fbpx

ბრუკლინის სანაპირო ტრასა შესაძლოა გამწვანებულ პარკად გადააქციონ


გააზიარე სტატია

 

Bjarke Ingels Group-მა ბრუკლინში ლანდშაფტური დაგეგმარების პროექტის დეტალები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 6-ზოლიანი ტრასა ქალაქისა და სანაპიროს დამაკავშირებელ გამწვანებულ ტერიტორიად გადაკეთდება. პროექტის ფოკუსში აღმოჩნდა ცნობილი ქალაქმგეგმარებლის – რობერტ მოზესის მიერ 1960-იანებში დაპროექტებული ბრუკლინ-ქუინსის დამაკავშირებელი გზა.

 

 

აღნიშნული ტრასის მომსახურების მიუხედავად, აქამდე არსებული პროექტები ვერ ახერხებდნენ ტრასის სახით ქალაქსა და სანაპიროს შორის არსებული ბარიერის პრობლემის გადაჭრას. Bjarke Ingels Group-ის პროექტის მიხედვით შესაძლებელია არსებული საგზაო ინფრასტრუქტურის საპარკო ტერიტორიად ქცევა ისე, რომ სამანქანო ტრაფიკმა არ ხელყოს საჯარო სივრცის ხარისხი.

 

 

სქემის პირველი ნაწილის მიხედვით, ფულმან სტრიტისა და ბრუკლინ ბრიჯ პარკის გაყოლებაზე უნდა მოეწყოს სამანქანო გზა, რომელიც მარტივი გადახურვით დაიფარება, რაც ქალაქს მისცემს ზემოდან დამატებითი საპარკო ტერიტორიის მოწყობის საშუალებას, ხოლო ბრუკლინ ბრიჯ პარკს მიმდებარე საცხოვრებელ კვარტლებთან დაბალი ინტენსივობის დამაკავშირებელი გზებითა და საფეხმავლო ბილიკებით დააკავშირებს.

 

 

გადახურულ ტრასაზე ახალი საპარკო ტერიტორიის შექმნის გარდა,  ასევე ჩნდება სივრცე მსუბუქი ტრამვაის ხაზისთვისაც. გადახურვა სამხრეთით – ატლანტიკ ავენიუმდე გრძელდება, სადაც ის ხაზოვან პარკთან დამაკავშირებელ ურბანულ კვანძს შექმნის.

 

 

შედეგად, მარტივი სტრუქტურული მიდგომა იძლევა სატრანსპორტო არტერიის რეკონსტრუქციის ისეთი გადაწყვეტას, რომელიც მისაღები, ფინანსურად მოგებიანი და, ამასთან ერთად, ლანდშაფტური რეაბილიტაციაა. ერთი შეხედვით რადიკალური ხასიათის მიუხედავად, Bjarke Ingels Group-ის სქემა Brooklyn Heights-ის ისტორიული ფორმის გამოძახილია, როდესაც მდინარე და ქალაქი ერთმანეთთან იყო შერწმული საავტომობილო მაგისტრალის აშენებამდე.

https://www.archdaily.com


რეკომენდებული სტატიები
ქართველმა არქიტექტორებმა ვილნიუსში ხიდის პროექტის კონკურსზე გაიმარჯვეს

ქართველმა არქიტექტორებმა ვილნიუსში ხიდის პროექტის კონკურსზე გაიმარჯვეს

ქართველმა არქიტექტორებმა ვილნიუსში ხიდის პროექტის კონკურსზე გაიმარჯვეს
ქართველი არქიტექტორის,  ივანე ქსნელაშვილის გუნდმა უკვე მესამედ გაიმარჯვა ხიდის პროექტის საერთაშორისო კონკურსში. პროექტი Užvingio Island Bridge ვინგის პარკს და ლიტ-ექსპოს ტერიტორიებს ერთმანეთთან დააკავშირებს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.