fbpx

26 ივნისი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დილა მშვიდობისა!

კამპანია  #იმოგზაურესაქართველოში ნელ-ნელა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდება. ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესს ისიც ზრდის, რომ ტალინსა და რიგაში აჭარის ფოტოებით გაფორმებული ტრამვაი დადის.

 

ტალინისა და რიგის ქუჩებში აჭარის ფოტოებით გაფორმებული ტრამვაი  გამოჩნდა.

კამპანია აჭარის რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება. საქართველოს კურორტის სურათებით გაფორმებული ტრამვაი ესტონეთისა და ლატვიის დედაქალაქებში წლის ბოლომდე იმოძრავებს.

წყარო: https://www.facebook.com/

 

Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან 12 ახალ მიმართულებას ამატებს

Image result for wizzair georgia

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას Wizz air მეოთხე და მეხუთე ბაზირებულ AIRBUS A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდებს ამატებს.

მეოთხე ბაზირებული ბორტი 2019 წლის ბოლოდან რეგულარულ ფრენებს ევროკავშირის ქვეყნების 7 მიმართულებით: პოზნანი, ჰამბურგი, ნეაპოლი, ვენეცია, პიზა, ფრანკფურტი და ბადენ-ბადენში შეასრულებს, ხოლო, 2020 წლის ზაფხულიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მეხუთე ბაზირებული საჰაერო ხომალდით კიდევ ევროპის 5 ახალი მიმართულება: სტოკჰოლმი, ნიურნბერგი, ტურკუ, ნიცა, ჰერაკლიონი დაემატება.

წყარო: https://www.bm.ge/

 

მეგავარსკვლავი ლედი გაგა აკა ფროდიაშვილის ტყავის სამოსით გამოჩნდა.

მუსიკის, კინოსა და ტელევიზიის ვარსკვლავი ლედი გაგა ნიუ-იორკის ქუჩებში ამჯერად ქართველი დიზაინერის, აკა ფროდიაშვილის სამოსით გამოჩნდა.

წყარო: https://www.instagram.com/

 

ნიკოლ კიდმანი და მერილ სტრიპი ნეტფლიქსის ახალ მიუზიკლში ითამაშებენ

რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი რაიან მერფი ბროდვეის მიუზიკლის, The Prom-ის ადაპტაციას იღებს. მთავარ როლებს კი კინოინდუსტრიის A კლასის ვარსკვლავები – მერილ სტრიპი და ნიკოლ კიდმანი შეასრულებენ. მათთან ერთად ფილმში ასევე ვიხილავთ ჯეიმს კორდენს, არიანა გრანდესა და აკვაფინას. მიუზიკლის სიუჟეტი ინდიანაში ვითარდება და ლგბტქ+ თემის წევრების შესახებ მოგვითხრობს, რომელთაც გამოსაშვებ საღამოზე მისვლა აუკრძალეს.

წყარო: https://tvline.com/

 

Chernobyl-ის შემქმნელებმა შესაძლოა, ახალი სერიალი ფუკუშიმაზე გადაიღონ

Chernobyl-ის შემქმნელმა კრეიგ მაზინმა Decider-თან ინტერვიუში შოუს შესაძლო გაგრძელებასა და მეორე სეზონის გადაღების ალბათობებზე ისაუბრა.

მაზინი ამბობს, რომ შოუს მეორე სეზონი არ ექნება, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ დიდი სურვილი აქვს იმავე თემატიკაზე გადაიღოს სერიალი. “ძალიან მინდა ამავე თემაზე გადავიღო კიდევ ერთი შოუ, მაგალითად, ფუკუშიმაზე ან სხვა რომელიმე მსგავს ტრაგედიაზე”, – ამბობს მაზინი.

წყარო: https://decider.com/

 

მოუსმინეთ: მეფე ლომის ახალ ტიზერში ბიონსემ და დონალდ გლოვერმა ელტონ ჯონის სიმღერა შეასრულეს.

Can You Feel The Love Tonight-ის ორიგინალი ანიმაციის საუნდტრეკია. 1995 წელს სიმღერამ ოსკარი და გრემი მოიპოვა. მეფე ლომის პრემიერა 17 ივლისს გაიმართება.

წყარო: https://www.youtube.com

 

American Horror Story-ის ახალი სეზონის პრემიერა 18 სექტემბერს გაიმართება

FX შემოდგომის პრემიერებისთვის ემზადება. დღეს ცნობილი გახდა ოთხი სერიალის პრემიერის თარიღი, მათ შორისაა რაიან მერფის AHS-ის მეცხრე სეზონიც, რომლის სახელწოდებაა “ამერიკული საშინელებათა ისტორია: 1984”. ჰორორის ჟანრის ანთოლოგია 18 სექტემბერს დაბრუნდება ეთერში და როგორც რაიან მერფი ამბობს, 80-იანი წლების ფილმების ესთეტიკით იქნება გადაღებული. 

წყარო: https://twitter.com

 

ჯორჯ კლუნი ნეტფლიქსისთვის ფილმს გადაიღებს და მთავარ როლსაც თავად ითამაშებს

Image result for George Clooney to direct and star in 'Good Morning, Midnight' for Netflix

ფილმი ლილი ბრუკს-დალტონის 2016 წელს გამოცემულ რომანს – Good Morning, Midnight-ს დაეყრდნობა. ფილმის გადაღება ოქტომბერში დაიწყება. რომანი პოსტ-აპოკალიფსურ ერაზე მოგვითხრობს, სადაც ანტარქტიდაში მცხოვრები მარტოსული გმირი აუგუსტი ცდილობს, კოსმოსში დაკარგულ კოსმოსურ ხომალდს დედამიწაზე დაბრუნებაში დაეხმაროს.

წყარო: https://edition.cnn.com/


რეკომენდებული სტატიები
25 ივნისი დილიდან 
Play Video

25 ივნისი დილიდან 

25 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! თბილისში რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები გრძელდება. რუსეთის მიერ დაწესებულ ტურისტულ ემბარგოს კი ქართველი ვარსკვლავები პასუხობენ და კამპანიას - #იმოგზაურესაქართველოში უერთდებიან. მათ შორის არიან ზაზა ფაჩულია და გურამ კაშია.
24 ივნისი დილიდან 
Play Video

24 ივნისი დილიდან 

24 ივნისი დილიდან 
დილა მშვიდობისა! უკვე რამდენიმე დღეა თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება. ჩვენც, რა თქმა უნდა, ამ თემის გარშემო ვიტრიალებთ და კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად ვიტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია! 
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.