fbpx

20 ივნისი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

დღეს დილიდან ნახეთ ვიდეო, რომელშიც ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ლონდონის ქართული სკოლის მოსწავლეებთან ერთად მის ერთ-ერთ ჰიტს ასრულებს. 

 

ნახეთ: ქეთი მელუა ლონდონში ქართული სკოლის მოსწავლეებთან ერთად მღერის

მომღერალი ქეთი მელუა ლონდონში მოქმედ ქართულ სკოლას ეწვია და მათთან ერთად თავისი ჰიტი – The Closest Thing to Crazy შეასრულა. მომღერალი მათ აკომპანირებას უწევს. კონცერტი საზაფხულო ფესტივალის ფარგლებში ნოტინგ ჰილის რაიონში, ერთ-ერთ ეკლესიაში გაიმართა.

ვიდეო: https://www.instagram.com/

 

დღეს, 20 ივნისს, 19:00 საათზე, სასტუმრო სტამბაში, ZEG – Tbilisi Storytelling Festival / ზეგ – თბილისის ამბის თხრობის ფესტივალი გაიხსნება

პირველი პანელ დისკუსია გაიმართება თემაზე: „საქართველო-ახალი რაკურსით: როგორ შეცვალა ქვეყანამ ნარატივი“ / „Georgia Re-Imagined: How a Country Changed its Narrative“.

ფესტივალის პირველ პ ანელ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ: გიორგი მარგველაშვილი, თეკუნა გაჩეჩილაძე, ვალერი ჩეხერია და მარიამ აფრასიძე. პანელ დისკუსიას მოდერაციას გაუწევს ნატალია ანთელავა. 

ZEG – Tbilisi Storytelling Festival, ამბის თხრობის პირველი საერთაშორისო ფესტივალია რეგიონში, რომელიც 20 ივნისიდან 22 ივნისის ჩათვლით გაიმართება და აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, რომლებიც გაგვიზიარებენ ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, პარფიუმერია ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება.

სამდღიან ღონისძიებაში, რომლის ორგანიზატორებიც არიან: Impact Hub Tbilisi  და Coda Story,  მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი ისე მოწვეული სპიკერები, მათ შორის 29 უცხოელი სტუმარი. Warner&Bro’s Pictures-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი და რამდენიმე წიგნის ავტორი სუკეტუ მეჰთა, საგანმანათლებლო პლატფორმა “მასტერკლასის” დამფუძნებელი – აარონ რასმუსენი, Vogue 73 Questions-ის ავტორი და მოდერატორი – ჯო საბია, მაგნუმ ფოტოს პრეზიდენტი ტომას დვორჟაკი, ასევე BBC-ის, CNN-ის, New York Times-ის, The Guardian-ის, The Economist-ის ჟურნალისტები და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველი პროფესიონალები.

ZEG – Tbilisi Storytelling Festival -ი მოიცავს შეხვედრებს, ვორქშოფებს, დისკუსიებსა და სესიებს. ღონისძიების სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა გაეცნონ „სთორითელინგის” როგორც ტრადიციულ, ისე ინვოვაციურ მეთოდებს და მიიღეონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია მასტერკლასები და ვორქშოფები სპეციალურად ჟურნალისტებისთვის.

  • ინფორმაცია ფესტივალის შესახებ: http://tbilisistorytelling.com
  • ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story
  • ფესტივალის მთავარი პარტნიორი: თიბისი სტატუსი
  • მხარდამჭერები: Windfor’s, აჭარა ჯგუფი, ამერიკის საელჩო საქართველოში, თბილისის მერია, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, ფაბრიკა, არტარეა, ლუტეცია.

 

ეროვნულ მუზეუმში გაიმართება პროექტის, “ხელოვნება სკოლებში” შემაჯამებელი ღონისძიება

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. იგი განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის  ფარგლებში მაისიდან საპილოტე რეჟიმში ხორციელდება და მასში საქართველოს 67 სკოლაა ჩართული.

საპილოტე ეტაპის ფარგლებში პროექტით უკვე ისარგებლა ათასობით მოსწავლემ. 20 ივნისს, 14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი უმასპინძლებს შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც პროექტში მონაწილე მოზარდებისთვის გაიმართება. მიმდინარე წლის სექტემბრიდან „ხელოვნება სკოლებში“ უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს და საქართველოს ყველა რაიონის სკოლებს მოიცავს.

ფოტო: https://cdn.1tv.ge/

 

Game of Thrones-ის პრიქველის გადაღებები ჩრდილოეთ ირლანდიაში დაიწყო

Image result for The 'Game of Thrones' prequel filming has begun and fans will recognize the location

პრიქველს Bloodmoon ერქმევა, თუმცა ეს სახელი დადასტურებული არ არის და  სავარაუდოდ HBO შეცვლის მას. პრიქველში მოთხრობილი იქნება Game of Thrones-ში განვითარებულ მოვლენებამდე 1000 წლით ადრინდელი ამბები. პრიქველის გამოსვლის სავარაუდო თარიღად 2021 წელი სახელდება.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

Avengers: Endgame კინოთეატრებში ახალი კადრებით ხელმეორედ გამოვა. მარველის პრეზიდენტმა კევინ ფაიგმა კომიქსზე ახალი დეტალი გაამხილა.

Spider-Man: Far From Home-ის პრეზენტაციაზე ლონდონში ფაიგმა განაცხადა, რომ ფილმის გახანგრძლივებული ვერსიის გამოშვება იგეგმება.

წყარო: https://www.cnbc.com/

 

Showtime-მა სერიალ On Becoming A God In Central Florida-ის თიზერი გამოაქვეყნა.

შავ კომედიაში მთავარ როლს კირსტენ დანსტი ასრულებს, პროექტის ერთ-ერთი პროდიუსერი ჯორჯ კლუნია.

წყარო: https://www.youtube.com/watch?v=nKPQvoAxJgU


ეზრა მილერი სალვადორ დალის როლს შეასრულებს.

Dali Land – ასე ერქმევა სურათს, სადაც მხატვრის ცხოვრების თითქმის ყველა საინტერესო დეტალი იქნება ნაჩვენები. დალის როლს ფილმში ორი მსახიობი შეასრულებს – ახალგაზრდა სალვადორი ეზრა მილერი იქნება, უკვე ასაკში შესული კი ბენ კინგსლი.

ფოტო: https://www.cinematographe.it/

 


რეკომენდებული სტატიები
19 ივნისი დილიდან 
Play Video

19 ივნისი დილიდან 

19 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დღეს დილიდან გამცნობთ, რომ ლევან აკინის ფილმი And Then We Danced, რომელმაც საერთაშორისო აუდიტორია უკვე მოხიბლა, ამჯერად ოდესის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა და მთავარი პრიზის მოსაგებად იბრძოლებს
18 ივნისი დილიდან 
Play Video

18 ივნისი დილიდან 

18 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! დილიდან გაცნობებთ, რომ ბერლინში გერმანულ ენაზე გამოიცა წიგნი პეტრე ოცხელის შესახებ, რომელშიც 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალაა შესული
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.