14 თებერვალი დილიდან
საფრანგეთის ქალაქ არლში მდებარე ვან გოგის მუზეუმში ნიკო ფიროსმანის ნამუშევრები გამოიფინება
ფიროსმანის გამოფენა სახელწოდებით “ნიკო ფიროსმანი – სამყაროთა შორის მოხეტიალე” – თავდაპირველად ვენაში, ალბერტინას მუზეუმში იყო წარმოდგენილი. გამოფენა 2 მარტს გაიხსნება და 30 ივნისამდე გაგრძელდება.
წყარო: https://www.facebook.com/
შავი აფრიკული ლეოპარდი ბოლო 100 წლის განმავლობაში პირველად დააფიქსირეს
შავი ლეოპარდი უკანასკნელად 1909 წელს გადაიღეს.
წყარო: https://www.theguardian.com/
ეროვნულ ბიბლიოთეკას უნიკალური ექსპონატი – ილია ჭავჭავაძის საწერი მაგიდა გადაეცა
ნივთი ბიზნესმენმა დავით ჩაჩანიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის ტრადიციულმა შემომწირველმა გიორგი რურუამ შესწირეს ეროვნულ ბიბლიოთეკას. მაგიდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ კაბინეტში დაიდგა.
ფოტო: https://rachel.on.ge/
დისნეიმ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციის, Frozen-ის მეორე ნაწილის პირველი ტრეილერი გაავრცელა
Frozen-ის მეორე ნაწილის პრემიერა 2019 წლის 22 ნოემბერს შედგება.
წყარო: https://www.youtube.com/
როგორი იქნებოდა სამყარო The Beatles-ის გარეშე – ნახეთ დენი ბოილის ახალი ფილმის ტრეილერი.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=6uqvgPm8U4c
რუსთაველის თეატრმა ახალგაზრდა რეჟისორებისთვის კონკურსი გამოაცხადა
თეატრის ინიციატივა თეატრალური ხელოვნების განვითარებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას ემსახურება. რუსთაველის თეატრი 140-ე სეზონზე ახალგაზრდა რეჟისორებს სპექტაკლების დადგმის შანსს აძლევს.
კონკურსში მონაწილეობისთვის დაინტერესებულმა რეჟისორებმა, რომელთა ასაკიც 30 წელს არ აღემატება, განაცხადი თეატრის ადმინისტრაციას პირველი მარტის ჩათვლით უნდა წარუდგინონ. კონკურსში მონაწილეობისთვის შეირჩევა სამი რეჟისორი, რომლებიც რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე დადგამენ სპექტაკლს. სასურველია, მონაწილეს უკვე დადგმული ჰქონდეს მინიმუმ სამი სპექტაკლი. კონკურსანტმა უნდა წარადგინოს ქართული ან უცხოური, თანამედროვე ანდა კლასიკური პიესა და მისი ანალიზი.
წყარო: https://1tv.ge/news/