10 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

თბილისის ექვს ქუჩას 9 აპრილს დაღუპული ექვსი ქალის სახელი მიენიჭება.

აღნიშნული საკითხი დედაქალაქის საკრებულომ 9 აპრილს განიხილა. სახელები მიენიჭება შემდეგ ქუჩებს:

  • ჩუღურეთის რაიონში, ალექსანდრე ყანჩელის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მზია ჯინჭარაძის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს თამუნა დოლიძის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის I ქუჩის მონაკვეთს თინა ენუქიძის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის II ქუჩას მანანა ლოლაძის სახელი მიენიჭება, ასევე, რეხის III ქუჩის მონაკვეთს მანანა ლოლაძის I ჩიხის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, რეხის შესახვევსა და მასთან მდებარე უსახელო ქუჩას ელისო ჭიპაშვილის სახელი მიენიჭება;
  • ჩუღურეთის რაიონში, მახათას აღმართთან მდებარე უსახელო ქუჩას თამარ მამულაშვილის სახელი მიენიჭება. 

ფოტო: http://batumelebi.netgazeti.ge/

 

ელტონ ჯონის შესახებ გადაღებული ფილმის, Rocketman-ის პრემიერა კანის კინოფესტივალზე შედგება

Image result for Elton John Biopic 'Rocketman' Poised for Cannes Bow

მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია თითქმის დადასტურებულია, კინოსტუდია პარამაუნტი ოფიციალური კომენტარისგან მაინც თავს იკავებს. ფილმში ელტონ ჯონის როლს ტეირონ ეგერტონი ასრულებს. ფლეტჩერის დრამაში ასევე ვიხილავთ ბრიუს დალას ჰოვარდს, რიჩარდ მედენსა და ჯეიმი ბელს.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com

 

ფელისიტი ჰოფმანი კოლეჯის თანამშრომლების მოსყიდვის საქმეზე ბრალს აღიარებს

Felicity Huffman Court Appearance

56 წლის მსახიობი სასამართლოზე აღიარებით წარსდგა. “ვიღებ ამ პასუხისმგებლობას და ძალიან მრცხვენია. მრცხვენია და ვნანობ იმას, რაც გავაკეთე. მრცხვენია იმის, თუ რა ზიანი მივაყენე ჩემს შვილს, ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და საგანმანათლებლო სისტემას. მინდა დიდი ბოდიში მოვუხადო იმ სტუდენტებს, რომლებიც დაუღალავად შრომობენ იმისთვის, რომ კოლეჯში ჩააბარონ, ასევე მათ მშობლებს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ თავიანთი შვილების მხარდასაჭერად”, – თქვა ფელისიტი ჰოფმანმა.

შეგახსენებთ, რომ მასაჩუსეტსის პროკურატურამ ჰოფმანსა და სხვა 50 ადამიანს 12 მარტს ბრალი  წაუყენა პრესტიჟული სასწავლებლების თანამშრომლების მოსყიდვის საქმეში.

წყარო: https://variety.com

 

ვიდეო: ჯულია რობერტსმა ლგბტქ თემის მხარდასაჭერად ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა

12 აპრილს სტუდენტების ნაწილი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი იდეის გარშემო გაერთიანდება. ისინი აპირებენ სიჩუმის დღე მოაწყონ. ამ გზით სტუდენტები უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოს მოითხოვენ ყველა სტუდენტისთვის, მიუხედავად მათი სქესისა თუ სექსუალური ორიენტაციისა. აღნიშნულ კამპანიას შეუერთდა ჰოლივუდის ლეგენდარული ვარსკვლავი ჯულია რობერტსიც, რომელმაც თავის ინსტაგრამზე ემოციური ვიდეო გამოაქვეყნა და #DayofSilence-ის კამპანიაში ჩაერთო.

წყარო: https://www.instagram.com/

 

Netflix-ზე 17 აპრილს ბიონსეს შესახებ დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგება.

ფილმის სახელწოდებაა Homecoming, რეჟისორი კი თავად ბიონსეა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ეგვიპტეში არქეოლოგებმა სამი, 2500 წლის მუმია აღმოაჩინეს

FILE - Unveiling of the mummy

მეცნიერებმა მათ კაიროს სამხრეთით, 250 კილომეტრში, ელ მინიას პროვინციაში მიაგნეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სამარხები, სადაც მუმიები იპოვეს, 26-ე დინასტიას ეკუთვნის, რომელიც ქვეყანას ჩვენს წელთაღრიცხვამდე 525 წელს მართავდა. ერთ-ერთ სამარხში ქურუმის კარგად შემონახული მუმია ინახებოდა, რომელიც ძველეგვიპტური ღმერთის, ისიდას ოქროს გამოსახულებით იყო მორთული. აღმოჩენის ადგილზე გათხრები გრძელდება. მეცნიერები იქ კიდევ ბევრი არტეფაქტის აღმოჩენას იმედოვნებენ.

წყარო: https://www.egypttoday.com/

 

11 აპრილიდან საქართველოს კინოთეატრებში ნინო ჟვანიას ფილმი “აღლუმი” გამოდის.

აღლუმი

✪ 11 აპრილიდან!ახალი ქართული ფილმი კავეაში!გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი და არჩილ ქიქოძენინო ჟვანიას ფილმში"აღლუმი"✪ https://www.cavea.ge/

Gepostet von Cavea Cinemas am Montag, 8. April 2019

ფილმში მთავარ როლებს გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი და არჩილ ქიქოძე ასრულებენ.

წყარო: https://www.facebook.com


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.