fbpx

მენსტრუაციისა და გენდერულად ნეიტრალური წყვილების ემოჯები ინტერნეტში მარტიდან გამოჩნდება


გააზიარე სტატია

 

ინტერნეტში წელს მენსტრუალური ციკლისა და გენდერულად ნეიტრალური წყვილების ემოჯები გამოჩნდება. მენსტრუაციის ემოჯების შემოღება საქველმოქმედო ორგანიზაცია Plan International-ის კამპანიას უკავშირდება, რომელიც ცდილობდა წითელი წვეთების ლაქებიანი შარვლის ემოჯის შემოღებას, თუმცა, ორგანიზაციის ეს დიზაინი იუნიკოდმა (კონსორციუმმა, რომელიც ინტერნეტში ტექსტურ და სხვა სიმბოლოების სტანდარტებს განაგებს) უარყო.

 

New emoji in 2019 include gender non-specific couples and blood

 

ამის შემდეგ Plan International-მა NHS Blood-თან ერთად ახალი ვერსია შეიმუშავა – სისხლის ერთი წვეთი – რომელიც ინტერნეტის მიმოქცევაში მარტში გამოჩნდება. Plan International გავრცელებულ განცხადებაში ამბობს: “დიდი სიხარულით ვაცხადებთ, რომ, როგორც იქნა, ნამდვილად გვექნება მენსტრუაციის ემოჯი  #PeriodEmoji! თქვენი დახმარებით შევძელით და, @unicode-ის თქმით, 2019 წლის მარტში უკვე აღვნიშნავთ მსოფლიოში პირველი #PeriodEmoji-ს გამოსვლას”.

 

Some of the new emoji coming in 2019

 

Plan International-ის ციფრული სტრატეგიისა და განვითარების მენეჯერი კარმენ ბარლოუ ამბობს: “ემოჯები გადამწყვეტ როლს თამაშობენ ჩვენს ციფრულ და ემოციურ ლექსიკონში, ლახავენ რა კულტურულ და ქვეყნების ბარიერებს. მენსტრუაციის ემოჯი დაგვეხმარება ციკლთან დაკავშირებული ყოველდღიური საუბრების ნორმალიზებაში.

Unicode-ის მსგავსი ორგანიზაციისთვის იმის აღიარება, რომ მენსტრუაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ახალ გლობალურ ენაში, უზარმაზარი წინ გადადგმული ნაბიჯია მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული უხერხულობის  დასამარცხებლად.”

მენსტრუაციის ემოჯი, ისევე როგორც გენდერულად ნეიტრალური  და შეზღუდული უნარებისა და დამხმარე ცხოველების აღმნიშვნელი ემოჯები, იმ 200 ახალ სმაილს  შორისაა, რომლებიც წელს ინტერნეტში გამოჩნდება.

 

Some of the new animal emoji from Unicode

 

შეზღუდული უნარების მქონე პირთათვის  მომუშავე საქველმოქმედო ორგანიზაცია Scope ახალ ემოჯებს, რომლებიც წარმოადგენენ   სხვადასხვა შეფერილობის კანის მქონე ადამიანებს, ისევე როგორც ხელისა და მოტორიზებულ ეტლებს, ყავარჯნიან, სასმენი მოწყობილობების მქონე  პირებს და დამხმარე ცხოველებს – დადებითად აფასებს. “გვიხარია უნარშეზღუდული ადამიანების მრავალფეროვანი რეპრეზენტაცია”, – ნათქვამია ორგანიზაციის ტვიტერზე.

ახალ ემოჯებს შორისაა ასევე საჭმელიც, მათ შორის, ფალაფელი, კარაქი და ნიორი. ცხოველების ემოჯებს კი დაემატება ზოზინა, ორანგუტანგი, ფლამინგო და წავი.

 

https://news.sky.com/


რეკომენდებული სტატიები
Facebook Messenger-იდან უკვე შეგიძლიათ შემთხვევით გაგზავნილი უხერხული მესიჯი წაშალოთ

Facebook Messenger-იდან უკვე შეგიძლიათ შემთხვევით გაგზავნილი უხერხული მესიჯი წაშალოთ

Facebook Messenger-იდან უკვე შეგიძლიათ შემთხვევით გაგზავნილი უხერხული მესიჯი წაშალოთ
“ფეისბუკის” მესენჯერს, როგორც იქნა, გაგზავნილი მესიჯის "დაბრუნების" ღილაკი - ერთი წლის წინ დაპირებული “Unsend” დაემატა.
Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს

Snapchat და Instagram სილამაზის სტანდარტებით ფსიქიკურ აშლილობას განაპირობებს
იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სხეულის დისმორფული აშლილობის სრულიად ახალი ფორმა დაუდგინეს. ამას კი თანამედროვე მობილური პროგრამების, აპლიკაციების, ფოტო-რედაქტორების ფილტრები იწვევს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.