fbpx

12 აპრილი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა! დღეს სამუშაო კვირის ბოლო დღეა და დარწმუნებულები ვართ, რომ ბედნიერები ხართ. იმედია წინ საინტერესო ამბებით დახუნძლული შაბათ-კვირა გელოდებათ, იქამდე კი გირჩევთ დილიდან გაეცნოთ დღის ყველაზე საინტერესო ამბებს.

 

მაგალითად: წარმოშობით ქართველმა, ნიუ-იორკში მცხოვრებმა, თანამედროვე ხელოვნების წამყვანმა არტისტმა, დევიდ პოლ ქეიმ თბილისში თავისი პირველი Street Art ნამუშევარი შეასრულა.

Image may contain: 1 person, sky and outdoor

ერთ ფერში გავლებული უსასრულო ხაზებით დევიდ პოლ ქეიმ გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ძველი შენობის უსახურ კედელს ახალი სიცოცხლე შესძინა და სივრცე წარმოსახვისთვის გამვლელებს დაუტოვა. მხატვარს იმედი აქვს, რომ ეს იქნება პიონერი პროექტი, რომელიც ადამიანებს მეტ ყურადღებას მიაქცევინებს ქუჩის არტზე და სულ მალე ჰაშთაგი #TBILISIWALLS თბილისის სხვადასხვა უბნის შენობების კედლებზეც გაჩნდება.

დევიდ პოლ ქეის ნამუშევარი გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ნაგებობის კედელზეა განთავსებული, რომლის მიმდებარედ, 1000 კვ.მ ფართობზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ახალი სკვერი ეწყობა. პოლ ქეის ნამუშევრები ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, პარიზსა და დუბაიში მრავალრიცხოვანი ჯგუფის შოუებში შედის. მისი მხატვრობით კერძო კოლექციონერები და მსოფლიოს ცნობილი ბრენდები ინტერესდებიან.

წყარო: https://www.facebook.com

 

გაიცანით ქეითი ბაუმანი – 29 წლის ახალგაზრდა მეცნიერი, რომლის ალგორითმითაც შავი ხვრელის ფოტო შეიქმნა

Meet The Mind Behind The Black Hole Photo

29 წლის მეცნიერმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ქეითი ბაუმანმა ააგო ალგორითმი, რომლის მეშვეობითაც შავი ხვრელის პირველი ფოტოს შექმნა გახდა შესაძლებელი.  მსოფლიო მნიშვნელობის ფოტოზე გამოსახულია მტვრის სარტყელი და გაზი. შავი ხვრელი დედამიწიდან 500 მლნ ტრილიონი კილომეტრით არის დაშორებული. შავი ხვრელის პირველი ფოტო 10 აპრილს პირველად გავრცელდა.

წყარო: https://in.mashable.com/

 

დისნეის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და წარმატებული ანიმაციური ფილმის, “მეფე ლომის” ახალი ეკრანიზაციის პირველი ტრეილერი გავრცელდა.

ფილმი ეკრანებზე 2019 წლის 19 ივლისს გამოვა და მას ბიონსე, სეთ როგანი, ჯონ ოლივერი, დონალდ გლოვერი და სხვები ახმოვანებენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

კიმ კარდაშიანი ამბობს, რომ სურს იურისტი გახდეს

რეალითი შოუს ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ჟურნალ “ვოგთან” ინტერვიუში, თქვა, რომ იურიდიულზე სწავლობს და სურს, რომ ამ პროფესიას დაეუფლოს. კიმი ამბობს, რომ გადაწყვეტილება 2018 წელს მიიღო და ტექნიკურ სწავლებას სან-ფრანცისკოს იურიდიულ ფირმაში გადის. მისი მიზანია 2022 წელს იურისტების საერთო გამოცდა ჩააბაროს.

წყარო: https://www.vogue.com/

 

პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი ერთად იმუშავებენ

დოკუმენტურ სერიალზე  პრინცი ჰარი და ოპრა უინფრი Apple TV+-სთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტური ფილმების სერიაზე ერთად იმუშავებენ. დოკუმენტური ფილმების სერიაზე მუშაობა 2020 წელს დაიწყება და მისი დიდი ნაწილი ჰარის პირად გამოცდილებაზე იქნება აგებული. პრინცი ჰარი იმედოვნებს, რომ დოკუმენტური სერიალი ადამიანთა ბრძოლისუნარიანობის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს და მათ კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ მარტო არ არიან.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

ნახეთ: უმა თურმანი ნეტფლიქსის სერიალში მთავარ როლს ასრულებს

ახალ სერიალს Chambers ჰქვია. ნეტფლიქსმა შოუს პირველი ტრეილერი ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა. ჰორორის ჟანრის სერიალის სიუჟეტი ქალის გარშემო ვითარდება, რომელსაც სხვა ადამიანის გულს გადაუნერგავენ. შოუს პრემიერა 26 აპრილს შედგება.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=DOCrOzKkGHc

 

რაიან მერფიმ ინსტაგრამზე AHS-ის მეცხრე სეზონის პირველი ოფიციალური ტიზერი გამოაქვეყნა და ფანებს ამცნო, რომ ახალი ნაწილის სახელი AHS:1984 იქნება.

View this post on Instagram

AHS SEASON 9 is called…

A post shared by Ryan Murphy (@mrrpmurphy) on

წყარო: https://www.instagram.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.