fbpx

11 აპრილი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს სასახლის წინ ზურაბ ჟვანიას ვარსკვლავი გაიხსნა

ვარსკვლავზე ზურაბ ჟვანიას სახელთან და გვართან ერთად პოლიტიკოსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრაზაა დატანილი – “მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი”. ეს ფრაზა ზურაბ ჟვანიამ 20 წლის წინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე წარმოთქვა, მას შემდეგ, რაც ასამბლეამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

 

ნახეთ: ჩვენი დროის უდიდესი აღმოჩენა – მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი ფოტო გაავრცელეს.

black hole photo

ასტრონომებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შექმნილი შავი ხვრელის ფოტო პირველად წარუდგინეს მსოფლიოს. შავ ხვრელის სიგანე 40 მილიარდი კილომეტრია.

წყარო: https://www.rollingstone.com/

 

მოუსმინეთ: ეკა მამალაძემ სიმღერაზე “ბედის ვარსკვლავო” კლიპი გადაიღო.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ქოლგა თბილისი ფოტო 2019 გიწვევთ წლის საუკეთესო პროექტების დაჯილდოებისა და ფესტივალის გახსნის ცერემონიალზე

Image may contain: 1 person, text

2019 წლის ქოლგა თბილისი ფოტო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფოტოგრაფების მიერ მრავალფეროვანი ისტორიების თვალსაჩინო ფოტოპროექტებით გადმოცემის თვალსაზრისით გამოირჩევა.

ქოლგა თბილისი ფოტო 2019-ის ფარგლებში, 3 მაისს, 18.00 საათზე, ბარათაშვილის ხიდზე გაიმართება დოკუმენტურ, რეპორტაჟულ და კონცეპტუალურ ნომინაციებში გასული სხვადასხვა პროექტის გამოფენა. იმავე დღეს, 20.00 საათზე, ყოფილი საბაგიროს ქვედა სადგურში ერთი კადრის და პორტრეტის კატეგორიაში გასული ფოტოების ჩვენება მოეწყობა. აქვე გაიმართება ამ ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

12 აპრილს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიხსნება ფილმების რეტროსპექტივა სახელწოდებით „ფრანგული კინო: ახალი ტალღა, ახალი თაობა“

Image may contain: 1 person

12 აპრილიდან 23 აპრილის ჩათვლით ნაჩვენები იქნება რვა ფრანგული მხატვრული და დოკუმენტური ფილმი მაღალი ხარისხით, ორიგინალის ენაზე, ქართული და ინგლისური სუბტიტრებით, DCP ფორმატში: „ლიფტი ეშაფოტზე“ (1957), „400 დარტყმა“ (1959), „ერთი ზაფხულის ქრონიკა“ (1960), „პარიზი ჩვენ გვეკუთვნის“ (1961), „ჟიული და ჯიმი“ (1961), „ზიზღი“ (1963), „შეშლილი პიერო“ (1965), „ვიეტნამისგან შორს“ (1967).  

რეტროსპექტივა შედგება ფრანსუა ტრიუფოს, ლუი მალის, ჟან-ლუკ გოდარის, ჟან რუშის, ედგარ მორენის, ჟაკ რივეტის, კრის მარკერის, ანიეს ვარდას და სხვა რეჟისორთა ფილმებისგან, რომლებმაც განსაზღვრეს საეტაპო ცვლილებები ფრანგულ მხატვრულ და დოკუმენტურ კინემატოგრაფში.

წყარო: https://www.facebook.com

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალგაზრდა გლობალური ლიდერები სტუმრად საქართველოში

მიმდინარე წლის 11-14 აპრილს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ სხვადასხვა წლებში „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებად“ დასახელებული საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, თბილისის მერი კახი კალაძე, მსოფლიო ეკონმიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრი ვერა ქობალია, საქართველოს ფერმერთა  ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე, აჭარა ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია და Anaklia City-ის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ბოჭორიშვილი საქართველოში World Economic Forum-ის „გლობალურ ახალგაზრდა ლიდერებს“ უმასპინძლებენ.

4-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერები  საქართველოში ბიზნეს გარემოს და ქართულ კულტურას გაეცნობიან.  შეხვდებიან ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლებს, გაიმართება პანელური დისკუსიები  და ოკუპაციის ზოლზე მცხოვრებ მოსახლეობას ესტუმრებიან.

Young Global Leaders  მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ნაწილია  და 2004 წელს დაფუძნდა, რათა მსოფლიო  გამოწვევებისთვის ეპასუხა. Young Global Leaders-ის  წევრები არიან მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ნობელის პრემიისა და ოსკარის ლაურეატები, გაეროს კეთილი ნების ელჩები და სოციალური მეწარმეები.   

ფოტო: https://www.bm.ge

 

The Crown-ში პრინცესა დაიანას როლს ემა კორინი შეასრულებს

Emma Corrin and Princess Diana

მიუხედავად იმისა, რომ ნეტფლიქსი ამ ეტაპზე სერიალის მესამე სეზონის პრემიერისთვის ემზადება, არხმა უკვე დაამტკიცა რამდენიმე მსახიობი მეოთხე სეზონისთვის. მათ შორის ერთ-ერთი კი ემა კორინია, რომელიც ხალხის გულების პრინცესის, ლედი დაიანას როლს მოირგებს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ შოუში ვიხილავთ ჯილიან ანდერსონსაც. მსახიობი შოუში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის როლს შეასრულებს.

წყარო: https://www.bbc.com

 

ადამსების ოჯახზე გადაღებული ანიმაციური ფილმის პრემიერა ოქტომბერში შედგება.

ადამსების ოჯახის ანიმაციურ ვერსიაში მთავარ პერსონაჟებს შარლიზ ტერონი, ქლოი გრეის მორეცი, ელისონ ჯეინი, ფინ ვოლფჰარდი, ბეტ მიდლერი და ოსკარ აიზეკსი ახმოვანებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 

კანის კინოფესტივალს ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი გახსნის.

ოფიციალურად დადასტურდა, რომ ჯიმ ჯარმუშის ახალი ფილმი The Dead Don’t Die, კანის კინოფესტივალს გახსნის. ფილმში მთავარ როლებს ტილდა სვინტონი, ბილ მიურეი, ადამ დრაივერი და სელენა გომეზი ასრულებენ.

ტრეილერი: https://www.youtube.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.