fbpx

ორგანიზმის გამწმენდი სამკურნალო წვნიანები


გააზიარე სტატია

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

ჯერ კიდევ 2000-ზე მეტი წლის წინ ამბობდა ჰიპოკრატე, ყველა დაავადება მუცელში იწყებაო. დღესდღეობით ამ მოსაზრებას უამრავი ტრადიციული თუ თანამედროვე მეცნიერება იზიარებს. კუჭ-ნაწლავი ჩვენი ორგანიზმის ცენტრია და ასევე კარიბჭე გარესამყაროსა და ორგანიზმის შინაგან სამყაროს შორის. შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე ჯანსაღ საკვებს მიირთმევდეთ, მაგრამ ეს საკვები თუ სათანადოდ არ იქნა გადამუშავებული და შეწოვილი, ჯანმრთელობის შენარჩუნება რთულია.

ჩვენი ფიზიოლოგიის ყველა საფეხური უშუალოდ არის დამოკიდებული მინერალებზე – უჯრედების ფუნქცია კალიუმისა და ნატრიუმის საშუალებით ხორციელდება, ფარისებრ ჯირკვალს სელენი, იოდი და თუთია ესაჭიროება, პანკრეასი თავისი ფუნქციების შესასრულებლად ქრომს, თუთიას და მაგნიუმს იყენებს, ჩვენი გული კალიუმის, კალცის და მაგნიუმის დახმარებით მუშაობს.

მინერალები ორგანიზმში არ გამომუშავდება, ამიტომ ის საკვების საშუალებით უნდა მივიღოთ. ორგანიზმის მინერალებით და სხვა სასიცოცხლო ნივთიერებებით მომარაგება საკვების გადამამუშავებელი სისტემის საქმეა.

 

ზამთარში ბუნებრივად ვიკვებებით უფრო მძიმე საკვებით. ასეთი საკვები გვეხმარება სითბოს შენარჩუნებაში და  ზამთრის ცივ დღეებთან გამკლავებაში, მაგრამ ხორცის, რძის ნაწარმის, პურეულის, ცხიმების გადამუშავება შრომატევადი საქმეა და უამრავ ფერმენტს და ნივთიერებას მოითხოვს. იტვირთება საკვების გადამამუშავებელი ორგანოები. თანაც ასეთი ტიპის საკვები ორგანიზმში მჟავე გარემოსაც ქმნის.

გაზაფხული არაჩვეულებრივი დროა საკვების მომნელებელი სისტემის გასაწმენდად და დასასვენებლად. ამ დროს სეზონურად  შემოდის ახალი ბოსტნეული, ხილი, სალათის ფოთლები და მწვანილი. ეს საკვები ხელს გვიწყობს ზამთარში აკრეფილი კილოგრამების დაფერთხვაში და ორგანიზმის ბალანსის აღდგენაში.

ამ პროდუქტების საშუალებით შეგვიძლია დავამზადოთ წვნიანები. მათი მომზადება მინიმალურ დროს მოითხოვს. მძიმე საკვებისგან განსხვავებით წვნიანი არ საჭიროებს საკვების გადამამუშავებელი სისტემის დატვირთულ მუშაობას. თანაც ის ორგანიზმს უამრავი ვიტამინით, მინერალით, ფიტონუტრიენტით, ანტიოქსიდანტით და ფერმენტით ამარაგებს.

 

როგორ დავამზადოთ სამკურნალო და თანაც გემრიელი წვნიანები?

 

სტაფილო, კურკუმა და ჯინჯერი.

სტაფილოს ნარინჯისფერი პიგმენტი მხოლოდ ფერი როდია. მას ბეტა-კაროტინი ეწოდება და ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება. A ვიტამინი აუცილებელია კანის და თვალის ჯანმრთელობისათვის. იგი გამოიყენება იმუნური სისტემის სათანო ფუნქციისათვის და გვიცავს სხვადასხვა ტიპის სიმსივნური დაავადებისგან. კურკუმაც ასევე ნარინჯისფერია, მაგრამ მას ეს ფერი ნივთიერება კურკუმინისგან ხვდა. კურკუმინი წარმოადგენს ანტიბაქტერიულ, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტ ნივთიერებას და გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ანთებითი პროცესების, სახსრების, კანის და ჭრილობების მოსარჩენად. ჯინჯერი აბალანსებს მუცლის ფლორას, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. საუკეთესო საშუალებაა ზედმეტი მჟავიანობის და ნაღვლის ბუშტის პრობლემების მოსაგვარებლად. ეს უგემრიელესი წვნიანი დაგეხმარებათ საკვების მომნელებელი სისტემის გამოჯანმრთელებაში. დაგჭირდებათ: 4 მოზრდილი სტაფილო, 3 სმ ჯინჯერი, 2 ჭიქა ცხელი წყალი (თუ საჭიროა, დაამატეთ),1 ს/კ ქოქოსის ზეთი,1 ჩ/კ კურკუმა, შავი პილპილი, გოგრის თესლი, ცოცხალი კამა.

 

ავოკადო, კიტრი და რეჰანი.

ავოკადო ჯანსაღი ცხიმების ერთ-ერთი საუკეთესო წყაროა. იგი შეიცავს ომეგა-3 მონოუჯერ ცხიმებს, რომელსაც ორგანიზმი თავისით ვერ გამოიმუშავებს და მათი მიღება საკვების საშუალებით უნდა მოხდეს. თუ ულუფებს ჯანსაღი ცხიმებით დააბალანსებთ, შენიშნავთ ენერგიის მატებას, კანის, ფრჩხილების და თმის ხარისხის გაუმჯობესებას, ხასიათის პოზიტიურ ცვლილებებს, დაარეგულირებთ წონას, იმუნიტეტს, ალერგიას, ეგზემას, აირიდებთ გულსისხლძარღვოვან დაავადებებს, ართრიტს, ასევე გამოგისწორდებათ საჭმლის მომნელები სისტემის ფუნქციაც. ავოკადი ასევე შეიცავს C, E, K, B ვიტამინებს, კალიუმს, მაგნიუმს და ფოლიუმის მჟავას. ავოკადოსგან შეგიძლიათ დაამზადოთ უმი წვნიანი. დაგჭირდებათ: 4 ავოკადო, 2 კიტრი, 2 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, რეჰანი, მწვანე ხახვი, მარილი, შავი პილპილი  და 2 ჭიქა წყალი.

 

სატაცური, ყვავილოვანი კომბოსტო და კამა.

სატაცური შეიცავს ანტიოქსიდანტ გლუტათიონს. იგი ორგანიზმს ეხმარება ტოქსინებისგან გათავისუფლებაში, ანთებითი პროცესების ჩახშობასა და დაავადებების წარმოშობის რისკების შემცირებაში. სატაცური არაჩვეულებრივი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის პრობლემების მოსაგვარებლად, რადგან ის შეიცავს წყალში ხსნადი ბოჭკოს სახეობას, რომელიც ნაწლავებში გელად გადაიქცევა, წმენდს მას და კვებავს კარგ ბაქტერიებს. სატაცურში ასევე არის B12 და K2 ვიტამინები, რომლებიც აძლიერებს იმუნურ სისტემას. სატაცურის წვნიანის დასამზადებლად დაგჭირდებათ: 1 კონა სატაცური, 1 პატარა ყვავილოვანი კომბოსტო, 1 კბილი ნიორი, ხახვი, კამა, 1 ს/კ ლაიმის წვენი, მარილი, პილპილი, 1 ს/კ ზეითუნის ზეთი.

საუკეთესო შედეგების მისაღწევად რეკომენდებულია 10-14 დღე მხოლოდ წვნიანების მიღება. ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნება, თუ დღეში ერთის ტიპის წვნიანს მიიღებთ. ასეთ შემთხვევაში დაამზადეთ მთელი დღის საკმარისი ულუფა.

 


რეკომენდებული სტატიები
3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3 სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ

3  სასარგებლო ტონიკი, რომელიც ზამთარში გაგაჯანსაღებთ და გაგათბობთ
ზამთრის ტონიკების დამზადება ადვილია - სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ. საუკეთესო შედეგების მისაღწევად მიირთვით ტონიკი სისტემატურად. შეძლებისდაგვარად შეიძინეთ ბიოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტები
5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ

5 საკვები პროდუქტი, რომელსაც არასდროს არ უნდა მივეკაროთ
ინდუსტრიული წესებით დამზადებული ზოგიერთი საკვები ჩვენს ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. რას უნდა ვერიდოთ ყველაზე მეტად და რა უნდა ვიცოდეთ ამ საკვების წარმომავლობის და ზეგავლენის შესახებ
ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები
ზამთარში ჩვენს იმუნურ სისტემას განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. იმუნური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას კი ვიტამინები და ჯანსაღი მომნელებელი სისტემა განსაზღვრავს
ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ
ამა თუ იმ სასიცოცხლო ნივთიერებების ნაკლებობა შესაძლებელია უამრავი ქრონიკული დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.