fbpx

არქიტექტურული რევოლუცია ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ მეგაპოლისში


გააზიარე სტატია

 

 

ბოლივიაში, ლა-პასის დეპარტამენტში, ზღვის დონიდან 4 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ქალაქი ელ-ალტო. ქალაქი ქვეყნის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარე მეგაპოლისად ითვლება. 2019 წლის მონაცემებით, ელ-ალტოს მოსახლეობამ მილიონს გადააჭარბა.

 

ქალაქის ისტორია საუკუნის წინ დაიწყო, როცა ბოლივიის მთებში რკინიგზა გაჰყავდათ და რეგიონშიც რკინიგზაზე მომუშავე ადამიანები და მაღაროელები დასახლდნენ.

ელ-ალტოს უმეტესი შენობები აგურით ააშენეს,  გზები დღესაც მოუწესრიგებელი და მტვრიანია და დიდი ხნის განმავლობაში დამთრგუნველი სანახავი იყო.

რამდენიმე წლის წინ კი ქალაქში ერთგვარი არქიტექტურული რევოლუცია დაიწყო, რომელიც თვითნასწავლმა არქიტექტორმა ფრედი მამანიმ წამოიწყო.

მამანიმ ელალტოელებს მკვეთრი ფერებისა და უჩვეულო ფორმების ე.წ. ჩოლეტები შესთავაზა. („cholets“ – ფრანგული „chalet“-დან ნაწარმოები სიტყვაა, რომელიც „შალეს“ მსგავსად „დიდ სახლს“ ნიშნავს). მისი სახლები საკმაოდ ძვირია, ფასი 300-600 ათას დოლარს შეადგენს, შესაბამისად, მათი შეძენა მხოლოდ აიმარის ტომის წარმომადგენელ მდიდარ ინდიელებს შეუძლიათ. Nuevo Andino-ს სტილში აგებულ სახლებში ცხოვრება სოციალური სტატუსის სიმბოლოს წარმოადგენს.

 

 

საინტერესოა ისიც, რომ „ჩოლეტები“ ერთი პრინციპით შენდება: პირველ სართულზე მაღაზიებია განლაგებული, მეორეზე – დიდი დარბაზები წვეულებებისთვის, მესამეზე – საცხოვრებელი ფართი გასაქირავებლად, ხოლო მეოთხეზე – თავად შენობის მფლობელები ცხოვრობენ.

 

 

არქიტექტორის თქმით, მის სახლებზე მოთხოვნა იზრდება და ძალიან მალე ერთ დროს ნაცრისფერი ქალაქი ფერად საოცრებად გადაიქცევა. მას განზრახული აქვს, რომ ქალაქის მოედნები, ავტობუსის გაჩერებები და პარკებიც გაალამაზოს.

ფრედი მამანის კრიტიკოსებიც ჰყავს. მისი ხელწერას – მკვეთრ ფერებსა და არაორდინალურ დიზაინს კიტჩადაც მოიხსენიებენ,

თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვლიან, რომ მას ელ-ალტოს ფორმისა და ესთეტიკის სრულად შეცვლა შეუძლია, როგორც ეს ანტონიო გაუდიმ მოახერხა ბარსელონაში, ან ოსკარ ნიმაიერმა – ბრაზილიაში.

 

 


რეკომენდებული სტატიები
სახელოვნებო სივრცე "ობსკურა"

სახელოვნებო სივრცე "ობსკურა"

სახელოვნებო სივრცე "ობსკურა"
წარმოგიდგენთ ინტერვიუს სახელოვნებო პლატფორმის, “ობსკურას” დამფუძნებლებთან და გაგაცნობთ კვირა დღის გამოფენებს, დროებით სახელოსნოს და სამომავლო გეგმებს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.