fbpx

15 მარტი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ცისკარი ეწოდება მოწევნასა განთიადისასა, ხოლო შემდგომად ცისკრისა, ვიდრე ნათლებამდე განთიადი ეწოდების, ხოლო რიჟრაჟი ოდეს განთიადი მცირედ აღმოჩნდეს, ხოლო დილა – მზე აღმოსასვლელად იყოს, და შემდგომად დღე – ვიდრე მწუხრამდე.

თუ გაინტერესებთ, სად შეგიძლიათ ამ ნივთის შეძენა, წაიკითხეთ At.ge-ს მომზადებული სტატია.

 

გაიცანით 16 წლის ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, რომელიც ნობელის პრემიაზეა წარდგენილი

გრეტა ტუნბერგი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი, რომელიც კლიმატის ცვლილების საკითხთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეა ნომინირებული. გრეტა შვედეთის მთავრობისგან ითხოვს, რომ კარბონის ემისია პარიზის შეთანხმებით გათვალისწინებულ ნორმებამდე დაიყვანოს. 16 წლის მოსწავლემ უკვე მოასწრო გაეროსა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

The New York Times-მა ანიტა რაჭველიშვილს კიდევ ერთი სტატია მიუძღვნა “მისი ხმა ჰგავს მარლის ფურცელს, ცალკეული ნოტები ძაფისებრად მკრთალი და ნატიფია.

ხანდახან გგონია, რომ ის არც კი მღერის. მისი მაცდურება მაყურებელს და სამსონს ერთნაირად გვიბიძგებს, მას მივუახლოვდეთ. ასე ურჩევნია და უარს ამბობს სტერეოტიპულ, მოღრიალე მძვინვარებაზე. რაჭველიშვილის ხმა ისევე ექსპანსირებს,  როგორც მისი დალილა: მეორე აქტში ის გვევლინება დიდხმიან, მოგუგუნე, სისხლში ლავა არეულ მიჯნურად, რომელმაც თავადაც არ იცის, სჯერა თუ არა საკუთარი სიცრუის. მესამე აქტში კი მისი მონანიებით აღსავსე დალილა აგონიაში ვარდება.” – აღნიშნულია სტატიაში.

წყარო: https://www.nytimes.com/

 

 

იაპონელმა ქალმა რიცხვ პის მსოფლიო რეკორდი მოხსნა

ემა ჰარუკა ივაომ პის მნიშვნელობა 31 ტრილიონ ციფრამდე გამოთვალა და ამ დრომდე არსებული 22-ტრილიონიანი რეკორდი მოხსნა. ემა ჰარუკა ივაომ ციფრების გამოსათვლელად გუგლის ქლაუდ სისტემა გამოიყენა, რომელიც 170 ტერაბაიტ ინფორმაციას 121 დღის განმავლობაში ამუშავებდა.

წყარო: https://www.bbc.com

 

მარველმა “შურისმაძიებლების” ახალი ტრეილერი გაავრცელა, რომელშიც ბრი ლარსონის პერსონაჟი, კაპიტან მარველიც ჩანს

ფილმის პრემიერა 26 აპრილს არის დაგეგმილი.

წყარო: https://www.youtube.com

 

დღის ვიდეო: ჰილარი კლინტონს ოფიციალურ შეხვედრაზე შვილიშვილებმა ფეისთაიმით დაურეკეს.

წყარო: https://twitter.com/

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის ბრძანებით, ბორანოს მომზადების წესსა და ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ბორანო ტრადიციული აჭარული სამზარეულოს შემადგენელი კერძია, რომელიც მესაქონლეობის, კერძოდ, რძის პროდუქტების წარმოება-განვითარების საფუძველზეა მიგნებული და ჩამოყალიბებული. აჭარაში ბორანოს ძირითად და მის რამდენიმე სახეცვლილ ვარიანტს ამზადებენ.

წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge

 

არტ გალერეა გიწვევთ ცნობილი მოქანდაკის, რუსუდან გაჩეჩილაძის პერსონალურ გამოფენაზე

Image may contain: 1 person

გამოფენაზე ასევე გაიმართება კატალოგის პრეზენტაცია. რუსუდან გაჩეჩილაძე თავის თაობაში გამორჩეული პიროვნებაა. მისი შემოქმედების განმსაზღვრელ თემას  პორტრეტი წარმოადგენს. მაგრამ მას შესრულებული აქვს აგრეთვე ჟანრული კომპოზიციები, რომლებზეც მოქანდაკე ახლაც მუშაობს. მისთვის ეს კიდევ ერთხელ დაფიქრების, გაანალიზების, ხანდახან კი პორტრეტებს შორის პაუზის საშუალებაა, პორტრეტების, რომელთა მოდელირების საიდუმლო ხელოვანმა ხელახლა აღმოაჩინა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.