fbpx

მსოფლიოს ქალაქების საუკეთესო ახალი პარკები და ლანდშაფტის დიზაინი


გააზიარე სტატია

ავტორი: ილია ვარლამოვი



ცოტა ხნის წინ ონლაინ რესურს ArchDaily-ზე გამოჩნდა ათობით ღირსშესანიშნავი საზოგადოებრივი ადგილის ჩამონათვალი, რომლებიც  მოედნების, ხიდების, დასათვალიერებელი პლატფორმების, პარკებისა და სხვა საჯარო სივრცეებისგან შედგებოდა. მათი დამპროექტებლების მიზანს საზოგადოებრივი ადგილებისთვის აზრისა და ფორმის მიცემა – გაადამიანურება და გაცოცხლება წარმოადგენდა.

 


პარკები

 

პარკი შიშხანში, სტამბული 

პროექტი, მიწის შედარებით პატარა მონაკვეთზე სიმაღლეების ცვალებადობით ხასიათდება. პარკი სამ ნაწილად იყოფა: გარე აღმართი, შიდა ეზო და ამაღლებული პრომენადა. სიმაღლეების ცვალებადობის კომპენსირება ტერასებით ხდება, ცხელი კლიმატისა კი – ხეებით. პარკის ქვეშ ავტოსადგომია მოწყობილი.

 

“წითელი ლენტი”, ცინხუანდაო, ჩინეთი

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთი მარტივი ელემენტით სივრცის გაცოცხლება. ამ შემთხვევაში ესაა 500-მეტრიანი წითელი ლენტი, რომელიც დასვენების, განათების, ორიენტირისა და გარემოს ინტერპრეტაციის ფუნქციებს ასრულებს. აქამდე კი აქ არანაირი სანაპირო არ იყო – მხოლოდ მოუვლელი მინდორი. აი ასე მარტივად მოხდა აქაურობის გაცოცხლება.

 

“პრომენადა” ვალენიეში, სლოვენია 

ვალენიეს დასახლება პირველად მე-13 საუკუნეშია მოხსენიებული, მაგრამ ქალაქის სტატუსი მან მხოლოდ მე-20 საუკუნის შუახანებში მიიღო, როცა ძველი დასახლების ადგილას თანამედროვე მრავალსართულიანი შენობები აშენდა და ქვანახშირის წარმოების ცენტრი გაიხსნა. გასაგებია, რომ თავიდან ეს ადგილი თავისი ბინადრების გართობაზე არ იყო მთლად მორგებული, მაგრამ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ახლა ვალენიეში მდინარის ნაპირებს მცირე ზომის პარკი მიუყვება, რომლის ამფითეატრიც ქალაქის კულტურულ ცენტრად იქცა.


ლანდშაფტის დიზაინი

 

სუპერკილენი კოპენჰაგენში, დანია

ეს უზარმაზარი სივრცე სამ – მწვანე, შავ და წითელ ნაწილებადაა გაყოფილი. მწვანე ზონა არის ადგილი პიკნიკებისა და სეირნობისთვის; აქვე გადმოიტანეს სპორტული მოედნებიც. შავი ზონა – ურთიერთობის ადგილია. აქ წარმოდგენილია მსოფლიოს ხალხთა კულტურა, მაგალითად, იაპონური საკურა, თურქული დასაჯდომები, მაროკოული შადრევანი. აქვე მოწყობილია სივრცე გრილისთვის და სათამაშო მაგიდები. შავ ზონაში ველობილიკების მარშრუტებია. წითელი – აქტივობის ზონაა. აქ ადგილობრივები დარბიან, სეირნობენ ველოსიპედით, ჭიდაობენ. აგრესიული ადგილია. აქ ხეებსაც კი წითლებს რგავენ. სხვათა შორის, აქ არის პარკინგიც.  

 

“წითელი პლანეტა”, შანხაი

 

შორიდან ის კალათბურთის მოედანს წააგავს. მაგრამ გარეგნობა მაცდურია – აქ ბურთით ვერ ითამაშებთ. შანხაის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრთან საბავშვო მოედანი მოაწყვეს, რომელიც ბავშვებს საშუალებას აძლევს მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი წარმოსახვის უნარი თამაშის დროს. რბოლის ტრასა, შემოქმედებითი მოედნები… აქ კალათბურთის კალათიც კი არის, მაგრამ ის განათების ფუნქციას ასრულებს.

 

ველობილიკი Lightpath, ოკლენდი, ახალი ზელანდია

ამ ქალაქში რამდენიმე ღირსშესანიშნავი ველობილიკი არსებობს. სხვათა შორის, ისინი ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. რაც შეეხება ჩვენთვის საინტერესო Lightpath-ს,  ის ყველაზე ახალია. ადრე ეს იყო საავტომობილო ჩამოსასვლელი ავტომაგისტრალიდან, მაგრამ ავტომობილისტები შეავიწროვეს და ოკლენდის ველოტრასა 500 ვარდისფერი მეტრით დაგრძელდა. აქ შესაძლებელია გადაადგილება ველოსიპედებით, სკუტერებით, სკეიტბორდებით, როლიკებით… და ფეხითაც კი! ერთადერთი პრობლემა მონიშვნის არარსებობაა, რის გამოც შესაძლოა ველოსიპედისტის წინ უცებ ადამიანი გაჩნდეს.

 

საქალაქო პარკები

 

საბავშვო მოედანი იავოჟნში, პოლონეთი 

 

ქვანახშირის წარმოების რენოვაციის კიდევ ერთი მაგალითი. ხეების გვერდით აქ აუზები გაჩნდა, რომლებიდანაც წყალი ჩაედინება დიდ ცენტრალურ აუზში, რომელიც ისეა განლაგებული, რომ ის პარკის ცენტრალური ხეივნიდან მოჩანს. რეზერვუარის გარშემო არის ჩამოსაჯდომები მშობლებისთვის, ხოლო ტექნიკური ნაგებობები, ტუალეტების ჩათვლით, ცენტრალური ხეივნის ერთ-ერთ გორაკშია ჩამალული.

 

პადრე რენატო პაბლეტეს სახელობის მდინარის პარკი, სანტიაგო, ჩილე

პარკის იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ შლიუზების გახსნითა და ჭარბწყლიანობის საშუალებით დაებრუნებინათ ხედი მდინარეზე და სიცოცხლე შთაებერათ სანაპიროს დეპრესიული ინდუსტრიული რაიონისთვის.

 

კოპერას ცენტრალური პარკი, სლოვენია 

პროგნოზების მიხედვით, ახლო მომავალში კოპერას წყალი უფრო სუფთა გახდება და აქ შესაძლებელი იქნება პლაჟის მოწყობა. მაგრამ პლაჟი არა მხოლოდ ქვიშაა, არამედ ინფრასტრუქტურაც, რომლის მომზადებაც დროს მოითხოვს. ამისთვის ნაპირზე ახალი პარკი გააშენეს, რითაც ცარიელი მინდორი გაკეთილშობილდა. ის სპეციალურად ერთ ტონშია დაპროექტებული, რომ  დამთვალიერებლის ყურადღება არ მიიქციოს არაერთგვაროვანი ქალაქური პეიზაჟისგან. ზღვის სიახლოვის გამო კი თემატური მოედნები წყლის თემის გამოყენებითაა შესრულებული. პარკში, როგორც ასეთი, ბილიკები არაა, არის მხოლოდ მიმართულების განმსაზღვრელი ელემენტები.

https://varlamov.ru/3383158.html


რეკომენდებული სტატიები
მსოფლიოს საუკეთესო მოედნები და საზოგადოებრივი სივრცეები

მსოფლიოს საუკეთესო მოედნები და საზოგადოებრივი სივრცეები

მსოფლიოს საუკეთესო მოედნები და საზოგადოებრივი სივრცეები
ნახეთ მთელი მსოფლიოდან შეკრებილი ქალაქური მოედნები, რომელთა ფუნქციასაც საჯარო სივრცისთვის აზრისა და ფორმის მიცემა - მისი გაცოცხლება წარმოადგენს.
2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან

2018 წლის არქიტექტურის 22 საუკეთესო პროექტი ჟურნალ TIME-ისგან
ჟურნალმა Time-ის სია მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში არსებულ პროექტებს, რომლებსაც არქიტექტურული გენია აერთიანებს და რომლებიც ყველასთვის თანაბრად საინტერესოა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.