fbpx

5 თებერვალი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ამერიკელი მწერლის, ჯერომ სელინჯერის უცნობი ჩანაწერები წიგნად გამოიცემა

როგორც მწერლის ვაჟმა მედიას განუცხადა, სელინჯერი 50 წლის განმავლობაში წერდა და საკმაოდ დიდი მასალა ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელია. მწერალი 2010 წელს გარდაიცვალა.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

მსახიობი გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მსახიობს ათობით როლი აქვს შესრულებული ქართული თეატრის სცენაზე და კინოში. ის მონაწილეობდა ფილმებში: “მზე შემოდგომისა”, “დათა თუთაშხია”, “თოჯინები იცინიან” და სხვ.

 

ჰიპ ჰოპ არტისტი შავი პრინცი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჰიპ ჰოპ არტისტი შავი პრინცი გარდაიცვალა

თავდაპირველად ინფორმაცია მისმა კოლეგამ, ვეტერანმა რეპერმა ჯერონიმომ ფეისბუქზე გაავრცელა. არტისტის ოჯახის თქმით, სიკვდილის მიზეზი თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები გახდა.

წყარო: https://popmusic.ge/

 

 

მარველმა “შურისმაძიებლების” ახალი ტრეილერი გაავრცელა

ფილმი ეკრანზე 26 აპრილს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ნახეთ Toy Story 4-ის ახალი ტრეილერი

ლეგენდარული ანიმაციის პრემიერა ივნისში შედგება.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ქეით ბლანშეტი არმანიმ ახალი სუნამოს რეკლამაში გადაიღო

მსახიობი რამდენიმე წელია უკვე ბრენდის სახეა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

2019 წლის 14 თებერვალს ახალი სერიალი Miracle Workers გამოვა, რომელშიც მთავარ როლებს სტივ ბუშემი და დენიელ რედკლიფი შეასრულებენ

სერიალის სიუჟეტის მიხედვით, ღმერთი გადაწყვეტს დედამიწა გაანადგუროს, თუმცა მას  წინ ორი ანგელოზი აღუდგება და ცდილობენ დაუმტკიცონ ღმერთს, რომ კაცობრიობა გადარჩენას იმსახურებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ჩრდილოეთ მაკედონია NATO-ს წევრი გახდება

ჩრდილოეთ მაკედონია 6 თებერვალს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლს ხელს მოაწერს. NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლენბერგმა ტვიტერზე დაწერა, რომ ოთხშაბათს “ისტორია დაიწერება”.

წყარო: https://twitter.com/


რეკომენდებული სტატიები
საქართველოში ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო ხდება

საქართველოში ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო ხდება

საქართველოში ავტომობილის დაზღვევა სავალდებულო ხდება
საქართველოს პარლამენტი დღეს განიხილავდა კანონპროექტს, რომელიც ავტომობილების სავალდებულო დაზღვევის (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის) შემოღებას გულისხმობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.