fbpx

1 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს გაზაფხულის კიდევ ერთი, ბოლო თვე დაიწყო. პირველ მაისს კი აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ კიანუ რივზის ახალი ფოტოები, რომელიც შეუდარებელმა მსახიობმა ივ სენ ლორანის კამპანიის ფარგლებში გადაიღო. 

კიანუ რივზი ივ სენ ლორანის სახე გახდა.

Keanu Reeves

ივ სენ ლორანის 2019 წლის შემდგომა/ზამთრის მამაკაცის კოლექციას რეკლამას კიანუ რივზი უწევს.

წყარო: https://www.gq.com

 

იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტი დატოვა

ეს პირველი შემთხვევაა 200 წლის განმავლობაში, როდესაც იაპონიის იმპერატორი ტახტზე უარს ამბობს. აკიჰიტომ იმპერატორის რანგში მოსახლეობას ბოლოჯერ მიმართა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა. დასკვნით სიტყვაში აკიჰიტომ იაპონიის მოსახლეობას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. 85 წლის იმპერატორმა ტახტის დატოვების ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც განაცხადა, რომ ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავის მოვალეობებს ვეღარ ასრულებდა.

იაპონიის იმპერატორს პოლიტიკური ძალაუფლება არ აქვს, მაგრამ კონსტიტუციის მიხედვით, სახელმწიფოსა და ერის ერთიანობის მნიშვნელოვანი სიმბოლოა.

წყარო: https://www.bbc.com/

 

საქართველოში Black Eyed Peas-ის კონცერტი გაიმართება

ჯგუფს საკონცერტო დარბაზი Black Sea Arena 16 ივნისს უმასპინძლებს. Black Eyed Peas ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 30 მილიონამდე ალბომი და სინგლი აქვს გაყიდული. საქართველოს კი ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1-ის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბილეთების გაყიდვა  30 აპრილს დაიწყო.

წყარო: https://www.facebook.com/

 

დღეს, 19:00 საათზე ხელოვნების სასახლეში გაიმართება პრეზენტაცია კატალოგისა „ევროპული ხელოვნება და საქართველო“

Image may contain: 2 people, text

მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემული ორენოვანი ნაშრომი ოთხ ნაწილად იყოფა და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცულ ევროპული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებს აერთიანებს.

წიგნის ტექსტუალური და ვიზუალური მასალიდან  გამომდინარე, ამგვარი ხასიათის კატალოგი საქართველოში პირველად გამოიცა.

წიგნის საშუალებით საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს მუზეუმებსა თუ კერძო კოლექციებში დაცული მსოფლიო დონის ხელოვანთა ნამუშევრები აღმოაჩინოს. შთამბეჭდავ ვიზუალურ მხარესთან ერთად მკითხველისთვის არანაკლებ საინტერესო იქნება კატალოგში შესული ინფორმაცია ხელოვნების ნიმუშების  წარმომავლობის, მათი მნიშვნელობისა თუ საქართველომდე მათ მიერ განვლილი გზის შესახებ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში საქართველოში ჩამოვა

ის მონაწილეობას მიიღებს ბერი ანდრიას სახელობის ფონდის ღონისძიებაში, რომელიც ორგანიზატორების თქმით, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად იმართება. საქველმოქმედო ვახშამი, რომელსაც ულუსოი დაესწრება, 10 მაისს, 18:30-ზე რესტორან “ეთნო წისქვილში” გაიმართება. მისივე თქმით, დილით მსახიობი პრესკონფერენციას გამართავს.

საქველმოქმედო საღამოზე  გაიმართება კონცერტი, რომელშიც მომღერლები – ლელა წურწუმია, ანრი ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი და სხვები მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაცია ამის შესახებ თავად ბადურაშვილმა გაავრცელა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

CNN-ის ცნობით, ვენესუელაში ტელეკომპანიის მაუწყებლობა დაბლოკეს.

ტელევიზია მას შემდეგ გათიშეს, რაც კარაკასში სამხედრო მანქანის დემონსტრანტების ჯგუფში შევარდნის კადრები გავიდა ეთერში. სიგნალის გათიშვასა და კადრების ჩვენებას შორის სხვაობა 1 წუთი იყო.

3 მაისს გაიმართება შეხვედრა გურამ წიბახაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან

Image may contain: 4 people, people smiling, outdoor

“ზამთარი გადატანილია” თიბისისა და გამომცემლობა “ინდიგოს” ერთობლივი პროექტია.  ამ სახელწოდების წიგნი გურამ წიბახაშვილის 250-მდე ფოტოს, მის ისტორიებს და მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილის ესეებს აერთიანებს და 1980-იანი და 1990-იანი საქართველოს შესახებ მოგვითხრობს – საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ახალდაბადებულ ქვეყანაში მძიმე სოციალური პრობლემებია, თუმცა რთული პროცესების პარალელურად ხელოვნება მოულოდნელად იწყებს აყვავებას.

ამავე სახელწოდების გამოფენა 90-მდე ფოტოს აერთიანებს და “ბარნოვის ხელოვნების ფონდში” 31 მაისამდე გაგრძელდება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
30 აპრილი დილიდან
Play Video

30 აპრილი დილიდან

30 აპრილი დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდანვე გაგაგებინებთ, ვინ გამოავლენს წლევანდელი ოქროს პალმის რტოს მფლობელს, შემდეგ კი ლაჟვარდოვანი კანიდან პირდაპირ ცივ და სუსხიან ვინტერფელში გამოგზაურებთ და გაჩვენებთ, როგორ ემზადებიან ახალი ომისთვის ვესტეროსში.
29 აპრილი დილიდან 
Play Video

29 აპრილი დილიდან 

29 აპრილი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს HBO-სა  და Universal Pictures-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი ჩვენს ქვეყანაში ახალი სერიალებისა თუ ფილმებისთვის გადასაღებ ადგილებს ეძებენ. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მაისში საქართველოში ლეონარდო და ვინჩის, ბოტიჩელის, კანოვასა და სხვა იტალიელი მხატვრების ნამუშევრების ფოტო და ვიდეოინსტალაციები მოეწყობა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.