fbpx

Banksy-ის ქუჩის სავაჭრო სტენდი ვენეციაში ხელოვნების ექსპერტებისგან შეუმჩნეველი დარჩა


გააზიარე სტატია

 

ავტორი: დანიელ ვოლცკე

 

ვენეციის ბიენალეზე 5000-მდე ჟურნალისტი იყო აკრედიტებული. აქვე იმყოფებოდა ხელოვნების ინდუსტრიის ათასობით წარმომადგენელი – მუზეუმის პერსონალი, არტისტები, გალერისტები და ფრილანს კურატორები.

 

ბიენალეს დღეებში ვენეცია მსოფლიოში ხელოვნების ექსპერტების ყველაზე დიდი სიმჭიდროვის ადგილი იყო. და ამის მიუხედავად, ვერავინ შეძლო ხელოვნების სამყაროს ყველაზე დიდი ფანტომის ამოცნობა.

ამის გამო არტისტმა გადაწყვიტა, თვითონ გამოსულიყო სააშკარაოზე და თავის ინსტაგრამზე გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ აწყობს მამაკაცი  სავაჭრო სტენდს ქუჩაში ზეთში შესრულებული ნახატებით, რომლებიც მოზაიკურად ქმნიან ვენეციაში შემოსული საკრუიზო გემის სურათს.

 

 

დიდი საკრუიზო ლაინერები ამ ქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგან მათ გამო ფართოვდება ვენეციის წყლის სატრანსპორტო ზოლები, იხერგება მოძრაობა და მახინჯდება ხედები. ბენკსის სტენდს ამშვენებს წარწერა “ვენეცია ზეთში”.

ინსტაგრამის ვიდეოს ბოლოში ნახატების გამყიდველს პოლიცია აგდებს შესაბამისი ნებართვის არქონის გამო. ბენკსიმ ბიენალესთან დაკავშირებით დაწერა: “იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაზე დიდი და პრესტიჟული არტ მოვლენაა მსოფლიოში, იქ მე არასდროს მეპატიჟებიან.”  

 

უკვე ბიენალეს გახსნის კვირაშივე მედია მსჯელობდა იმაზე, იყო თუ არა ვენეციურ კედელზე გამოსახული დევნილი ბიჭის გრაფიტი ბენკსის ნამუშევარი, თუმცა არტისტს თავის ვებსაიტზე ეს არ დაუდასტურებია. გერმანული პრესის სააგენტოს ფოტოგრაფმა ხელოვნების ნიმუში შემდეგი წარწერით გაუშვა: “ქუჩის მხატვარი ყიდის ნახატებს წმ. მარკოს მოედანზე”. ერთადერთი, გასარკვევია – იყო თუ არა ეს თვითონ ბენკსი?

ორიგინალი: https://www.monopol-magazin.de

 


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.