fbpx

ნიკოლოზ ბასილაშვილის უახლოესი გეგმები


გააზიარე სტატია



ავსტრალიის ღია ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ATP-ს (Association of Tennis Professionals) ოფიციალურმა ვებგვერდმა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი 1820 ქულით 22-ე ადგილზეა. ნიკა 2 საფეხურით ჩამოქვეითდა, მას გადაასწრეს: ესპანელმა რობერტო ბაუტისტა აგუტმა, რომელიც ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, ფრანგმა ლუკას პუიმ, რომელიც წინა წლებში პირველივე წრეში მარცხდებოდა, წელს კი ნახევარფინალში გასვლა შეძლო და ბელგიელმა დავიდ გოფინმა. ბრიტანელი კაელ ედმუნდი კი, რომელიც ოცეულში იყო, პირველივე წრეში დამარცხდა, ვერ დაიცვა წინა წელს მოპოვებული ნახევარფინალის ქულები და ოცეულს მიღმა დარჩა.

 

წლის პირველ დიდი სლემის ტურნირზე ბასილაშვილმა წინა წლის შედეგი გაიმეორა. 1/16 ფინალში ბერძენ სტეფანოს ციციპასთან დამარცხდა 4 სეტში, რომელიც შემდეგ ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ნიკა მელბურნში ბრიტანელ კაელ ედმუნდთან იმავე ეტაპზე დამარცხდა, შემდეგ კი ბრიტანელი ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი თებერვალში 2 ტურნირზე – სოფიას (ბულგარეთი, დარბაზის ჰარდი) 250-იანი სერიის და დუბაის (ჰარდი) 500-იანი სერიის ტურნირზე ითამაშებს.

სოფიაში ნიკა როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგში ითამაშებს. მისი მეწყვილე ავსტრალიელი მეთიუ ებდენი იქნება.

ქართველი ჩოგბურთელი სოფიაში, ერთეულთა თანრიგში, მეხუთე ნომრად არის განთესილი, მასზე წინ არიან: კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), დანილ მედვედევი (რუსეთი), ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი). ხოლო ნიკა განთესილებში ისეთ ჩოგბურთელებზე წინ არის, როგორებიც არიან: ფერნანდო ვერდასკო (ესპანეთი) და გაელ მონფისი (საფრანგეთი).

 

სოფიას 250-იანი სერიის ტურნირი 4-10 თებერვალს გაიმართება.

მომდევნო ასპარეზობა, რომელშიც  ნიკოლოზ ბასილაშვილი მიიღებს მონაწილეობას – დუბაის 500-იანი სერიის ტურნირი იქნება, სადაც ასევე ისეთი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც არიან: როჯერ ფედერერი (შვეიცარია), მარინ ჩილიჩი (ხორვატია), კეი ნიშიკორი (იაპონია), კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), ბორნა ჩორიჩი (ხორვატია), სტეფანოს ციციპასი (საბერძნეთი), მილოშ რაონიჩი (კანადა) და დანილ მედვედევი (რუსეთი).

 

ნიკამ წინა წლის თებერვალში 3 ტურნირში მიიღო მონაწილეობა – ნიუ-იორკის 250-იან, დელრეი ბიჩის 250-იან და აკაპულკოს 500-იანი სერიის ტურნირებზე. სამივე ტურნირში   პირველივე წრეში დამარცხდა, შესაბამისად არც არაფერი აქვს დასაცავი სოფიას (250) და დუბაის (500) ტურნირებზე, რასაც მოიგებს, შესაბამის ქულებს დაიმატებს და იმედია რეიტინგშიც დაწინაურდება.

დუბაის 500-იანი სერიის ტურნირი 25 თებერვალს დაიწყება და 2 მარტს დასრულდება.


რეკომენდებული სტატიები
ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები 2019 წლისათვის - დოჰა, მელბურნი

ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები 2019 წლისათვის - დოჰა, მელბურნი

ნიკოლოზ ბასილაშვილის გეგმები 2019 წლისათვის - დოჰა, მელბურნი
დოჰაში ნიკა პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული, სადაც ისეთი ჩოგბურთელები ითამაშებენ, როგორებიც არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი), დომინიკ ტიემი (ავსტრია), კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპანეთი), დავიდ გოფინი (ბელგია), რიშარ გასკე (საფრანგეთი) და სხვები
ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ქართული ჩოგბურთის ისტორიის წერას განაგრძობს
ირაკლი ლაბაძის შემდეგ, ნიკა გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელიც დიდი სლემის ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.