fbpx

5 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დაღესტანში მე-6 საუკუნეში ქართულად დაწერილი სახარება აღმოაჩინეს

Image may contain: text

სახარება, რომელიც ქართულ ენაზეა დაწერილი, ეტრატის ქვედა ფენაზე იკითხება და ის ქართველმა მეცნიერმა დალი ჩიტუნაშვილმა დაღესტნის ქალაქ მახაჩკალაში ვიზიტისას შეისწავლა. ასომთავრულით გადაწერილი სახარების ტექსტი არაბული ხელნაწერის ქვედა ფენაზეა მოქცეული და მის შესახებ ქართული სამეცნიერო წრისთვის 2014 წლიდანაა ცნობილი. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

დანელია ავტორია ფილმებისა – “მიმინო”, “შემოდგომის მარათონი”, “ქინ-ძა-ძა”,  “არ იდარდო” და სხვ.

წყარო: https://www.novayagazeta.ru/

 

KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ STANISLAV TOLKACHEV-სა და  VALERIYA TARASENKO-ს ერთობლივ გამოფენას: #CTPoil.

#CTPoil – ფოტოს ბეჭდვის ინოვაციური და ალტერნატიული ტექნიკა, რომელიც აერთიანებს ფოტოგრაფიასა და ფერწერას.

გამოფენა #CTPoil აერთიანებს სტანისლავის ალბომის ყდებს, ვალერიას მიტოვებული შადრევნების სეერიას, ნიღბებსა და ერთობლივ, კოლაბოლაციურ ნამუშევრებს.

Ctpoil – ეს არის ფოტოს ბეჭდვის ახლებური, ალტერნატიული მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია უკვე არსებულ ოფსეტურ ბეჭდვაზე, ჰიდროფილური ალუმინის ფირფიტის გამოყენებით. ეს პროცესი წააგავს კლასიკური ზეთით ბეჭდვის მეთოდს, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ თანამედროვე ალუმინის ოფსეტური ფოტომატრიქსი გამოიყენება როგორც საბოლოო გამტარი. თავად მატრიქსი წარმოებულია ციფრული მონოქრომული პოზიტივით, პროფესიონალური, წინასწარი დაპრესვის ოფსეტურ მექანიზმზე, კარგი ხარისხის კონტურითა და ჰიბრიდული რასტერით. ზეთოვანი ფერწერით შესრულებულ ნახატზე აპლიკაციის დატანა ხდება ხელით: ფუნჯით ან როლერით.

Stanislav Tolkachev-ი, უკრაინული ტექნო სცენის პიონერი და კლუბი KHIDI-ს რეზიდენტი არტისტია, რომელიც მუსიკის გარდა, ფოტოგრაფიით არის გატაცებული. აქტიურად მუშაობს შავ-თეთრი ფოტოების გადაღებაზე 2000 წლებიდან მოყოლებული, რომელსაც წარმატებულად იყენებს თავისივე ალბომების ყდებად.

Valery Tarasenko, უკრიანერი არტისტია, რომელიც მუშობს: ფერწერაში, ინსტალაციებსა და ფოტოგრაფიაში. მისი ნამუშევრები აქტიურად იფინება სხვადასხვა გამოფენებზე 2014 წლიდან. 2016 წლიდან მოყოლებული სტანისლავი და ვალერია ნამუშევრების შესაქმნელად Ctpoil ტექნიკას მიმართავენ და ქმნიან, როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლაბორაციულ ნამუშევრებს.

ღონისძიების ლინკი: https://www.facebook.com/

 

ბრიტნი სპირსმა მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დაიწყო

Britney Spears

ძლიერი ემოციური სტრესის მიღების შემდეგ, 37 წლის ვარსკვლავი მკურნალობის ერთთვიან კურსს გაივლის. სპირსის ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესების ერთ-ერთი მიზეზი მისი მამის, ჯეიმს სპირსის მდგომარეობაა. მას ბოლო პერიოდის განმავლობაში რამდენიმე ოპერაციის გადატანა მოუხდა.

წყარო: https://variety.com/

 

ბრიტანელი მსახიობი რეიჩელ ვაისი მარველის კინოსამყაროს შეუერთდა.

Rachel Weisz Black Widow

მსახიობი ფილმში Black Widow, რომელშიც მთავარ როლს სკარლეტ იოჰანსონი ასრულებს, ერთ-ერთ მთავარ როლს მოირგებს.  

წყარო: https://variety.com/

 

ნეტფლიქსის ყოველთვიური გადასახადი იზრდება.

Image result for Netflix prices are going up

სტრიმინგ-სერვისმა ამერიკელ გამომწერებს ელექტრონული წერილები დაუგზავნა, სადაც ფასის ზრდასთან დაკავშირებით ატყობინებს. აშშ-ში ნეტფლიქსის მომხმარებლებისთვის ფასები ორი დოლარით იზრდება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ამსტერდამში 5D პორნოკინოთეატრი გაიხსნა.

 The cinema is simply called "5D porn"

კინოთეატრის მფლობელის თქმით, ყველა ფილმი, რომელსაც კინოთეატრში გაუშვებენ, სპეციალური დაკვეთით არის გადაღებული და თითოეულის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 6 წუთი იქნება.

წყარო: https://www.thesun.co.uk

 

პოპულარულ ამერიკელ იუთუბერს $2.5 მილიონის ღირებულების კოსმეტიკა მოპარეს.

Jeffree Star

33 წლის ჯეფრი სტარმა ამის შესახებ თავისივე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა. ქურდობა ლოს-ანჯელესში მდებარე საწყობში მოხდა. უცნობმა პირებმა ობიექტიდან ის კოსმეტიკური პროდუქცია მოიპარეს, რომელიც ჯერ გასაყიდად არ ჩაშვებულა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

 

 


რეკომენდებული სტატიები
4 აპრილი დილიდან 
Play Video

4 აპრილი დილიდან 

4 აპრილი დილიდან 
და აი, ეს დღეც დადგა - ჯოკერის ტრეილერი გამოვიდა, ხოაკინ ფენიქსმა კი კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცა, რომ შეუდარებელი მსახიობია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.