ვერსალის სარკეებიან დარბაზში რეივი გაიმართება


გააზიარე სტატია

 

დროა მოემზადოთ მარია ანტუანეტასავით გასართობად: ვერსალის სასახლე მალე რეივს უმასპინძლებს. და ბაროკოს დედოფლის დროისგან განსხვავებით, ამ წვეულებაზე მოხვედრა რეალურად ხელმისაწვდომია.

სულ რაღაც 22 ევროდ როგორც საფრანგეთის ისტორიის, ასევე ელექტრონული მუსიკის მოყვარულები შეძლებენ Versailles Électro-ს ღონისძიებაზე დასწრებას, სადაც დიჯეები სასახლის სარკეებიან დარბაზში დაუკრავენ. დარბაზის გვერდით არსებული დავარცხნილი ბაღები კი დროებით რეივერებისთვის  დიდ დენსფლორად გადაკეთდება.

 

 

ვერსალის რეივს დიჯეი და Daft Punk-ის ყოფილი მენეჯერი Busy P და მისი ჩამწერი ლეიბლი Ed Banger Records აწყობენ.  Ed Banger Records-ს ფრანგულ ელექტრონულ სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ღონისძიებაზე Breakbot x Irfane-ს, Myd-სა და So Me-ს წარმოადგენს.

სტუმრებს ასევე საშუალება ექნებათ თავიანთი შთაბეჭდილებები რამდენიმე ტიპის VIP ბილეთებით გაიმრავაფეროვნონ.  ყველაზე ძვირფასი ბილეთი 160 ევრო ეღირება, რომლის მფლობელებსაც შეუძლიათ გაერთონ დახურულ ლაუნჯში, შეუზღუდავი კვებითა და რამდენიმე ჭიქა შამპანურით. რატომაც არა? სად უნდა იყო ხელგაშლილი, თუ არა ვერსალში.

 

 

რას იტყოდა ლუი XIV,  თავისი სასახლის ამგვარად გამოყენების მოწმე რომ გამხდარიყო? ორგანიზატორების მტკიცებით, მას ეს ძალიან მოეწონებოდა. “ეს  წვეულება ვერსალში მეფე მზის მიერ გამართულ პირველ ფესტივალებს და ამავდროულად ფრანგული ელექტრონული მუსიკის საფუძვლებს ეხმაურება”, – განაცხადეს ორგანიზატორებმა.

ვერსალის ფართი 2019 წლის 8 ივნისს გაიმართება.

ორიგინალი: https://www.townandcountrymag.com


რეკომენდებული სტატიები
ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი

ანრი კარტიე ბრესონი - პარიზი
პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით, ბრესონს მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს თუ სრულიად უცნობს.
კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად

კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად

კლოდ მონეს სამოთხის ბაღი ჟივერნიში, პარიზის მახლობლად
ყველას, ვინც პარიზში აპირებს გამგზავრებას ან უკვე იქ იმყოფება, ვურჩევთ ერთი დღით მოწყდეს მეგაპოლისს და დედაქალაქიდან ჩრდილოეთით, სულ რაღაც 80 კილომეტრში მიწიერ სამოთხეში აღმოჩნდეს, რომელსაც სახელად ჟივერნი ჰქვია
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.