fbpx

ქართველმა არქიტექტორებმა ვილნიუსში ხიდის პროექტის კონკურსზე გაიმარჯვეს


გააზიარე სტატია

 

ივანე ქსნელაშვილის გუნდმა უკვე მესამედ გაიმარჯვა ხიდის პროექტის საერთაშორისო კონკურსში!

ვილნიუსის საფეხმავლო ხიდის 16 საკონკურსო მონაწილიდან პირველი საპრიზო ადგილის მფლობელად KILD Architects და საინჟინრო კომპანია TEC Infrastructure  გამოცხადდნენ.

პროექტი Užvingio Island Bridge ვინგის პარკს და ლიტ-ექსპოს ტერიტორიებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

 

 

იხილეთ ვრცლად:

 

 

პროექტის ავტორები:

  • დომინიკას დაუნისი, პეტრას იშორა, ივანე ქსნელაშვილი, ონა ლოზურაიტიტე (KILD architects)
  • ვილიუს კარიეტა (TEC Infrastructure).
  • სტატუსი: კონკურსის პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი
  • მოდელი: ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტთა ხიდი
  • ბიუჯეტი: 5 მლნ ევრო
  • პროექტის დრო: 2019 / 03
  • ლოკაცია: ვილნიუსი, ლიეტუვა
  • ორგანიზატორები: The Architects’ Chamber of Lithuania
  • კლიენტი: Vilnius Municipality

 

 

Užvingio Island Bridge-ის იდეა მიმდებარე ტერიტორიების ურბანული და ისტორიული საარქივო მასალების გამოკვლევის შედეგად გაჩნდა.  კონკურსის განაცხადი არსებული დაგეგმარების ფუნქციურ საჭიროებებს ასახავს, და ამავდროულად, ცდილობს მდებარეობის ისტორიული მახასიათებლების ახალი იდენტობის საკითხს უპასუხოს.  

პროექტი Užvingis-ის ისტორიულ კუნძულს საზოგადოებრივი სივრცის, როგორც პარკის მნიშვნელობას უბრუნებს, რომელიც თავისთავად ქალაქის გამწვანებული ტერიტორიების არეალს აფართოებს. ხიდი და ქალაქი საზოგადოებრივი სივრცეების კომპლექსსა და ურთიერთკავშირს ქმნის, რომელიც Lithuan Expo-სა და Congress Center Litexpo-სთან მიმართებაში ქალაქის ცენტრის გაზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტი ითვისებს ჰარმონიულ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ – კიდეებზე ხიდის სტრუქტურა ყველაზე თხელია, რაც მდინარე ნერისის მწვანე სანაპიროებს მინიმალისტურ გარეგნობას სძენს, და ასევე მდინარის ნაპირებს შორის  უმოკლეს გზას წარმოქმნის. ხიდის მდებარეობა ხაზს უსვამს მდინარისპირა ლანდშაფტის ბუნებრივ ნიშან-თვისებებს და ინარჩუნებს მათ.

ბილიკის სისტემა გეომეტრიულად თანაბარია ხიდის ღერძისა და ეპიცენტრის გადაკვეთის წერტილში და ახლად აშენებული პარკების ბილიკებზე იჭიმება. კუნძულის ტერიტორია გამოხატულია მისი საზღვრების დაცვასა და ხაზგასმაში, ასევე ახდენს რელიეფის ნაწილობრივ რეფორმირებას და უზრუნველყოფს ახალი გამწვანების გაშენებასაც.

 

ხიდის ტექნიკური მახასიათებლები:

  • სიგრძე 171.9 მ.
  • სიგანე 105 მ.
  • ფართობი 1620 კვ.მ.

 


რეკომენდებული სტატიები
დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე

დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე

დიზაინი და არქიტექტურა ინსტაგრამზე
თუ გაინტერესებთ თანამედროვე ქალაქების დაპროექტებისა და ურბანისტიკის საკითხები, გამორჩეული და კრეატიული არქიტექტურის მქონე თანამედროვე შენობები, დიზაინი, ან უბრალოდ გსურთ, რომ ვირტუალურად იმოგზაუროთ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო Instagram ანგარიშს
"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის

"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის

"ბოილერი" - ექსპერიმენტული სივრცე შემთხვევითი შეხვედრებისთვის
“ბოილერი” იყო მცდელობა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის თუ სოციალური შრეების და წრეების ადამიანები, ჩამოსული სტუმრები თუ ადგილობრივი ხელოვანები, შემთხვევითი გამვლელები და ნაცნობები ერთ ფიზიკურ კონკრეტულ ინტერიერში გადაკვეთილიყვნენ
არტისტმა ახალი შენობა WatsApp-ის ემოჯებით მოაპირკეთა

არტისტმა ახალი შენობა WatsApp-ის ემოჯებით მოაპირკეთა

არტისტმა ახალი შენობა WatsApp-ის ემოჯებით მოაპირკეთა
ჰოლანდიურმა არქიტექტურულმა კომპანიამ თავის ახალ შენობაზე  კლასიკური დეკორის თანამედროვე ეკვივალენტით ჩანაცვლება სცადა და ფასადი 22 “ემოჯით” (ემოციით) გააფორმა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.