13 თებერვალი დილიდან
“მხევლის წიგნის” პრემიერის თარიღი ცნობილია – Hulu-ს საკულტო შოუ მესამე სეზონით 5 ივნისს დაბრუნდება.
წყარო: https://www.instagram.com
Coming to America-ს მეორე ნაწილი 2020 წლის 7 აგვისტოს გამოვა
პრინცი აკიმის როლში კვლავ ედი მერფი მოგვევლინება. სიუჟეტის მიხედვით, ის შეიტყობს, რომ შვილი ჰყავს და ზამუნდადან ამერიკაში ბრუნდება.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ბერლინის კინოფესტივალის საკონკურსო სექციიდან ჩინური ფილმი მოხსნეს
ფესტივალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინელი ავტორის ფილმი ტექნიკური მიზეზების გამო მოიხსნა და ის ჯერ დასრულებული არ იყო.
წყარო: https://variety.com/
Netflix სერიალ Jupiter’s Legacy-ის გადაღებას გეგმავს. სერიალი მარკ მილარის კომიქსს ეფუძნება
კომიქსის ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ჯოშ დუჰამელი, ლესლი ბიბი, ელენა კამპურისი და მეტ ლანტერი შეასრულებენ.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ოსკარის 4 ნომინაციას პირდაპირი ეთერის ნაცვლად სარეკლამო ჭრის დროს გამოაცხადებენ
კინოაკადემიის პრეზიდენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ოთხი კატეგორიაა: “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი”, “საუკეთესო მონტაჟი”, “საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა”, “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი”.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com/
ნახეთ: სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დაფინანსების კონკურსის საბოლოო შედეგები
ეროვნული კინოცენტრის მიერ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2019-2020 წელს წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობდა 21 პროექტი, მათგან II ტურში გავიდა 8 პროექტი. საბოლოოდ კი კინოცენტრისგან დაფინანსება ოთხმა მიიღო.
ესენია:
- პროექტი ,,სად მიდის ლიზა’’ (რეჟისორი – ნანა ჯანელიძე)
- პროექტი ,,თხილი’’ (რეჟისორი ლევან კოღუაშვილი)
- პროექტი ,,ცივი ღრუბლები’’ (რეჟისორი კახაბერ კიკაბიძე)
- პროექტი ,,ტერცო მონდო’’ (რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი)