fbpx

7 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

სიხარულით გაცნობებთ, რომ ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი სულ უფრო მეტად იქცევს  ყურადღებას მსოფლიოში. And Then We Danced-ის ვარსკვლავი ამჯერად ერთ-ერთმა ფრანგულმა გამოცემამ კანის კინოფესტივალის მთავარ აღმოჩენად დაასახელა.

ლევან გელბახიანი ფრანგულმა გამოცემამ კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ მთავარ აღმოჩენად დაასახელა

And Then We Danced-ის მსახიობი ნელ-ნელა ითქვამს სახელს მსოფლიოში. ლევან აკინის ფილმში შესრულებული მერაბის როლის შემდეგ, ის ჯერ ამერიკულმა ჟურნალმა W-მ დაასახელა კანის კინოფესტივალის აღმოჩენად, ახლა კი ერთ-ერთმა პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ.

ფოტო: https://muchadoaboutcinema.files.wordpress.com/

 

გორში ნაპოვნი ლეკვი ჰოლივუდში მიემგზავრება.

ძაღლი კალიფორნიაში ამერიკული ტელესერიალების მსახიობებს, იმუს და ჯულია დევერებს მიჰყავთ. ჯორჯის მოვლის სურვილი ტელესერიალების პროდიუსერმა მარტა ევრისმა გამოთქვა.

წყარო: https://twitter.com/

 

ბათუმის საავტორო ფილმების მე-14 საერთაშორისო ფესტივალი წელს ბათუმში 15-22 სექტემბერს ჩატარდება.

No photo description available.

საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამების ფარგლებში 70-ზე მეტი ფილმი იქნება ნაჩვენები.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

გიგიშა აბაშიძის “მეზობლები” კიევის კინოფესტივალის ჟიურის რჩეული ფილმი გახდა

Image may contain: 1 person, beard

კიევის 48-ე საერთაშორისო კინოფესტივალ მოლოდოსტზე ქართველი რეჟისორის, გიგიშა აბაშიძის ფილმი “მეზობლები” სრულმეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობდა. ამ კატეგორიაში ფილმმა ჟიურისგან სპეციალური პრიზი მიიღო.
წყარო: https://www.facebook.com/

 

2020 წლის 5 ივნისს კინოეკრანებზე გალ გადოტის მონაწილეობით Wonder Woman-ის მეორე ნაწილი გამოვა.

Image may contain: 1 person, outdoor

ისევე როგორც წინა ნაწილში, რეჟისორის სკამს კვლავ პატი ჯენკინსი დაიკავებს. სულ ახლახან ფილმის პირველი ოფიციალური პოსტერი გავრცელდა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 

ბარაკ და მიშელ ობამები Spotify-სთან თანამშრომლობას იწყებენ.

ობამების კუთვნილ კომპანია Higher Ground-სა და სპოტიფაის შორის შეთანხმება შედგა. თანამშრომლობის შედეგად მომზადებული პოდკასტების სტრიმინგი კი ექსკლუზიურად მათ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

წყარო: https://www.nbcnews.com


რეკომენდებული სტატიები
6 ივნისი დილიდან
Play Video

6 ივნისი დილიდან

6 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღევანდელი დილა სავსეა ამბებით, გიყვებით ყველაზე და ყველაფერზე! რომელი ერთი გინდა? - ბრედ პიტი, დემნა გვასალია, რუსები და ჩერნობილი თუ რიანა?  
5 ივნისი დილიდან
Play Video

5 ივნისი დილიდან

5 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღევანდელ დილას კვენტინ ტარანტინოზე საუბრით ვიწყებთ და გაუწყებთ, რომ რეჟისორმა ახალი ფილმი დააანონსა. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ტარანტინოს მეათე სურათის სიუჟეტი ერთდროულად ზოროსა და ჯანგოს თავგადასავალზე მოგვითხრობს. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.