fbpx

90-იანების თბილისის უცნობი კადრები შვეიცარელი ფოტოგრაფისგან – დღის VIDEO


გააზიარე სტატია

 

“ქარვასლაში” მიმდინარეობს შვეიცარელი ხელოვანის – დანიელ შპერის (Daniel Spehr) ფოტოგამოფენა “1993”, რომელზეც წარმოდგენილია 1993 წლის საქართველოს ფოტოები, ასევე უნიკალური 10 წუთიანი ფილმი, რომელშიც დანიელ შპერმა თავისი გადაღებული, 90-იანების თბილისის აქამდე უცნობი დოკუმენტური ვიდეომასალა გამოიყენა.

რაც შეეხება ფილმის გახმოვანებას, მისი აუდიოჩანაწერი ასევე დანიელ შპერს ეკუთვნის და წარმოადგენს იმ პერიოდის თბილისის ქუჩების ნამდვილ ხმოვან ფონს.

 

1993

Gepostet von Daniel Spehr am Dienstag, 28. Mai 2019

 

დანიელ შპერი 1993 წელს იმყოფებოდა თბილისში საერთაშორისო გაცვლითი ატელიეს – „IAAB“-ის ფარგლებში.

25-წლიანი შესვენების შემდეგ, დანიელ შპერი თბილისში პირველად შარშან დაბრუნდა და თავისი ნამუშევრების ფოტოგამოფენა გამართა. ფოტოგრაფმა ინტერნეტში ასევე გამოაქვეყნა 1993 წლის უნიკალური ფოტომასალა, რამაც ქართულ აუდიტორიაში დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია. საქართველოში მუშაობის პერიოდზე AT.ge ერთი წლის წინ ესაუბრა დანიელს, რომლის ინტერვიუს წაკითხვაც ამ ბმულზე შეგიძლიათ.

რაც შეეხება ქარვასლაში დღეს მიმდინარე გამოფენას, ის 16 მაისიდან 10 ივნისამდე გაგრძელდება.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8


რეკომენდებული სტატიები
1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან

1993 წლის საქართველოს ათასობით ფოტო შვეიცარიელი ფოტოგრაფისგან
2017 წლის გაზაფხულზე ფეისბუკში Daniel Spehr-ის ფოტოალბომი აიტვირთა, რომელიც 1993 წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე საქართველოში - თბილისსა და რეგიონებში გადაღებულ ფოტოებს შეიცავდა. დღეს, 18 ივლისს, ამ ფოტოების ნახვა თბილისის ისტორიის მუზეუმში - „ქარვასლაში“, 17 საათზე იქნება შესაძლებელი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.