fbpx

6 ივნისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღევანდელი დილა სავსეა ამბებით, გიყვებით ყველაზე და ყველაფერზე! რომელი ერთი გინდა? – ბრედ პიტი, დემნა გვასალია, რუსები და ჩერნობილი თუ რიანა?  

 

Balenciaga-მ, რომლის კრეატიული დირექტორიც ქართველი დიზაინერი დემნა გვასალიაა, 2019 წლის კოლექცია გამოუშვა.

ტანსაცმელი და აქსესუარები უკვე იყიდება ბრენდის მაღაზიებში და ონლაინ საიტზე.

 

წყარო: https://hypebeast.com

 

2019 წლის 20 სექტემბერს კინოეკრანზე ჯეიმს გრეის ახალი ფილმი Ad Astra გამოდის

ფილმში მთავარ როლებს ბრედ პიტი, ლივ ტაილერი, ტომი ლი ჯონსი, დონალდ საზერლენდი, რუთ ნეგა და ჯეიმი კენედი ასრულებენ. ფილმის სიუჟეტი ბრედ პიტის პერსონაჟის, როის გარშემო ვითარდება, რომელიც მზის სისტემაში სამოგზაუროდ მიდის, რომ 20 წლის წინ გაუჩინარებული მამის შესახებ სიმართლე გაიგოს. ფილმში მამის როლს ტომი ლი ჯონსი ასრულებს, რომელიც უცხოპლანეტელების მოსაძებნად გაემგზავრა, თუმცა მალევე გაუჩინარდა.

წყარო: https://www.youtube.com

 

რიანა მსოფლიოს უმდიდრესი  მუსიკოსი ქალი გახდა

Image result for Rihanna Is Now the World's Richest Female Musician,

მისი ქონების ძირითადი ნაწილი ბრენდის – Fenty-ის შემოსავლებია. 31 წლის ბარბადოსელმა პოპვარსკვლავმა Fenty Beauty-ის ხაზი 2017 წელს გამოუშვა და ფორბსის ინფორმაციით, ახლა მისი ქონება $600 მილიონს შეადგენს. 9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

წყარო: https://people.com/style/

 

რუსებს HBO-ს ჩერნობილი არ მოსწონთ და საკუთარ ვერსიას იღებენ

რამდენიმე დღის წინ HBO-მ ჩერნობილზე გადაღებული სერიალის ფინალური სერია გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, შოუ, რომელმაც კრიტიკოსებისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა, რუსებს არ მოეწონათ. მათი აზრით, შოუში საბჭოთა კავშირი ცუდ სახელმწიფოდ არის გამოყვანილი და რეალურად ჩერნობილის კატასტროფის შესახებ ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ინფორმაცია არ დაუმალავს.

სწორედ ამ გაბრაზებისა და კრიტიკის ფონზე რუსულმა ტელეარხმა NTV-მ გადაწყვიტა ჩერნობილის საკუთარი ვერსია გადაიღოს. რუსული ვერსიის სიუჟეტი აგებულია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის, ალბერტ ლენცის სამძებრო სამუშაოებზე, მთავარი გმირი კი სამხედრო კონტრდაზვერვის ვიცეპოლკოვნიკი ანდრეი ნიკოლაევია, რომელიც შეეცდება, რომ ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ კატასტროფაში ამერიკული კვალი იპოვოს.

ფოტო: https://d.newsweek.com/

 

კორეული კინოს არქივიდან იუთუბზე 200-მდე ფილმი განთავსდა.

ფილმები ძირითადად 60-70-იან წლებშია შექმნილი და იუთუბის ოფიციალურ გვერდზე ისინი უფასოდ განათავსეს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

ვუდი ალენი ახალი ფილმის გადაღებას ზაფხულში დაიწყებს

კომედიური ჟანრის სურათში მთავარ როლებს კრისტოფ ვალცი, ლუი გარელი და ჯინა გერშონი შეასრულებენ. გავრცელებული ინფორმაციით ფილმს ესპანეთში გადაიღებენ, დისტრიბუციის უფლებას კი  ადგილობრივი კომპანია Mediapro აიღებს თავის თავზე. რაც შეეხება სიუჟეტს, ფილმი ამერიკელი წყვილის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც სან სებასტიანის კინოფესტივალზე გაემგზავრება. ცოლი ფრანგ რეჟისორთან გააბამს რომანს, ქმარი კი ფრანგ ქალთან.

წყარო: https://www.theguardian.com

 

 


რეკომენდებული სტატიები
5 ივნისი დილიდან
Play Video

5 ივნისი დილიდან

5 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღევანდელ დილას კვენტინ ტარანტინოზე საუბრით ვიწყებთ და გაუწყებთ, რომ რეჟისორმა ახალი ფილმი დააანონსა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ტარანტინოს მეათე სურათის სიუჟეტი ერთდროულად ზოროსა და ჯანგოს თავგადასავალზე მოგვითხრობს. 
3 ივნისი დილიდან 
Play Video

3 ივნისი დილიდან 

3 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს 3 ივნისია და  HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალის - Chernobyl-ის ფინალური სერიის გამოსვლამდე სულ ცოტა დრო გვაშორებს. თუმცა, სანამ მეხუთე ეპიზოდს ვნახავთ, გთავაზობთ ტიზერს, რომელიც დასკვნითი ნაწილისადმი მოლოდინს კიდევ უფრო გაგიზრდით. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.