საქართველო ციფრებში


გააზიარე სტატია

 

საქართველოში სულ 3 713 804 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობა დედაქალაქ თბილისშია – 1 108 717, ყველაზე მცირერიცხოვანი კი – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 32 089.

რეგიონებს შორის მოსახლეობის რაოდენობით იმერეთი ლიდერობს – 533 906, შემდეგი თანმიმდევრობა ასეთია (2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა):

  • ქვემო ქართლი – 423 986,
  • აჭარა – 333 953,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 330 761,
  • კახეთი – 318 583,
  • შიდა ქართლი – 263 382,
  • სამცხე-ჯავახეთი – 160 504,
  • გურია – 113 350,
  • მცხეთა-მთიანეთი – 94 573 

 

 UNFPA, 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები საქართველოში

 

საქართველოს მოსახლეობის 47.7% მამაკაცია, 52.3% – ქალი. მათგან 0-14 წლის ასაკისაა 691 329, 15-64 წლის ასაკის – 2 492 268, 65 წლის და მეტი ასაკის კი – 530 207.

 

მოსახლეობის 86.83% ეთნიკურად ქართველია, 6.27% – აზერბაიჯანელი, 4.53% – სომეხი, 0,71% – რუსი, 0,39% – ოსი, 1,24 – სხვა ეროვნების. არაქართველი მოსახლეობის 33.6% თავისუფლად ფლობს ქართულს, როგორც მეორე ენას.

 

83.41% მართლმადიდებლური აღმსარებლობისაა, 10.74% – მუსლიმური, 2.94 %-სომხურ-სამოციქულო, 0.01% – სხვა, 0.51% – კი არცერთი.

 

საქართველოს 15 წლამდე და უფროსი ასაკის მოსახლეობის 61.9% ქორწინებაში იმყოფება, 20.3% დაუქორწინებელია, 3.3 % კი – განქორწინებული, 11.4% ქვრივია.

 

10 წლის და უფროსი ასაკის 3 228 691 ადამიანიდან უმაღლესი განათლება აქვს 26.7%-ს, პროფესიული – 17.4%-ს, საშუალო – 36.7%-ს, საბაზო – 8.4%-ს, დაწყებითი -5.7%-ს; დაწყებითი განათლება არ აქვს 3.2%-ს, წერა-კითხვის უცოდინარია 0.4%.

 

მოსახლეობის კლების მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილზეა. ამის მიზეზად კვლევებში არა შობადობის კლებას, არამედ მოსახლეობის ქვეყნიდან მიგრაციას ასახელებენ.

 

საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად 1%-ით იზრდებოდა.

90-იან წლებში შობადობა ყოველწლიურად 40%-ით მცირდებოდა, თუმცა 2005-2009 წლებში 35%-ით გაიზარდა. შობადობის მაჩვენებელი საქართველოში აღემატება ევროპისა და მეზობელი ქვეყნების მაჩვენებლებს (აზერბაიჯანისა და თურქეთის გარდა).

უფრო დეტალურად მოსახლეობის დინამიკის შესახებ ამ ვიდეორგოლიდან შეიტყობთ:

 

ვიზუალური მასალა მომზადებულია ForSet-ის მიერ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის) ერთობლივი პროექტის ფარგლებში – „სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ.


რეკომენდებული სტატიები
ნარკოტიკები ციფრებში - გაეროს ანგარიში 2018

ნარკოტიკები ციფრებში - გაეროს ანგარიში 2018

ნარკოტიკები ციფრებში - გაეროს ანგარიში 2018
ოპიოდური კრიზისი, რეცეპტურული ნარკოტიკების გაზრდილი დონე, კოკაინისა და ჰეროინის წარმოების რეკორდული მაჩვენებლები ასახულია გაეროს 2018 წლის გლობალურ ანგარიშში ნარკოტიკების შესახებ
წყალი ციფრებში: გველოდება თუ არა წყლის მსოფლიო კრიზისი
Play Video

წყალი ციფრებში: გველოდება თუ არა წყლის მსოფლიო კრიზისი

წყალი ციფრებში: გველოდება თუ არა წყლის მსოფლიო კრიზისი
წყლის რესურსების გაეროს გლობალური ანგარიშის - World Water Development Report 2018-ის მიხედვით, დღეისათვის წყალზე გლობალური მოთხოვნა წლიურად 4600 კმ3-ია, 2050 წლისთვის კი ის 6000 კმ3-მდე გაიზრდება
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.