fbpx

4 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

და აი, ეს დღეც დადგა – ჯოკერის ტრეილერი გამოვიდა, ხოაკინ ფენიქსმა კი კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ შეუდარებელი მსახიობია

 2019 წლის 4 ოქტომბერს კინოეკრანზე ჯოკერის შესახებ გადაღებული ფილმი გამოვა, რომელშიც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ცოტა ხნის წინ კინოსტუდია Warner Bros. Pictures-მა ფილმის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმში ფენიქსთან ერთად ვიხილავთ რობერტ დე ნიროსა და ფრენსის კონროის. 

წყარო: https://www.youtube.com

 

ივანე ქსნელაშვილის გუნდმა  უკვე მესამედ გაიმარჯვა ხიდის პროექტის საერთაშორისო კონკურსში

ვილნიუსის საფეხმავლო ხიდის პროექტის 16 კონკურსანტიდან პირველი საპრიზო ადგილის მფლობელად KILD Architects და საინჟინრო კომპანია TEC Infrastructure  გამოცხადდნენ. პროექტი Užvingio Island Bridge ვინგის პარკს და ლიტ-ექსპოს ტერიტორიებს დააკავშირებს.

Užvingio Island Bridge-ის იდეა მიმდებარე ტერიტორიების ურბანული და ისტორიული საარქივო მასალების გამოკვლევის შედეგად გაჩნდა.  კონკურსის განაცხადი არსებული დაგეგმარების ფუნქციურ საჭიროებებს ასახავს და ამავდროულად, ცდილობს მდებარეობის ისტორიული მახასიათებლების ახალი იდენტობის საკითხს უპასუხოს.  

წყარო: https://www.e-architect.co.uk

 

აბრეშუმის გალერეა დღეს ნინო ფერაძის ნამუშევრების გამოფენაზე – “გზავნილები ბავშვობიდან” გიწვევთ.

No photo description available.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ტატო ხარჩილავა Black Sea Arena-ს დირექტორად დაინიშნა.

შესაბამისი ბრძანება პირველ აპრილს კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გამოსცა. ბლექ სი არენას დირექტორის თანამდებობას მანამდე ანა კავლელიშვილი იკავებდა. ის ახლა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილედ მუშაობს.

 

ივან პეტერსმა American Horror Story-ის მეცხრე სეზონში მონაწილეობაზე უარი თქვა

მსახიობმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სხვა პროექტებით არის დაკავებული და AHS-ის მეცხრე სეზონში სწორედ ამიტომ ვერ მიიღებს მონაწილეობას. ივანი სერიალში პირველივე ნაწილიდან  თამაშობს და სეზონიდან-სეზონამდე არაერთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.

წყარო: https://www.vulture.com

 

Marvel-მა  “შურისმაძიებლების” ფინალური ნაწილის ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმის პრემიერა აპრილში შედგება.

წყარო: https://www.youtube.com

 

კაპიტანი მარველის” შემოსავალმა სულ ცოტა ხნის წინ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

Image result for ‘Captain Marvel’ Smashes $1 Billion

საერთო ჯამში, მარველის კინოსამყაროს 21-მა ფილმა კომპანიას $18 მილიარდ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.

წყარო: https://variety.com/


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.