fbpx

5 ქართული სტრიტ-არტი და მათი ავტორები თავიანთი ნამუშევრების შესახებ


გააზიარე სტატია

 

წარმოგიდგენთ ქართველი სტრიტ არტისტების 5 გამორჩეულ ნამუშევარს, რომელიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილას მდებარეობს.

 

ავტორი: TamOonz
ადგილი: საირმე

TamOonz: “ეს ნამუშევარი შეიქმნა სპეციალურად საირმე რესორტისთვის და თემა არის

საირმის იდუმალი ტყე სადაც ბინადრობს ტყის ნიმფა ზღაპრულ ფრინველებთან და მცენარეებთან ერთად,მთელი ბავშვობა ესეთი წარმოდგენა მქონდა ტყეებზე, ეხლაც ეგრე მგონია და ამ კედელზე გადმოვიტანე”

ფოტო: Def Capa

 

ავტორი: Dr. Love
ადგილი: თბილისი

Dr. Love: “თუ არ ვცდები, 2014 წლის დასაწყისში გავაკეთეთ, იმ პერიოდში როცა რუსული მხარე ძალიან აქტიურად ავლებდა მავთულხლართებს ჩვენს მიწებზე, ამ პერიოდში გაიმართა არაერთი მშვიდობიანი აქცია საზღვართან არსებულ ქართულ სოფლებში რუსული მცოცავი ოკუპაციის გასაპროტესტებლად. მოხატული კედელი მოჩანს ზუსტად ამ მოძრაობის ერთერთ ვიდეო რგოლში.

ფოტო: გოგიკო საყვარელიძე

 

ფოტო: FB –  street art in georgia

ეს ნახატი სამწუხაროდ კედელზე დიდხანს არ დარჩა, მას მალევე გადაახატეს უწყინარი ლემური, თუმცა რუსული მავთულხლართები დღემდე რჩება ქართულ მიწაზე.

 

ავტორი: Lamb
ადგილი: თბილისი

Lamb: “საქართველოში პირველი სთრით არტ მაღაზიის კედლის მოხატვა როცა შემომთავაზეს, მინდოდა დამეხატა უცნაური კონტრასტი ეროტიულ აქტსა და გოძილას შორის. ფერები ყურადღებითაა არჩეული იმისთვის, რომ გამოხატოს მისტიური და ვნებიანი განწყობა.”

ფოტო: mikheilsulakauri.tumblr.com

 

ავტორი: მუსია ქებურია
ადგილი: ქუთაისი

მუსია ქებურია: “მგონია, რომ ეს ნახატი ჩემს ნამუშევრებში მნიშვნელობით ყველაზე მტკივნეული, მაგრამ ძალიან აქტუალური ნახატია. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე გავაკეთე, ქუთაისში მოვხატე კედელი Unicef – თან და World Vision Georgia – სთან თანამშრომლობით.”

ფოტო: behance.net/musyaqeburia

 

ავტორი: Gagosh
ადგილი: თბილისი

Gagosh: “ეს ერიხ ფრომის თემატიკაზეა – Escaping Freedom. აქ უბრალოდ შენი თავიდან გაქცევაზეა გადმოტანილი”.

ფოტო: Facebook – Gagosh


რეკომენდებული სტატიები
8 თანამედროვე ქართველი ხელოვანი ქალი Instagram-ზე

8 თანამედროვე ქართველი ხელოვანი ქალი Instagram-ზე

8 თანამედროვე ქართველი ხელოვანი ქალი Instagram-ზე
საქართველოში დღეს ბევრი ხელოვანი ქალი მოღვაწეობს და AT.ge რამდენიმე მათგანს ინსტაგრამის მეშვეობით გაგაცნობთ
@greenpantsu

@greenpantsu

@greenpantsu
15 წლის ქართველი manga არტისტი, follower-ების მრავალათასიანი არმიით
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.