12 ივნისი დილიდან


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ ხვალ საქართველოს კინოთეატრებში პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, “ტკივილი და დიდებას” პრემიერა გაიმართება. გარდა ამისა, გეტყვით იმასაც, რომ “მე ვარ ბესოს” რეჟისორმა ლაშა ცქვიტინიძემ მეორე მხატვრულ ფილმზე დაიწყო მუშაობა. 

 

ციმბირში 40 ათასი წლის წინანდელი გიგანტური მგლის თავი აღმოაჩინეს

The wolf's head was found by locals looking for mammoth ivory.

გიგანტური თავი 2018 წელს ადგილობრივმა მამაკაცმა აღმოაჩინა იაკუტიაში, მდინარე ტირეხტიხის ნაპირზე. სიგრძეში 40 სანტიმეტრია და არ ჰგავს ამჟამად არსებული მგლის არც ერთ სახეობას. სახას რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგის, ალბერტ პროტოპოპოვის განცხადებით, აღმოჩენა უნიკალურია, რადგან წარმოადგენს პლეისტოცენის ეპოქის ზრდასრული მგლის ნაშთებს, რომელიც ქსოვილებსაც შეიცავს.

წყარო: https://edition.cnn.com

 

13 ივნისს საქართველოს კინოთეატრებში პედრო ალმოდოვარის ფილმის, “ტკივილი და დიდებას” პრემიერა გაიმართება.

ტკივილი და დიდება

13 ივნისიდან!კანის კინოფესტივალის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი ჩვენს კინთეატრებში!პენელოპე კრუსი და ანტონიო ბანდერასი პედრო ალმოდოვარის ახალ ფილმში"ტკივილი და დიდება"https://www.kinoafisha.ge/

Gepostet von Kinoafisha.ge am Samstag, 8. Juni 2019

ალმოდოვარის ფილმის პრემიერა წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების მხრიდან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. სურათში მთავარ როლებს ანტონიო ბანდერასი და პენელოპე კრუზი ასრულებენ.

წყარო: https://www.facebook.com/

 

“მე ვარ ბესოს” რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე მეორე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმზე იწყებს მუშაობას.

ფილმს “ველი” ერქმევა და ის ახალგაზრდა წყვილზე, ნიკასა და სალომეზე მოგვითხრობს, რომელთა ყოველდღიურ ცხოვრებასაც გრავიტაცია ცვლის. ნიკა მკვლელი ხდება, ხოლო სალომე რელიგიურ სექტაში წევრიანდება.

ფოტო: http://cinemania.adjara.com

 

ქართველმა არტისტებმა პრაღის კვადრიენალეზე პრიზი მოიგეს

Gepostet von მარი ნაკანი am Dienstag, 11. Juni 2019

ინფორმაციას ამის შესახებ ფოტოგრაფი მარი ნაკანი ავრცელებს. პრაღაში მიმდინარე სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალეზე საქართველოს სტუდენტურმა გამოფენამ პრიზი საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის დაიმსახურა. შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტების პროექტი ორ თემას – აფხაზეთის ოკუპაციას და მედეას აერთიანებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისური ეზოების სეზონი გრძელდება – არტარეა წარმოგიდგენთ ქართული კინოს მთავარ ხმას – ნანი ბრეგვაძეს

Image may contain: text

საღამოზე გაჟღერდება  ქართულ კინოფილმებში ნანი ბრეგვაძის მიერ შესრულებული ყველასათვის საყვარელი და ცნობილი სიმღერები.

მონაწილეობენ: ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, მთხრობელი ცირა ელისაშვილი. ღონისძიება გაიმართება 16 ივნისს, 20:00 სთ-ზე.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ნახეთ: Frozen-ის მეორე ნაწილის ტრეილერი გამოვიდა.

ანიმაციური ფილმი 22 ნოემბერს გამოდის და ის ანასა და ელზას ახალ თავგადასავალზე მოგვითხრობს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დედოფალმა ელისაბედ II-მ  ოლივია კოლმანს ბრიტანეთის იმპერიის ორდენი უბოძა.

ღონისძიება დედოფლის 93 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

წყარო: https://www.townandcountrymag.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
11 ივნისი დილიდან
Play Video

11 ივნისი დილიდან

11 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. გარდა ამისა, პირველები გაიგებთ, რომელი ფილმებით წარსდგება საქართველო შანხაის წლევანდელ კინოფესტივალზე. 
10 ივნისი დილიდან 
Play Video

10 ივნისი დილიდან 

10 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან ბევრი კარგი, თანაც სულ საქართველოსთან დაკავშირებული ამბები უნდა გიამბოთ - მაგალითად ის, რომ ბათუმმა ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქის ტიტული მოიპოვა და ისეთ ქალაქებს აჯობა, როგორებიცაა -  სოფია, ბაქო, ლუბლიანა და ა.შ. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.