fbpx

2 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ლოდინი დასრულდა! ჯიმ ჯარმუშის აპოკალიფსზე გადაღებული ახალი ფილმის ტრეილერი გამოვიდა.

ფილმში მთავარ როლებს ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი, სელენა გომეზი, ადამ დრაივერი, სტივ ბუშემი და ტომ ვაითსი ასრულებენ. The Dead Don’t Die ზომბი აპოკალიფსის შესახებ გვიყვება. სურათი, რომელსაც კინომანები 3 წელზე მეტია ელიან, 2019 წლის ივნისში გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com

 

დღის ვიდეო: თბილისის ზოოპარკის ბინადარი დათვი, სახელად თენგო მგლებს ადგილს არ უთმობს.

ორშაბათიმშვიდობისა 😀

Gepostet von დათვების რეაბილიტაცია • Bear rehabilitation am Montag, 1. April 2019

წყარო: https://www.facebook.com/

 

A Quiet Place-ის მეორე ნაწილში Peaky Blinders-ის ვარსკვლავი კილიან მერფი ითამაშებს

John Krasinski is back in the director's chair and is also writing the script.

ჯონ კრასინსკი გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული საშინელებათა ფილმის – A Quiet Place-ის მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს. ცნობილია ისიც, რომ კინოსურათი მეორე ნაწილით 2020 წლის მაისში დაბრუნდება და მასში კვლავ ვიხილავთ მთავარი როლის შემსრულებელ ემილი ბლანტს.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ოქტავია სპენსერი და მელისა მაკარტი ნეტფლიქსის ახალ ფილმში სუპერგმირების როლს მოირგებენ.

საუბარია Thunder Force-ზე, რომელსაც ბენ ფალკონი გადაიღებს. ამ ეტაპზე ფილმთან დაკავშირებით ყველა სხვა დეტალი გასაიდუმლოებულია.

წყარო: https://deadline.com/

 

საქართველოში სამუშაო ვიზიტით კარლოვი-ვარის კინოფესტივალის დირექტორი კარელ ოხი ჩამოდის

Image may contain: 1 person, suit

ვიზიტის მთავარი მიზანი ფესტივალისთვის ქართული ფილმების შერჩევაა, შესაბამისად რამდენიმე დღის მანძილზე კარელ ოხი არაერთ ახალ სრულმეტრაჟიან ქართულ მხატვრულ და დოკუმენტურ  ფილმს ნახავს. კარელ ოხი კარლოვი-ვარის კინოფესტივალის დირექტორის თანამდებობას 2010 წლიდან იკავებს, მანამდე იგი ფესტივალის პროგრამერი და სელექციის კომიტეტის წევრი იყო. კარელ ოხი საქართველოში 17 აპრილს ჩამოვა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

პეტერ პაულ რუბენსის ესკიზი, რომელიც რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში დაკარგულად მიიჩნეოდა, საფრანგეთში აუქციონზე 1,3 მილიონ ევროდ გაიყიდა.

Image result for Verloren geglaubte Skizze 1,3 Millionen Euro wert

ესკიზი, რომელზეც წმინდა მარგარიტა და მის მიერ მოკლული დრაკონია გამოსახული, რუბენსმა 1620 წელს შექმნა და ის ანტვერპენში იეზუიტების ეკლესიის ინტერიერისთვის იყო განკუთვნილი. მისი მფლობელი ბელგიელი მყიდველი გახდა.

წყარო: https://www.heute.at/

 

ამერიკელი რეპერი Nipsey Hussle მოკლეს.

Image result for Nipsey Hussle was more of a movement than a musician

33 წლის მუსიკოსს ლოს-ანჯელესში, საკუთარ მაღაზიასთან დაესხნენ თავს. თავდამსხმელმა რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. რეპერი და კიდევ ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.