fbpx

5 ივნისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღევანდელ დილას კვენტინ ტარანტინოზე საუბრით ვიწყებთ და გაუწყებთ, რომ რეჟისორმა ახალი ფილმი დააანონსა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ტარანტინოს მეათე სურათის სიუჟეტი ერთდროულად ზოროსა და ჯანგოს თავგადასავალზე მოგვითხრობს. 

 

კვენტინ ტარანტინომ ახალი ფილმი დააანონსა

როგორც გამოცემა Collider იტყობინება, ტარანტინო ჯანგო/ზოროს ქროსოვერზე ფიქრობს. ამგვარ ქროსოვერზე კომიქსიც არსებობს და სწორედ მას დაეყრდნობა ფილმი. ფილმის სიუჟეტი Django Unchained-ში მომხდარი ისტორიიდან რამდენიმე წლის შემდეგ ვითარდება. ჯანგო ჯილდოს მისაღებად კვლავ ნადირობს კრიმინალებზე. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს ის შემთხვევით დიეგო დე ლა ვეგას, იგივე ზოროს შეხვდება და ერთად დაიწყებენ ყაჩაღებზე ნადირობას.

წყარო: https://www.empireonline.com/

 

ტურიზმის და კულტურული მემკვიდრეობის გამოწვევები საფრანგეთსა და საქართველოში

Image may contain: text

2019 წლის 7 ივნისს, პარასკევს, 12 საათზე ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია და მრგვალი მაგიდა, რომელიც მიეძღვნება ტურიზმის გამოწვევებს, ასევე საფრანგეთსა და საქართველოში მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას და განვითარებას. დისკუსიამდე გაიმართება ახალი ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ტურიზმის სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია.

წყარო: https://www.facebook.com

 

საქართველოში პირველად კინომცოდნეობის საერთაშორისო სკოლა გაიხსნება

Image may contain: text

კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის პროექტის ორგანიზატორები ალექსანდრე გაბელია, ნინო მხეიძე და გიორგი გაბელია არიან. პროექტის მიზანია არსებული პრობლემების უფრო ფართო კონტექსტში განხილვა და  კონკრეტული კითხვების დასმა: რა მდგომარეობაშია დღეს ამ დარგის თეორიული მხარე, თავად კინოს თეორია; სწავლების რა დონეა ამ მიმართულებით აკადემიურ სასწავლებლებში; რა ძირითადი გამოწვევები დგას დისციპლინის წინაშე მსოფლიოში.

ამ და სხვა საკითხებზე  ერთი კვირის განმავლობაში იმსჯელებენ კინომცოდნეობის საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლაში, რომელიც გაიმართება ივლისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე, მის ერთ-ერთ სამთო სასტუმროში, ყაზბეგში.

პროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო მკვლევარ-ექსპერტების ჩამოყვანას და ამ დარგის ქართველი ლექტორ-პროფესორების მოწვევას, რომლებიც სკოლის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს გაუზიარებენ და სხვადასხვა თემის შესახებ გამართავენ ლექციებს.

წყარო: https://www.facebook.com

 

მარტინ სკორსეზემ  Netflix-ისთვის გენიოსი მუსიკოსის, ბობ დილანის მოღვაწეობის შესახებ დოკუმენტური ფილმი Rolling Thunder Revue გადაიღო.

ფილმი აერთიანებს დოკუმენტურ კადრებს, კონცერტს და სიზმარს. სურათში დილანის იშვიათი ინტერვიუებია გამოყენებული. მოგეხსენებათ, მომღერალი პრესასთან ენამჭევრობით არასდროს გამოირჩეოდა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ელენ პეიჯმა ლგბტ პრაიდის თვე ცოლთან ერთად გადაღებული შიშველი ფოტოთი აღნიშნა.

როგორც იცით, ივნისი აშშ-ში ლგბტ სიამაყისა და პრაიდის თვედ არის გამოცხადებული. სწორედ ამიტომ, ემამ და ელენმა გადაწყვიტეს ეს თავისებურად აღენიშნათ და ინსტაგრამზე ნახევრად შიშველი ფოტო გამოაქვეყნეს.

წყარო: https://www.instagram.com/

 

 

2019 წლის 9 აგვისტოს ეკრანებზე ახალი საშინელებათა ფილმი Scary Stories to Tell in the Dark გამოვა

ფილმის პროდიუსერი ოსკარის მფლობელი რეჟისორი გილერმო დელ ტოროა, რეჟისორი კი ანდრე ოვერდალი. ფილმის სიუჟეტი 1968 წელს ვითარდება და იმ თინეიჯერების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საზარელი მკვლელობებისა თუ მეგობრების გაუჩინარების ფონზე ცდილობენ, იდუმალებით მოცულ არსებებს, სულებსა და მოჩვენებებს გაექცნენ.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დისნეიმ მეფე ლომის ახალი ტრეილერი გამოაქვეყნა.

ფილმის  პრემიერა აშშ-ში 19 ივლისს შედგება.

წყარო: https://www.youtube.com/


რეკომენდებული სტატიები
3 ივნისი დილიდან 
Play Video

3 ივნისი დილიდან 

3 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს 3 ივნისია და  HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის - Chernobyl-ის ფინალური სერიის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო გვაშორებს. თუმცა, სანამ მეხუთე ეპიზოდს ვნახავთ, გთავაზობთ ტიზერს, რომელიც დასკვნითი ნაწილისადმი მოლოდინს კიდევ უფრო გაგიზრდით. 
4 ივნისი დილიდან 
Play Video

4 ივნისი დილიდან 

4 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს გადავწყვიტეთ ის ადამიანები გაგვეხარებინა, ვისაც “სამეფო კარის თამაშები” უყვარს და ენატრება. ამიტომ გაცნობებთ, რომ ნეტფლიქსის ახალი შოუ The Witcher, რომელსაც GOT-ის ჩანაცვლებას უწინასწარმეტყველებენ, დეკემბერში გამოვა და ვნახოთ, იქნებ მართლაც მოვახერხოთ ყურადღების გადატანა ჯონ სნოუდან გერალტ რივიელზე.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.