fbpx

24 მაისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დილიდან გვინდა გახაროთ, რომ 3-წლიანი ლოდინი, როგორც იქნა, დასრულდა და გადაცემა “რა? სად? როდის?” ეთერში ბრუნდება. პირველი გადაცემა შაბათს, 25 მაისს პირველი არხის ეთერში გავა.

 

სამწლიანი პაუზის შემდეგ გადაცემა “რა? სად? როდის?” ეთერში ბრუნდება.

რა❓ სად❓ როდის❓ საქართველოს პირველ არხზე ბრუნდება 🎉

რა❓ სად❓ როდის❓ საქართველოს პირველ არხზე ბრუნდება 🎉🎬 გადაცემა, რომელსაც დიდ ხანს ელოდით🎞 შაბათს, 25 მაისს, 23:30 საათზე

Gepostet von პირველი არხი am Donnerstag, 23. Mai 2019

 

პირველი გადაცემა შაბათს, 25 მაისს პირველი არხის ეთერში გავა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ვიდეო: ამერიკელი მოსწავლეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ.

He does it again! He honored his country of Georgia with their National Anthem.

Gepostet von Paty Hart am Dienstag, 21. Mai 2019

გაცვლითი პროგრამა FLEX-ის მონაწილე არჩილ გვასალია ამერიკელ კლასელებთან ერთად საქართველოს ეროვნულ ჰიმნს ასრულებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა

ტურნირის მე-12 საშეჯიბრო დღეს ქართველ სუმოისტს მაეგაშირა მეისეიმ მოუგო. მიმდინარე ტურნირზე ტოჩინოშინს ჩატარებული 12 ბრძოლიდან 9 მოგება და 3 წაგება აქვს. იმისთვის რომ ქართველმა ოძეკის ტიტული დაიბრუნოს, დარჩენილი 3 დაპირისპირებიდან ერთი მაინც უნდა მოიგოს.

 

საბავშვო მწერალი ჯუდიტ კერი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

50-წლიანი კარიერის განმავლობაში მან 30 წიგნი გამოსცა. მისი ცნობილი რომანია „როცა ჰიტლერმა ვარდისფერი კურდღელი მოიპარა“. ჯუდიტ კერი 1923 წელს გერმანიაში დაიბადა. 1936 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბრიტანეთში გადავიდა. მან წიგნების გამოცემა 40 წლის ასაკში დაიწყო.

წყარო: https://www.theguardian.com/

 

საქართველოში ცნობილი მევიოლინე დევიდ გარეტი ჩამოვა. ​

მუსიკოსი საქართველოს ესტუმრება ახალი ალბომით – UNLIMITED –LIVE 2019. ღონისძიება 13 სექტემბერს თბილისის სპორტის სასახლეშია დაგეგმილი.

 

სამეფო კარის თამაშების” უკანასკნელ სერიას IMDb-ზე ყველაზე დაბალი შეფასება აქვს.

სერიის გამოსვლიდან ხუთი დღე გავიდა და მისი რეიტინგი მხოლოდ 4,3-ია. ეს მაჩვენებელი სერიალის ფინალური სერიებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

წყარო: https://twitter.com/

 

ნახეთ: ლინდა ჰამილტონი ტერმინატორში ბრუნდება

ლეგენდარული სარა კონორის როლის შემსრულებელი ლინდა ჰამილტონი 25-წლიანი პაუზის შემდეგ, საკულტო ფილმს თავისი კარიერის ყველაზე ცნობილი როლით უბრუნდება.  Terminator: Dark Fate დიდ ეკრანებზე პირველ ნოემბერს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
22 მაისი დილიდან 
Play Video

22 მაისი დილიდან 

22 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! ისევ კანის, კერძოდ კი ლევან აკინის ფილმის, And Then We Danced-ის გარშემო ვტრიალებთ. თანაც, იდეალური ამბები გვაქვს! ანტონიო ბანდერასის, უილიამ დეფოს, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუსა და სხვა ლეგენდარული მსახიობების, მუსიკოსებისა თუ რეჟისორების გვერდით, კანის 15 ყველაზე დიდ ვარსკვლავთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც დაასახელეს.
23 მაისი დილიდან 
Play Video

23 მაისი დილიდან 

23 მაისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! ტრადიციას არ ვუღალატებთ და დილიდან კარგ ამბავს შეგატყობინებთ — ქართველი მწერალი ბექა ადამაშვილი რომანისთვის “ამ რომანში ყველა კვდება” ევროპული ლიტერატურული პრიზის მფლობელი გახდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.