპრილში პაატა ბურჭულაძე ბარსელონას დიდ თეატრ ლისეუში მონსერატ კაბალიეს ხსოვნისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტში მიიღებს მონაწილეობას.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.