fbpx

13 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გიამბობთ ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი წარმატებების შესახებ პერუსა და ესპანეთში! 

 

მარიამ გულბიანის დოკუმენტური ფილმი “სანამ მამა დაბრუნდება” პერუში დააჯილდოვეს

სურათმა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო აიღო კინოფესტივალზე  – Festival de cine Al Este. “სანამ მამა დაბრუნდება” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა ბრიტანეთში, შეფილდის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე.

წყარო: http://beta.gnfc.ge/

 

გიორგი თავართქილაძის ფილმმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო

No photo description available.

თავართქილაძის სურათმა “ცუდი ხალხი” ესპანეთში, Galacticat. Mostra de Cinema Fantàstic de Ponent-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციაში ერთ-ერთი მთავარი პრიზი მიიღო. “ცუდი ხალხის” მსოფლიო პრემიერა ჰონგ კონგის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

ფილმის სიუჟეტი 1991 წლის თბილისის სამოქალაქო ომის მონაწილეებზე მოგვითხრობს. ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი მცირეწლოვანი შვილისთვის სიცხის დამწევ მედიკამენტს ეძებს, რა დროსაც შემთხვევით გადაეყრება დიდი ხნის უნახავ თანაკლასელს. მალევე ირკვევა, რომ მონატრებული მეგობარი ახლა სულ სხვა ბანაკშია და მისი მტერია.

ფოტო: https://www.facebook.com/

 

დემნა გვასალიამ ვეტმოს ახალი კოლექციისთვის საქართველოს დროშის გამოსახულებით “ჩოკერი” გამოუშვა.

როგორც ცნობილია, ეს აქსესუარი 2019 წლის ზაფხულის კოლექციის ნაწილია.

 

კოლუმბიაში Vortex Festival-ზე ერეკლე დეისაძის სიმღერა “რაც მამას უნდა” დაუკრეს.

Vortex Festival was amazing! Thanks for your incredible support to my live act, you made my heart feel warm ♥️Just for the record, this is the only piece that doesn't belong to me, I remixed Erekle Deisadze (Eko & Vinda Folio)

Gepostet von Radeon Live am Dienstag, 11. Juni 2019

დეისაძის სიმღერა ფესტივალზე კოლუმბიელმა დიჯეიმ Radeon Live-მა შეასრულა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

 

Disney  ჩიპი და დეილის რიმეიქის გადაღებას გეგმავს

როგორც ცნობილია, კინოსტუდია პირველ ეტაპზე 40 ეპიზოდის გადაღებას აპირებს, რომელთა ქრონომეტრაჟიც 7-7 წუთი იქნება. ცნობილია ისიც, რომ ანიმაციურ სერიალზე ფრანგული კომპანია Xilam იმუშავებს. სავარაუდოდ, ახალი სერიალი სტრიმინგ-სერვის Disney+-ზე 2019 წლის ბოლოს გამოვა.

წყარო: https://variety.com/

 

ნეტფლიქსმა Russian Doll-ის მეორე სეზონი დააანონსა.

The dark comedy starring co-creator Natasha Lyonne will return with eight episodes.

წარმატებული პირველი სეზონის შემდეგ სტრიმინგ-სერვისმა ნატაშა ლიონეს სერიალი მეორე სეზონით განაახლა. როგორც ცნობილია, ახალ სეზონში 8 სერია იქნება და მასში მთავარ როლს კვლავ შოუს შემქმნელი ნატაშა ლიონე მოირგებს.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/


რეკომენდებული სტატიები
12 ივნისი დილიდან
Play Video

12 ივნისი დილიდან

12 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ ხვალ საქართველოს კინოთეატრებში პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, “ტკივილი და დიდებას” პრემიერა გაიმართება. გარდა ამისა, გეტყვით იმასაც, რომ “მე ვარ ბესოს” რეჟისორმა ლაშა ცქვიტინიძემ მეორე მხატვრულ ფილმზე დაიწყო მუშაობა. 
11 ივნისი დილიდან
Play Video

11 ივნისი დილიდან

11 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ ფრანკფურტის უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის სახელობის კაბინეტი გაიხსნა. გარდა ამისა, პირველები გაიგებთ, რომელი ფილმებით წარსდგება საქართველო შანხაის წლევანდელ კინოფესტივალზე. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.