fbpx

12 მარტი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ზინედინ ზიდანი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდა

ზიდანი მადრიდის „რეალში“ მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა. ამ პოსტზე მან სანტიაგო სოლარი შეცვალა. ზიდანი მადრიდის “რეალს” 2016-2018 წლებში წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორ-ორჯერ კი უეფას სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. 

წყარო: https://www.bbc.com

 

ფოთის თეატრი საგასტროლო სპექტაკლებით ბათუმის თეატრს სტუმრობს

12 და 13 მარტს, 19.00 საათზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ახალ სცენაზე საგასტროლო წარმოდგენებს გამართავს.  საგასტროლოდ თეატრმა რეპერტუარში არსებული 20-ზე მეტი სპექტაკლიდან ბათუმელ მაყურებელს საუკეთესო წარმოდგენები შეურჩია.

12 მარტს ფოთის თეატრი ბათუმელებს თანამედროვე ქართველი დრამატურგის, დავით გაბუნიას კომედიას, „ჰოლანდ-ჰოლანდი / Holland Holland“ რეჟისორ პაატა ციკოლიას ინტერპრეტაციით წარუდგენს. სპექტაკლში მთავარი როლის შემსრულებელმა გია სურმავამ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრესტიჟული თეატრალური პრემია „დურუჯი“ დაიმსახურა, ხოლო პიესის ავტორი დავით გაბუნია ამავე პრემიით დაჯილდოვდა, როგორც წლის  საუკეთესო დრამატურგი.

13 მარტს ფოთის თეატრი ბათუმში წარადგენს აბსურდის დრამატურგიის საუკეთესო წარმომადგენლის, სლავომირ მროჟეკის პიესას, „ემიგრანტები“, რომელიც პოლონელმა რეჟისორმა „ჩარეცხილების“ სახელწოდებით დადგა.  

 

13 მარტს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლი გიწვევთ გურამ პეტრიაშვილის წიგნების – „ახალი და ძველი ზღაპარლექსების“ და „ირინეს ზღაპრების“ წარდგენაზე.

Image may contain: 2 people, text

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს მწერალთა სახლში ემინემის ავტობიოგრაფიის პრეზენტაცია გაიმართება

Image may contain: 2 people, people standing and text

წიგნში თავმოყრილია 200-ზე მეტი ილუსტრაცია, პირადი ფოტოები, ჰიტად ქცეული სიმღერების პირველადი ხელნაწერები და ის სივრცეები, სადაც ლეგენდარული არტისტი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა.  

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს, 12 მარტს ლიტერატურის მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე – “საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები”

No photo description available.

1919 წლის 12 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიხსნა. მსოფლიო ომის ნანგრევებზე საქართველოს საზოგადოებამ შეძლო რევოლუციის მშვიდობიანი ტრანზიციის უზრუნველყოფა, სახელმწიფოებრიობის დამკვიდრება და დამფუძნებელი კრების არჩევით მისი იურიდიული  საფუძვლის – კონსტიტუციის შემუშავებას შეუდგა.

ლიტერატურის მუზეუმი და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გთავაზობთ ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას – “საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებლები”, რომელიც მოგვითხრობს, თუ ვინ იყვნენ ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოს პირველი ფუძემდებლები; შრომისა და ბრძოლის რა გზა გაიარეს მათ – რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბრძოლიდან მოყოლებული, საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის მიერ ფიზიკურ განადგურებამდე.

გამოფენაზე წარმოდგენილია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მიერ წლების მანძილზე სხვადასხვა არქივში, დეპუტატების შთამომავლების ოჯახებში მოპოვებული და ლიტერატურის მუზეუმის ფონდებში დაცული  ფოტოები და დოკუმენტები.

წყარო: https://www.facebook.com/

 

2019 წლის 7 ივნისიდან ეკრანებზე კომედიური დრამა Late Night გამოჩნდება

ფილმში მთავარ როლებს  ემა ტომფსონი და მინდი კილინგი ასრულებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ბრიტანელი მსახიობი ქეით უინსლეტი ამერიკელი ფოტოგრაფის და ჟურნალისტის, ლი მილერის როლს შეასრულებს

მილერი ერთ-ერთი წამყვანი ფოტოგრაფი იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მასალას Vogue-სთვის ამზადებდა.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ამერიკელი მომღერალი ჯენიფერ ლოპესი და სპორტსმენი ალექს როდრიგესი დაინიშნენ.

წყარო: https://www.instagram.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
ილია ჭავჭავაძე "ისპანახობის" კარნავალზე -  დღის ფოტო

ილია ჭავჭავაძე "ისპანახობის" კარნავალზე - დღის ფოტო

ილია ჭავჭავაძე "ისპანახობის" კარნავალზე -  დღის ფოტო
დღევანდელი დღის ფოტო დღევანდელსავე მივიწყებულ დღესასწაულს - "ისპანახობას" ეძღვნება და წარმოგიდგენთ საკარნავალო მორთულობაში გამოწყობილ ილია ჭავჭავაძეს თანამოქალაქეებთან ერთად.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.