fbpx

ზამთარში ჯანმრთელობის შენარჩუნების მარტივი რჩევები


გააზიარე სტატია


მწვანე ბლოგის წარმდგენია “ლისი დეველოპმენტი

 

 

ავტორი: სოფია გიგიტაშვილი

 

მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი ცივი და ხანდახან მოსაბეზრებელია, მას მაინც აქვს თავისი ხიბლი და დანიშნულება. ტრადიციული ჩინური მედიცინის მიხედვით, ზამთარი დედამიწაზე ბალანსის შენარჩუნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ცივი ტემპერატურა ამცირებს ანთებით პროცესებს, ალერგიებს, გვეხმარება უკეთ აზროვნებასა და ძილში. ასევე ის დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზეც. ზამთარში ჰაერი უფრო ცინცხალი და სუფთაა, რაც თავისთავად ასუფთავებს სასუნთ ორგანოებს და ამარაგებს ორგანიზმს უკეთესი ჟანგბადით.

ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმუნურ სისტემას, რადგან ის გვიცავს ვირუსების, ბაქტერიებისა და ათასგვარი დაუპატიჟებელი სტუმრებისგან. იმუნურ სისტემას კი თავისი ფუნქციების შესასრულებლად სხვადასხვა ნუტრიენტები ესაჭიროება. როცა ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდა და სეზონური საკვებით იკვებებოდა, იგი ახერხება ამ ნივთიერებების საკვებიდან მიღებას. ჩვენს დროში კი უამრავი მიზეზის გამო, რთულდება ორგანიზმის ნუტრიციული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რაც თავისთავად იწვევს იმუნური სისტემის შესუსტებას და ზრდის სხვადასხვა ტიპის გრიპების, სასუნთქი გზების დაავადებების და  გაციების რისკსაც.

იმუნური სისტემა თავისი ფუნქციების შესასრულებლად  ვიტამინ C, E, A, D, ფოლიუმის მჟავას, რკინას, სელენს და თუთიას იყენებს. თუ ორგანიზმში ამ ნივთიერებების ნაკლებობა აღინიშნება, ჩვენი იმუნური სისტემის მუშაობაც შეფერხებულია. ვირუსები ადვილად ახერხებენ უჯრედებში შეღწევას, რაც მაღალ სიცხეს, ტკივილებს და კვირაობით ლოგინში გატარებულ დროს ნიშნავს.

იმუნური სისტემის სწორ ფუნქციას ასევე განსაზღვრავს საკვების მომნელებელი სისტემაც, იმუნური სისტემის 70% სწორედ აქ მდებარეოებს. ჩვენს მუცელში მობინადრე კარგი ბაქტერიებიც აქტიურად მონაწილეობენ ორგანიზმის დაცვასა და გაჯანსაღებაში. ამიტომაც, ამ სეზონში განსაკუთრებულად  უნდა ვიზრუნოთ კუჭ-ნაწლავის ჯანმრთელობაზეც.

ზამთარში ასევე ხშირია სეზონური დეპრესია და მელანქოლია, რაც შესაძლებელია მზის სხივების უკმარისობით იყოს გამოწვეული. სწორედ მათი საშუალებით გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი ვიტამინ D-ს, რომლის უკმარისობაც საფუძვლად უდევს ზამთარში მენტალურ დისბალანსებს.

არსებობს ზამთარში ორგანიზმის ბალანსის აღდგენისა და შენარჩუნების მარტივი გზები, რომლებიც დაგვეხმარებიან  წარმატებით გავუმკლავდეთ ზამთრის სუსხიან დღეებს.

 

მიირთვით სეზონური საკვები

შემთხვევითი  არ არის, რომ ზამთრის ხილისა და ბოსტნეულის უმეტესობა ნარინჯისფერი ან წითელია. ეს მარტო ფერი არ არის, არამედ პიგმენტი კაროტინია. იგი ორგანიზმში A ვიტამინად გადაიქცევა. ეს ვიტამინი კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნუტრიენტია იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის. ზამთრის ხილი და ბოსტნეული ასევე უხვად შეიცავს იმუნური სისტემის საყვარელ C ვიტამინსაც. ამიტომ ზამთარში შეეცადეთ მიირთვათ: გოგრა, ჭარხალი, სტაფილო, ტკბილი კარტოფილი, ბოლოკი, ჯინჯერი, მანდარინი, კომში, კარალიოკი, მსხალი, ვაშლი, ბროწეული. ყველა ეს სეზონური ხილი და ბოსტნეული ბუნებამ ისე დააკომპლექტა, რომ მათ შეუძლიათ  ჩვენი ორგანიზმის ზამთარში გამოკვება და დაბალანსება. ამ ბოსტნეულიდან თუ წვნიანებს მოამზადებთ და თანაც  ჯინჯერს დაუმატებთ, გაუმჯობესდება კუჭ-ნაწლავის ფუნქციაც, ასევე მიირთვით მოუხალავი თხილეული, მარცვლეული და ჩირი. ეს ყველაფერი სავსეა მინერალებით და ვიტამინებით. ზამთარში რეკომენდებულია ფერმენტირებული ბოსტნეულის (მწნილების) მირთმევაც. მასში უხვად არის პრობიოტიკები (კარგი ბაქტერიები), რომლებიც გვეხმარებიან კუჭ-ნაწლავის ფლორის დაბალანსებაში.

 

შეარჩიეთ ზამთრის სუნელები

კერძებს დაუმატეთ ზამთრის სუნელები: კურკუმა, კვლიავი, დარიჩინი, მწარე წიწაკა, მუსკატი, ხმელი ქინძი და ჯინჯერი. იმის გარდა, რომ სუნელები აგემრიელებენ კერძებს, მათში ასევე თავმოყრილია ანტიოქსიდანტები და მინერალები: კალცი, მაგნეზიუმი, რკინა, ნატრიუმი, თუთია, სელენი და კალიუმი. სუნელები ხელს უწყობენ ორგანიზმის გათბობას, საკვების გადამუშავებას, ქოლესტერინის და სისხლში შაქრის რეგულაციას.

 

აირიდეთ გრიპი და გაციება ჯინჯერის ელექსირით

 იმისთვის, რათა გრიპი და გაციება არ გადაიზარდოს ხანგრძლივ პროცესში, კარგი იქნება თავიდანვე მივიღოთ საჭირო ზომები. ამაში ჯინჯერი ნამდვილად დაგეხმარებათ. ჯინჯერს ასზე მეტი სამკურნალო თვისება გააჩნია. იგი არის ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიული და ატარებს დეტოქსიკაციის თვისებებს.


ჯინჯერის ელექსირი შეგიმსუბუქებთ გაციების და გრიპის პირველ სიმპტომებს, ყელის ტკივილს, სურდოს და დისკომფორტს. მიირთვით ერთი ჭიქა ელექსირი (თბილი), 3-4-ჯერ დღეში გრიპის ან გაციების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე. დაგჭირდებათ: 5 სუფრის კოვზი გახეხილი ჯინჯერი, 3 ლიმონი, 4 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ჩ/კ კურკუმა. გახეხეთ ან დააბლენდერეთ ჯინჯერი, ლიმონი და კურკუმა, დაამატეთ თაფლი. მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ მაცივარში. საჭიროების შემთხვევაში ერთი სუფრის კოვზ ლიმონის და ჯინჯერის მიქსს დაასხით ერთი ჭიქა ცხელი წყალი. ჯინჯერს ახასიათებს თავისებური ცხარე გემო, შეგიძლიათ დაამატოთ წყალი და თაფლი თქვენი გემოვნების მიხედვით.

 

ესტუმრეთ საუნას

 

 ზამთარი ერთ-ერთი საუკეთესო დროა საუნის მისაღებად. ცივი-ცხელი ტემპერატურის მონაცვლეობა და ოფლის გამოყოფა ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, ათავისუფლებს უჯრედებს ტოქსინებისგან და კანს ხდის ელასტიკურს. მაღალი ტემპერატურა ასევე სწევს ბაზალურ ტემპერატურასაც, რაც ააქტიურებს იმუნურ სისტემას. აქტიური იმუნური სისტემა კი ანადგურებს ორგანიზმში შემოპარულ ვირუსებსა და ბაქტერიებს. რაც უფრო ნაკლები ტოქსინებია ჩვენს ორგანიზმში, მით უფრო კარგად მუშაობს აღდგენისა და მორჩენის მექანიზმებიც. საუნა ასევე სტრესისგან განმუხტვის საუკეთესო საშუალებაა, აუმჯობესებს  ძილსაც.

 

მიიღეთ ვიტამინი D3 და C

D ვიტამინის უკმარისობა განსაკუთრებით ზამთარში ჩნდება. ამ ვიტამინზეა დამოკიდებული სახსრებისა და კუნთების ჯანმრთელობა, წონის კონტროლი,  იმუნური სისტემის, პარაფარისებრი ჯირკვლის და საკვების მომნელებელი სისტემის ფუნქცია. მისი უკმარისობა იწვევს მენტალურ პრობლემებს და დეპრესიას. რეკომენდებულია ზამთარში მისი დანამატის სახით მიღება, მაგრამ დანამატი აუცილებლად უნდა იყოს ვიტამინი D3 და არა ვიტამინი D2, რომელიც ტოქსიკურია. რეკომენდებული დოზაა დღეში 1000 IU (100 მიკროგრამი). ზამთრის განმავლობაში ასევე მიიღეთ C ვიტამინიც. მას ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და საკვების ან დანამატის სახით უნდა მივიღოთ. ის აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის და აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები. შეიძინეთ C ვიტამინი ბიოფლავონოიდებთან ერთად, რადგან ამ ფორმით ის ყველაზე კარგად შეითვისება. რეკომენდებულია დღეში 500 მგ მიღება, გაციებისა და გრიპის დროს კი შეგიძლიათ გაზარდოთ 1000 მგ-მდე.

ზამთარში რამდენიმე კილოგრამის მატება ნორმალური მოვლენაა და სასარგებლოც არის, რადგან ცხიმი გვეხმარება სითბოს შენარჩუნებაში. მაგრამ თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ არასასურველი წონა, რეკომენდებულია ვარჯიში. ზამთარში უფრო მეტს მივირთმევთ, ვიდრე ზაფხულში, ამიტომაც კარგი იქნება ვიმოძრაოთ. ასევე აუცილებლად გაატარეთ დრო სუფთა ჰაერზე. ეს დაგეხმარებათ უკეთესად აზროვნებასა და სასუნთქი გზების განიავებაში.


რეკომენდებული სტატიები
დიეტების გარეშე წონაში დაკლების სტრატეგიები

დიეტების გარეშე წონაში დაკლების სტრატეგიები

დიეტების გარეშე წონაში დაკლების სტრატეგიები
სტატისტიკის მიხედვით, დიეტის შემდეგ ადამიანების 80% ისევ იმატებს წონაში. ძველი ბერძნული წყაროების მიხედვით კი სიტყვა “დიეტა” არა “შიმშილს”, არამედ “ცხოვრების წესს” ნიშნავს
ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ

ორგანიზმისთვის სასიცოცხლო ნივთიერებები, რომლებიც დანამატების სახით შეგვიძლია მივიღოთ
ამა თუ იმ სასიცოცხლო ნივთიერებების ნაკლებობა შესაძლებელია უამრავი ქრონიკული დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს
როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და ავირიდოთ დაავადებები

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და ავირიდოთ დაავადებები

როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და ავირიდოთ დაავადებები
დაბერების პროცესის შეჩერება ჯერჯერობით ადამიანს არ შეუძლია, მაგრამ არსებობს სტრატეგიები, რომელთა ყოველდღიურობაში დანერგვაც დაბერების პროცესის შენელებაში დაგვეხმარება. ლამაზად და ჯანმრთელად დაბარებაც ხომ მიღწევაა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.