fbpx

14 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დილიდან გაცნობებთ, რომ ნიუ-იორკის ერთ-ერთი ქუჩის ფასადზე, სადაც ელისის კუნძულზე ჩასული პირველი ემიგრანტები არიან გამოსახული, გურული მშვიდობაძის პორტრეტსაც შეხვდებით. 

 

ნახეთ: ნიუ-იორკში, ერთ-ერთ უზარმაზარ კედელზე მოხატულია Ellis Island-ზე ჩასული პირველი იმიგრანტების პორტრეტები და მათ შორისაა გურული მშვიდობაძეც.

ინფორმაციას ამის შესახებ ირაკლი მახარაძე ავრცელებს.

ფოტო: https://www.facebook.com

 

ხვალ, 15 ივნისს, საღამოს 6 საათიდან სამკაულის ბრენდი Natanava – ს ახალი კოლექციის პრეზენტაცია გაიმართება.

დიზაინერ – ნატა გეგენავას ნამუშევრები გამოფენილი იქნება გალერეა შარდენში. მისამართი: რუსთაველის 13, სასტუმრო თბილისი მარიოტის შენობა გალერეა მუშაობს ყოველ დღე 12 დან – 19 საათამდე.

 

პლატფორმა “კირკეს” მიერ შექმნილი პირველი მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმი Brain Bank პორტუგალიის საერთაშორისო ცეკვის ფესტივალის, 27th International Dance Festival-ის ფარგლებში, Video Dance Showcase-ში საერთაშორისო სელექციაში მოხვდა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფილმის პრემიერა სწორედ ამ ფესტივალზე გაიმართება. ჩვენებები ჩატარდება 2019 წლის 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით.

 

Eko & Vinda Folio-ს სადებიუტო ალბომი ფრანგულ ლეიბლზე 20 სექტემბერს გამოვა.

მათი სადებიუტო ალბომი ფრანგულ მუსიკალურ ლეიბლზე, Talitres-ზე გამოვა და მას “თერაპია” ეწოდება.

წყარო: http://www.talitres.com/

 

ლეგენდარული მექსიკელი მსახიობი ედიტ გონსალესი გარდაიცვალა.

დონა ბარბარასა და ველური გულის ვარსკვლავი ედიტ გონსალესი 54 წლის ასაკში დაიღუპა. გარდაცვალების მიზეზი სიმსივნე გახდა, რომელიც მსახიობს 2016 წელს აღმოუჩინეს.

წყარო: https://www.realitatea.net/

 

მექსიკაში ფრიდა კალოს ხმის ერთადერთი ჩანაწერი იპოვეს.

აუდიო მექსიკის ხმის ეროვნულ ბიბლიოთეკაში აღმოაჩინეს და ის ლეგენდარული მხატვრის ერთადერთი ჩანაწერია.

წყარო: https://www.youtube.com

 

ამაზონი სანდრა ბულოკზე სერიალს გადაიღებს

John Legend and Akiva Goldsman will executive produce alongside Bullock, whose life as a college student forms the (loose) basis for the project.

შოუს სიუჟეტი, რომელიც ჰოლივუდის მეგავარსკვლავის კოლეჯის წლებზე მოგვითხრობს, 1980-იან წლებში განვითარდება და მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორია თავის დამკვიდრება საზოგადოებაში, როგორ ეძებენ ამ ასაკში სიყვარულს და როგორ ცდილობენ საკუთარი იდენტობის აღმოჩენას.

წყარო: https://www.hollywoodreporter.com/

 

ნახეთ: ახალი თრილერი კირა ნაითლის მონაწილეობით.

ფილმი ეკრანებზე 5 სექტემბერს გამოვა და ის ბრიტანელი ჯაშუშის, კეტრინ ტერეზა განის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც პრესას ერაყში ამერიკულ ინტერვენციაზე გასაიდუმლოებულ ინფორმაციას უზიარებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 


რეკომენდებული სტატიები
13 ივნისი დილიდან 

13 ივნისი დილიდან 

13 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გიამბობთ ქართველი კინემატოგრაფისტების დიდი წარმატებების შესახებ პერუსა და ესპანეთში! 
12 ივნისი დილიდან
Play Video

12 ივნისი დილიდან

12 ივნისი დილიდან
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გაცნობებთ, რომ ხვალ საქართველოს კინოთეატრებში პედრო ალმოდოვარის ახალი ფილმის, “ტკივილი და დიდებას” პრემიერა გაიმართება. გარდა ამისა, გეტყვით იმასაც, რომ “მე ვარ ბესოს” რეჟისორმა ლაშა ცქვიტინიძემ მეორე მხატვრულ ფილმზე დაიწყო მუშაობა. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.