fbpx

19 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან გამცნობთ, რომ ლევან აკინის ფილმი And Then We Danced, რომელმაც საერთაშორისო აუდიტორია უკვე მოხიბლა, ამჯერად ოდესის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და მთავარი პრიზის მოსაგებად იბრძოლებს

 

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოდესის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა

And Then We Danced  თერთმეტ სხვა ფილმთან ერთად იბრძოლებს მთავარი პრიზის მოსაპოვებლად. შვედურ-ქართული ფილმის პრემიერა კანის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში, Director’s Fortnight-ში შედგა და კრიტიკოსებისა თუ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

წყარო: https://oiff.com.ua

 

23 ივნისს სასტუმრო “სტამბა” გიორგი მასხარაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს.

Image may contain: one or more people and table

წყარო: https://www.facebook.com/

 

4 ივლისიდან საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას იწყებს ავიაკომპანია Air Malta

რეგულარული რეისები კუნძულ მალტიდან თბილისის მიმართულებით 18 სექტემბრამდე კვირაში ერთხელ, ყოველ ხუთშაბათს შესრულდება. ფრენები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 14 ივნისს მისცა. Air Malta მალტის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებული ავიაკომპანიაა, რომელიც ორმოცამდე მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს და წელს ოპერირების დაწყებიდან 45 წლის იუბილეს აღნიშნავს.

ფოტო: https://liveandletsfly.boardingarea.com/

 

ფესტივალ Echowaves Festival 2019-ის ლაინაფის მეორე ნაწილი ცნობილია   

ახალი შემსრულებლები ორგანიზატორებმა პრესკონფერენციაზე დაასახელეს და წლევანდელი პროგრამის სამზადისზე ისაუბრეს. წელს მსმენელის წინაშე ელექტრონული მუსიკის მრავალი გამორჩეული არტისტი წარდგება, მათ შორის: Adriatique, Ben Klock, Dj Tennis, KiNK, Musumeci, Petre Inspirescu, Red Axes, RØDHÅD, Tom Trago, Valentino Kanzyani, VRIL Live და YokoO.

ფესტივალზე ასევე დაუკრავს ცნობილი დიჯეი ნინა კრავიცი. გასული წლისგან განსხვავებით, წელს ანაკლიაში 8 სცენა დაიდგმება, მრავალფეროვნებისთვის დაემატება კიდევ ერთი, ჰიპ-ჰოპ სცენაც. დაინტერესებული პირები ფესტივალში მონაწილე არტისტების სრულ სიას შესაბამის ვებგვერდზე გაეცნობიან. Echowaves ანაკლიაში 22-დან 25 აგვისტოს ჩათვლით Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება.

ფოტო: https://belgrade-beat.com/

 

ვიდეო: ჯეიმს მაკევოიმ საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

დევიდ ტენანტი Netflix-ის სერიალში ითამაშებს

შემოდგომაზე ნეტფლიქსზე სერიალი Criminal გამოვა, 12 ეპიზოდისგან შემდგარი სატელევიზიო შოუს მოქმედება ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის ტერიტორიებზე განვითარდება. ანთოლოგიაში თითოეულ ქვეყანას 3 სერია დაეთმობა. ტენანტის როლზე დამტკიცება Netflix-მა ფანებს სპეციალური ვიდეოთი ამცნო.

წყარო: https://www.youtube.com/

 

სტივენ სპილბერგი 1961 წლის ფილმის, “ვესთსაიდური ამბის” რიმეიქს იღებს.

რობერტ ვაისის ფილმმა თავის დროზე ოსკარის 10 ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმის პირველი კადრები უკვე გამოქვეყნდა. სცენარს პულიცერის პრემიის ლაურეატი ტონი კუშნერი დაწერს. ფილმი 2020 წლის დეკემბერში გამოვა.

წყარო: https://www.vulture.com/

 

 


რეკომენდებული სტატიები
18 ივნისი დილიდან 
Play Video

18 ივნისი დილიდან 

18 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ბერლინში გერმანულ ენაზე გამოიცა წიგნი პეტრე ოცხელის შესახებ, რომელშიც 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალაა შესული
17 ივნისი დილიდან 
Play Video

17 ივნისი დილიდან 

17 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გიამბობთ ამბებს კიკბოქსისტ ელენე ლოლაძეზე, რომელიც მსოფლიო თასის მფლობელი გახდა, ასევე საქართველოს ხელბურთელთა ეროვნულ  ნაკრებზე, რომელმაც მსოფლიოს ერთა ჩემპიონატზე გაიმარჯვა და იორდანიის დედოფალ რანიაზე, რომელსაც ოფიციალურ მიღებაზე ქართველი დიზაინერების სამოსი ეცვა. 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.