fbpx

ლეგენდარული არტ-მოძრაობა DADA-ს 36 გაციფრებული ჟურნალი


გააზიარე სტატია


მეოცე საუკუნის დასაწყისის, განგებ ირაციონალური ევროპული ავანგარდული “ანტი არტ” მოძრაობის – დადას პუბლიკაციების საუნჯის მოძებნა რომ მოგენდომებინათ, პირველ რიგში ალბათ მსოფლიოს ისტორიულ-კულტურული დედაქალაქებიდან დაიწყებდით და აიოვას უნივერსიტეტი თავშიც კი არასდროს მოგივიდოდათ. უფრო მეტიც – თუ შეერთებული შტატების შუაგულში გამგზავრება არ გსურთ, საშუალება გაქვთ, რომ სპეციალურად შექმნილი ნონსენსის ამ არქივს – დადას პერიოდული გამოცემების (სულ 36 ერთეული)  შთამბეჭდავ კოლექციას – ონლაინ რეჟიმშიც გაეცნოთ.

 


“1979 წელს დაფუძნებული დადას კვლევითი ცენტრი და არქივი, დადას საერთაშორისო არქივის სახელით ცნობილი სამეცნიერო კვლევითი რესურსია”. – გვატყობინებს არქივის ვებგვერდი. კოლექცია დადაისტებისა და მათ შესახებ შექმნილ ნამუშევრებს, მათ შორის წიგნებს, სტატიებს, მიკროფილმებს, აუდიოვიზუალურ ჩანაწერებსა და სხვა დოკუმენტებს შეიცავს, ხოლო ციფრული ფორმით ესაა ლინკები, რომლებსაც დადას ეპოქის პუბლიკაციების სკანირებულ ასლებზე გავყავართ, მათ შორის გავლენიან Dada-სა და 291-ზე, ისევე როგორც ციურიხის, ბერლინის, პარიზისა და სხვა ადგილების დადაისტური პერიოდის გამოცემებზე, წიგნებზე, საგამოფენო კატალოგებსა და დადას მოძრაობასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტებზე.

 

 

დადას მოძრაობის ისტორიის შესახებ თქვენ შეგიძლიათ მეტი შეიტყოთ რესურს OpenCulture-ის ვიდეოსერიებიდან The ABCs of Dada, რომელიც ამ არტ-მოძრაობის შესახებ ყველასთვის გასაგებ ენაზე  იძლევა განმარტებებს. ეს მასალები შეგროვილია დადას მოძრაობის ასი წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წელს აღინიშნა. თქვენ ასევე შეგიძლიათ იხილოთ ჰანს რიხტერის, მენ რეისა და მარსელ დიუშანის სამი მთავარი დადაისტური ფილმი, რომლებიც აიოვას უნივერსიტეტის დადას 36 ჟურნალისგან შემდგარი ციფრული არქივის კონტექსტს უკეთ გაგაცნობთ და ბევრად უფრო გასაგებს გახდის.

 

 

ამ ჟურნალებიდან ზოგიერთმა ბევრი ნომერი გამოსცა, ზოგი პირველივე ნომრის გამოსვლისთანავე დაიხურა, თუმცა ყველა მათგანი გაჩვენებთ  რამდენიმე ქვეყანაში მიმობნეულ იმ არტისტულ სულისკვეთებას, რომელმაც მცირე ხნით, მაგრამ მაინც დიდი სიკაშკაშით გამოანათა ანარქიული ენერგიით, დესტრუქციული შემოქმედებით, მომავლის ესთეტიკური შეგრძნებითა და იუმორის საკმაო დიდი დოზით.



 

http://openculture.com


რეკომენდებული სტატიები
ანადოლის მრავალმოცულობითი "ჭკვიანი" პროექცია - Archive Dreaming
Play Video

ანადოლის მრავალმოცულობითი "ჭკვიანი" პროექცია - Archive Dreaming

ანადოლის მრავალმოცულობითი "ჭკვიანი" პროექცია - Archive Dreaming
არქივის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მისი ალგორითმები ადამიანის ნეირონების ანალოგიურად ფუნქციონირებენ და გამოსახულებებს შორის ასოციაციურ კავშირებს ქმნიან
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.