ფარული ესპანეთი და კრისტინა გარსია როდერო – MAGNUM-ის ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია

 

„ჩემს ნამუშევრებში ვეცადე გადმომეცა ესპანეთის იდუმალი და ზღაპრული სული, ვნება, სიყვარული, იუმორი, სინაზე, მრისხანება, ტკივილი და რწმენა, რაც ესპანურ კულტურას ახასიათებს. ეს ჩემი ცხოვრების მთავარ მიზნად იქცა და მასში მთელი გული ჩავდე“. – ფოტოგრაფი კრისტინა გარსია როდერო ასე ახასიათებდა თავის შემოქმედებას.

 

 

ფოტოგრაფიამდე როდერო მადრიდის სახვითი ხელოვნების სკოლაში მხატვრობას ეუფლებოდა. კარიერის პირველ წლებში პედაგოგად მუშაობდა, 2005 წლიდან კი ცნობილი ფოტოსააგენტოს, „მაგნუმის“ სრულუფლებიანი წევრი გახდა.  

„ჩემს შემოქმედებაში უდიდესი როლი ითამაშა ადამიანის საჭიროებამ სწამდეს ღმერთის და ადიდებდეს მას“, – ამბობდა ფოტოგრაფი. მართლაც, კრისტინა გარსია როდერო 16 წლის განმავლობაში მოგზაურობდა და აღბეჭდავდა სხვადასხვა ტრადიციულ დღესასწაულებს, მათ შორის, წარმართულ რიტუალებს ესპანეთსა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში.

პროექტი წიგნად 1989 წელს გამოიცა, სახელწოდებით „ფარული ესპანეთი“ და არლის ფოტოფესტივალზე „წლის საუკეთესო წიგნის“ პრემია გადაეცა. ფესტივალის ჟიურის განცხადებით, „კრისტინა გარსია როდერომ ფირზე აღბეჭდა ყველასთვის კარგად ნაცნობი, ტრადიციული, მაგრამ გაქრობის პირას მყოფი ესპანეთი“.

პროექტში შევიდა 1975-1988 წლებში გადაღებული ნამუშევრები. ფოტოწიგნი ერთდროულად გახდა დოკუმენტური, ანთროპოლოგიური და მხატვრული ღირებულებისა და მნიშვნელობის მქონე ფენომენი.   

 

„ტრადიციული მსვლელობა ჯვრით“. ბერსიანოს დე ალისტე, 1975

 

„გოგონას მონანიება“. ქალაქი კუენკა, 1982

 

„ლოცვის დრო“. ქალაქი კუენკა, 1982

 

„ძლიერი სულები“. პუენტე-ჰენილი, 1976

 

„კარნავალი“. 1985

 

„საიდუმლო“. ბაენა, 1977

 

„აღდგომის დღესასწაული“. მორატალიას მუნიციპალიტეტი, 1980

 

„მწუხარების ბგერები“. მურსია, 1981

 

„თამაში“. რიოგორდო, 1983

 

„იოანე ნათლისმცემელი“. ბელინჩონი, 1982

 

„ღვთისმშობლის მადიდებელნი“. მორელია, 1976

 

ლა ალბერკა, 1981

 

მორელია, 1976

 

“ტრადიციული დღესასასწაული „კასკამორასი“. გრანადა, ორჩე, 1987

 

„შუადღე“. კამპილიო დე არენასი, 1978

 

ლა კუადრილია, ვიტორია, 1978

 

„იესოს სადიდებელი მსვლელობა“. გალისია

 

“აღსარება”. გალისია

 

„ზვარაკი“. გალისია

 

„კარნავალი“. მადრიდი, 1997

 

მოგვიანებით, 90-იან წლებში, კრისტინა გარსია როდერო საქართველოსაც ეწვია, სადაც ეპოქის ამსახველი დაუვიწყარი ფოტონამუშევრები შექმნა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს საქართველოში გადაღებულ სერიებიდან:

 

 GEORGIA. Hospital of Sugdidi. 1995.

 

GEORGIA. Kakhetia. Burial. 1995.

 

GEORGIA. 1995.

 

GEORGIA. 1995.

 

GEORGIA. Psychiatric hospital. 1995.

 

GEORGIA. Kakhetia. Burial. 1995.

 

GEORGIA. Cathedral of Kutaisi. 1995.

 

GEORGIA. Cathedral of Kutaisi. 1995.

 

GEORGIA. 1995.

 

GEORGIA. 1995.

 

GEORGIA. 1995.

 

GEORGIA. Psychiatric hospital. 1995.

 

GEORGIA. 1995.

 

GEORGIA. 1995.

 


რეკომენდებული სტატიები
1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან
2017 წლის გაზაფხულზე ფეისბუკში Daniel Spehr-ის ფოტოალბომი აიტვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში - თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ფოტოებს შეიცავდა. დღეს, 18 ივლისს, ამ ფოტოების ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლაში“, 17 საათზე იქნება შესაძლებელი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.