7 მაისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს 50 ქვეყნიდან საქართველო ფეისბუქზე HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით 44-ე ადგილზეა. სწორედ ამიტომ ყველამ ერთად “დავგულოთ” ეს პოსტი და ვცადოთ, მომდევნო წლის სტატისტიკაში საქართველო იმ ქვეყნების სიაში შევიყვანოთ, სადაც გულის რეაქციას ყველაზე ხშირად იყენებენ. 

23-26 მაისს ბოსტონის სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართული ფილმების რეტროსპექტივას უმასპინძლებს.

ღონისძიება  New Wave Now: Georgia’s Independent Voice საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს და Ballets Russes Arts Initiative მხარდაჭერით იმართება და იგი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს ეძღვნება. ბოსტონში უჩვენებენ შემდეგ ქართულ ფილმებს:

  • 23 მაისი – “ჩემი ბედნიერი ოჯახი” (რეჟისორები: ნანა ექვთიმიშვილი და სიმონ გროსი)
  • 24 მაისი – “აღსარება” (რეჟისორი ზაზა ურუშაძე)
  • 25 მაისი – “ხიბულა” (რეჟისორი გიორგი ოვაშვილი)
  • 25 მაისი – “ჩვენი სისხლი ღვინოა” (რეჟისორი ემილი რეილსბექი)
  • 26 მაისი – “სავარძელი” (რეჟისორი ელდარ შენგელაია)

წყარო: http://beta.gnfc.ge

 

ბრუნეიში შეაჩერეს კანონი, რომელიც გეი სექსისა და ოჯახური ღალატის გამო სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა

აღნიშნული კანონი ბრუნეიში რამდენიმე კვირის წინ ამოქმედდა, რასაც დიდი საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის ცნობილი ადამიანების მხრიდან. მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ და მომღერალმა ელტონ ჯონმა საზოგადოებას მოუწოდეს, ბრუნეისთან დაკავშირებულ სასტუმროებს ბოიკოტი გამოუცხადონ. კანონს კრიტიკულად გამოეხმაურა გაერო.

წყარო: https://www.bbc.com

 

11 მაისს ლისის ტბაზე „წიგნების კითხვის ფესტივალი“ გაიმართება

ფესტივალის კარი 12:00 საათზე გაიღება. მოსული სტუმრები მთელი დღის განმავლობაში შეძლებენ ბუნებაში მოწყობილ ლამაზ და კომფორტულ გარემოში იკითხონ, ეწვიონ „წიგნების თაროს” სამკითხველო სივრცეს, ითხოვონ ან გაცვალონ წიგნები და მიიღონ ლიტერატურასთან დაკავშირებული რჩევები. ასევე მოისმინონ საინტერესო მასტერკლასები, ჩაერთონ წიგნების კითხვის უპრეცედენტო ფლეშმობში, ითამაშონ „წიგნების თარო“ და მოიგონ სხვადასხვა პრიზი.

წყარო: https://www.facebook.com

 

მეგან მარკლი და პრინცი ჰარი მშობლები გახდნენ

მეგან მარკლმა 6 მაისს იმშობიარა და ბიჭი გააჩინა. როგორც პრინცმა ჰარიმ ჟურნალისტებს უთხრა, დედაც და ბავშვიც თავს კარგად გრძნობენ. ახალშობილი 3 კილოგრამზე მეტს იწონის.

წყარო: https://www.telegraph.co.uk

 

GOT-ის ფანებმა სერიალის მეოთხე სერიაში სტარბაქსის ჭიქა შეამჩნიეს

GOT-ის ფინალური სეზონის მეოთხე სერიაში, ვინტერფელის ერთ-ერთ სცენაში, გამარჯვების აღსანიშნავი ნადიმის დროს მაგიდაზე დეინერის ტარგარიენის გვერდით ყავის ჭიქა დევს.

წყარო: https://edition.cnn.com

 

ნიკოლოზ ბასილაშვილი ფრენსის ტიაფოსთან დამარცხდა და მადრიდის მასტერსს გამოეთიშა.

ქართველმა სპორტსმენმა პირველი წრის ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, რითაც ბასილაშვილმა შარშანდელი შედეგი გაიმეორა.

 

Met Gala-ზე დემნა გვასალიას ნამუშევრებიც იქნება წარდგენილი

დღეს მოდის სამყაროს მთავარი ღონისძიება Met Gala გაიმართება.  წლევანდელი გალას თემა კემპია, რაც განსაკუთრებულ ექსტრავაგანტურობასა და თეატრალურობას მოიცავს. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი თემატური გამოფენაა ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის მუზეუმში. წელს მსოფლიო მოდის ლეგენდებთან ერთად ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ნამუშევრებიც იქნება წარმოდგენილი.

წყარო: https://www.facebook.com

 

ფეისბუქზე HaHa რეაქციის გამოყენების სიხშირით საქართველო 44-ე ადგილზეა

 

Socialbakers-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, რომლებიც ფეისბუქზე ჰაჰა რეაქციას ყველაზე ხშირად იყენებენ. აღმოჩნდა, რომ ჰაჰას გამოყენების სიხშირით, 50 ტოპ ქვეყანაში საქართველო 44-ე ადგილზეა. პირველ ადგილზეა პერუ, მას საფრანგეთი, მექსიკა და გერმანია მოჰყვება.

წყარო: https://www.facebook.com

 


რეკომენდებული სტატიები
6 მაისი დილიდან
Play Video

6 მაისი დილიდან

6 მაისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დილიდან ბევრი სიახლე გვაქვს თქვენთვის სათქმელი. მათ შორის ისიც, რომ გამოვიდა Vetements-ის ახალი აპლიკაცია, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციაზე მოგვითხრობს.
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტები TripAdvisor-ის მიხედვით

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტები TripAdvisor-ის მიხედვით

მსოფლიოს ყველაზე პოპულარული გამაჯანსაღებელი კურორტები TripAdvisor-ის მიხედვით
ონლაინ სერვისმა TripAdvisor-მა  იმ ადგილების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ჩადიოდა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.