fbpx

“თამაში, რომელიც გაბრმავებს” – Window Project რუსთაველის 37-ში


გააზიარე სტატია



რუსთაველის 37,  9 საათი.

Window Project-ი წარმოგიდგენთ შოთიკო აფციაურის ინსტალიაციას “BLINDING GAME” („თამაში, რომელიც გაბრმავებს“).  

ეს ხელოვანის რიგით მეორე თანამშრომლობაა სოფელ ერგნეთის აგვისტოს ომის მუზეუმთან. ამ ნამუშევარში ხელოვანი სხვა კონტექსტში ფენს მუზეუმის ექსპონატებს. 

ნამუშევარი ობიექტების მეშვეობით ყვება 2008 წლის აგვისტოს ომის სხვადასხვა ისტორიას. ხელოვანი თამაშობს ფერით, ტექსტით, კომპოზიციით, რაც ბავშვური უწყინარი თამაშებია; თუმცა ტექსტი და ობიექტები, რომლებიც აქ იყრიან თავს იმ პოლიტიკური თამაშების ერთგვარ ალეგორიას წარმოადგენენ, რომლებსაც სიბრმავემდე მივყავართ და ამავდროულად თვალს გვიხელენ. 

ობიექტები, რომლებიც თბილისის ცენტრში ვიტრინაშია გამოფენილი, საოკოპაციო რეჟიმის მიერ არის შექმნილი ტყვიებით, ცეცხლითა და ჭურვებით. ისინი საოკუპაციო საზღვრიდან 50 მეტრში, ვიტრინაში გამოფენილი ნამუშევრიდან კი 110 კილომეტრში ინახება.

ვუერთდებით სახალხო პროტესტს ხელოვნების გზით და ვგმობთ რუსეთის ოკუპაციას. 


რეკომენდებული სტატიები
Window Project - ხელოვნება თბილისის ვიტრინებში

Window Project - ხელოვნება თბილისის ვიტრინებში

Window Project - ხელოვნება თბილისის ვიტრინებში
20 სექტემბერს, Window Project-ის ვიტრინაში წარმოდგენილი იქნება სალომე ჩიგილაშვილის ნამუშევარი „უსათაუროდ“.  ეს არის თაბაშირის ქანდაკება, რომელიც ავტორის ძველი მცირე რელიეფური ქანდაკების გადიდებული ვერსიაა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.